1. მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხით.

2. მერიის საჯარო  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში, მტკიცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

3. მერიის საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  დამტკიცებული მერიის შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულების დებულებით და მერიის შინაგანაწესი