1. მერიის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხების გადაჭრა.
2. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია:
ა) მერიის ვალდებულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავოს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მერიის ვალდებულება უზრუნველყოს მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
გ) მერიის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება;
დ) მერიის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;
ვ) დაინტერესებული პირის განცხადება;
ზ) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.
3. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით