1. მერიის სამსახურებში განყოფილებები იქმნება სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ერთგვაროვანი მიმართულებების დაჯგუფებისა და მათი კოორდინირებულად წარმართვის მიზნით.

2. მერიის სამსახურის განყოფილებები ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით უზრუნველყოფენ სამსახურის  უფლებამოსილების განხორცილების პროცესში მათთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადებას, პასუხისმგებელნი არიან ამ მიმართულებით სამსახურის გამართულ მუშაობაზე.

3. მერიის სამსახურის განყოფილებების საქმიანობის სფერო, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით.
თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეე