1.   მერია  არის    თვითმმართველი ერთეულის გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული

ორგანო,  რომელიც  უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის - მერის უფლებამოსილების  განხორციელებას.  მერიას ხელმძღვანელობს გორის მუნიციპალიტეტის მერი    (შემდგომში – მერი).    მერია    შედგება    პირველადი სტრუქტურული ერთეულების და პირვალად სტრუქტურულ ერთეულებში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან. მერიის პირველადი სტრუქტურული    ერთეულები    შესაბამისი   დარგობრივი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ    მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.

2. მერია შედგება 9 (ცხრა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის, მასში შემავალი 26 (ოცდაექვსი) მეორადი სტრუქტურული ერთეულისგან და  33 (ოცდაცამეტი) ადმინისტრაციული ერთეულისაგან.

3. მერია  უფლებამოსილია  ითანამშრომლოს  სხვა  ქვეყნების  ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობისა და ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო  თანამშრომლობის  შესახებ“  სახელმძღვანელო  ევროპული  კონვენციის  შესაბამისა