1. მერიის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება მერის ბრძანებით, „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ერთიანი წესით“.
2. მერიის საქმისწარმოებაში „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ერთიანი წესით“ მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურ