1. ადმინისტრაციული და შესყიდვები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და იურიდიული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.
2. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
დ) შესყიდვების განყოფილება;
ე) იურიდიული განყოფილება;
ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ბიუჯეტის დაგეგმვა-ანალიზი, ბიუჯეტის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ბიუჯეტის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება;
ბ) ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განყოფილება;
გ) ბუღალტერიის განყოფილება.
5. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მოსაკრებლების, უნებართვო საქმიანობის და შესყიდვების ხარისხზე მონიტორინგის განხორციელება.
6. ზედამხედველობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მოსაკრებელების კონტროლის განყოფილება;
ბ) უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება;
გ) შესყიდვების ხარისხის კონტროლის განყოფილება.
7. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სფეროსთვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
8. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
9. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურული სამშენებლო რეგულირების განხორციელება.
10. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება.
11. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ქონების აღრიცხვა და მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების განხორციელება, მერიის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა და გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.
12. ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ქონების განყოფილება;
ბ) ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილება;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.
13. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური წილით დაფუძნებული სამეწარმეო/არასამეწარმეო იურიდიული პირების მონიტორინგის განხორციელება.
14. შიდა აუდიტისა და ინპექტირების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მონიტორინგისა და დავალებათა კონტროლის განყოფილება;
ბ) შიდა აუდიტის განყოფილება;
გ) ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილება.
15. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
16. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
17. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) განათლების განყოფილება;
ბ) ახალგაზრდული განყოფილება;
გ) კულტურის განყოფილება;
დ) სპორტის განყოფილება.