1. დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების, მერიის ადმინისტრაციული ერთეულების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.
2. დებულების ამოცანებია, თვითმმართველი ერთეულის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით, ეფექტურად განსაზღვროს მერიის საქმიანობის წესი და ურთიერთობები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებთან