1. მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს 18 წლის ასაკს მიღწეული ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.
2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება:
ა) კონკურსის წესით;
ბ) უკონკურსოდ, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 47-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად, მოხელის გადაყვანის ან მოხელის მობილობის პროცედურობის შემთხვევაში.
3. შრომითი ხელშეკრულებით პირი სამსახურში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე.
4. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილები