სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.12.2017
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,111 სიტყვა · ~16 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
მონიტორინგი
უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს. მონიტორინგის  მიზანია“ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მონიტორინგის პროცედურა ჩართული სუბიექტი
საბაზო მაჩვენებლის განსაზღვრა სტრუქტურული ერთეული
დაწესებულების განვითარების 1 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაწესებულების დირექტორი სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი
მონიტორინგის ინსტრუმენტისა და ანგარიშგების ფორმის შემუშავება, პილოტირება ვალიდაცია ინტერდისციპლინური გუნდი
სახელმწიფო სტანდარტების  და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ სიღრმისეული გადამზადება სტრუქტურული ერთეულის ინტერდისციპლინური გუნდი
დაწესებულების მიერ წარდგენილი შუალედური შიდა მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშის გაცნობა სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი
დაწესებულების განვითარების გეგმის გათვალისწინებით შუალედური მონიტორინგი (გეგმაზომიერი ვიზიტი) სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი შენიშვნა: ინსტრუმენტის ვალიდაციიდან ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგის გუნდი მონიტორინგს ახორციელებს ინტერდისციპლინური გუნდის მხარდამჭერი სუპერვიზიით
დაწესებულების განვითარების გეგმის გათვალისწინებით შუალედური მონიტორინგის ანგარიშგება სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი
დაწესებულების მიერ წარდგენილი წლიური შიდა მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშის გაცნობა სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი
დაწესებულების განვითარების გეგმის გათვალისწინებით წლიური მონიტორინგი (გეგმაზომიერი ვიზიტი) სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი
დაწესებულების განვითარების გეგმის გათვალისწინებით წლიური მონიტორინგის ანგარიშგება სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი
პროცედურა პასუხისმგებელი
დაწესებულების ავტორიზება ან პირობითი ავტორიზება  - საბაზისო მაჩვენებლის განსაზღვრა სტრუქტურული ერთეული
შეფასების ინსტრუმენტების  და ანგარიშგების ფორმის შემუშავება და განხორციელება ინტერდისციპლინური გუნდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 27.09.2017 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 29.12.2017 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 25.09.2017 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 02.10.2017 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 27.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №60 2017 წლის 8 დეკემბერი ქ. მარნეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა”. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე დანართი: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების  და  სასკოლო  მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების  და ანგარიშგების სისტემა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები წინამდებარე დოკუმენტის მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპების, ამოცანების და პროცედურების დადგენის გზით მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება), ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონში. 2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) მონიტორინგი –  უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს. მონიტორინგის  მიზანია“ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად. ბ) შეფასება − დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად,დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულების მხარდასაჭერად; გ) ანგარიშგება − მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე, რომ შესაძლებელი იყოსმათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერსკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად; დ) სტრუქტურული ერთეული − მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც საკუთარი დებულებისა და წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად ახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს,შეფასებას და ანგარიშგებას. ე) შუალედური მონიტორინგი-სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან არაუადრეს 3 და არა უგვიანეს 5 თვისა) განხორციელებული მონიტორინგი.. ვ) წლიური მონიტორინგი − სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი. ზ) მიზანი − განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა ყველა დაგეგმვის ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ანკონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან. თ) საბაზისო მაჩვენებელი − დაწესებულების მდგომარეობაავტორიზაციის (მათ შორის პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისათვის საჭირო აქტივობების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი დაექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები. ი) სამიზნე მაჩვენებელი − სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისმისაღწევი შედეგი − სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები. კ) შესრულების მაჩვენებელი − სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისმიღწეული შედეგი − სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები. ლ) აქტივობა − ქმედება, რომლიც პირდაპირ განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას. მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა. ნ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული,სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური ოპერატიული დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისდა/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესებასდა ასახავსკონკრეტულ პერიოდში მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს, შესრულების მაჩვენებლებს, აქტივობებს და შესრულების დამადასტურებელ საშუალებებს. ო) დაკვირვება − მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერსაგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქცევის/მოქმედებების შესწავლა.დაკვირვების დროსდაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას. პ) გასაუბრება − მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნითდაწესებულების ხელმძღვანელობასთან, პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან კომუნიკაცია. ჟ) ჩეკლისტით შემოწმება − მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი.მონიტორინგის გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული ანკეტის გამოყენებით განხორციელებული შემოწმება,  რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკური რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. რ) ინტერდისციპლინური გუნდი − სტრუქტურული ერთეულის მიერ №4 დანართში მითითებული კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე პირებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიცშეიმუშავებს მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმეტებს და ხელს უწყობს მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების (მათ შორის მონიტორინგის გუნდის) განვითარებას. ს) მონიტორინგის გუნდი − სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორიგს ავტორიზების პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას. მონიტორინგის გუნდი შედგება №4 დანართში გათვალისწინებული კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე თანამშრომლებისგან. მუხლი 3🔗. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპები 1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაგეგმვა და მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების  განხორციელება უნდა ეფუძნებოდესერთი და იმავე პრინციპებს. 2. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპებია: ა) ინფორმაციის  ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა - მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას, რის შესამოწმებლადაც არის ის გასაზღვრული, არის სანდო და გამოსადეგი, როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისათვის; ბ) განხორციელებადობა − მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პროცესი არის წინასწარ დაგეგმილი და მისთვის საჭირო რესურსი არის შესაბამისად გათვალისწინებული; გ) ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა − მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორიგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება  ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განსაზღვრული პროცედურების და ვადების დაცვით; დ) კანონმდებლობასთანშესაბამისობა − მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები  ეფუძნება ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება -მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდებასაგანმანათლებლო პროცესის შეფერხება. მუხლი 4🔗. მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანები მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ამოცანებია: ა) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით; ბ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით; გ)მოხდეს დაწესებულებისათვის დროული და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბებას კოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისგაუმჯობესების მიზნით; დ) მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების ეფექტიანობის შესახებ; ე) მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალუდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების  რეალისტურობასა და განხორციელებადობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის ფინანსური რესურსების) განსასაზღვრად; ვ) მოხდეს შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაციის გაზიარება უფლებამოსილი სუბიექტებისთვის, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლემენტების გასაუმჯობესებლად; ზ) შეგროვდეს ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან დაწესებულებისათვის კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თ) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა  უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 5🔗. მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული 1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეული. 2. მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესის უზრუნველსაყოფად სტრუქტურულმა ერთეულმა უნდა შექმნას დანართი №4-ით გათვალისწინებული კვალიფიკაციის და კომპეტენციის მქონე პირებით დაკომპლექტებული მონიტორინგის გუნდი და ინტერდისცილინური გუნდი. 3. მონიტორინგის გუნდი, რომლის მინიმალური რაოდენობრივი გადანაწილება მოცემულია №5 დანართში, ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგსდა შესაბამის ანგარიშგებას; 4. ინტერდისციპლინური გუნდი, რომლის მინიმალური რაოდენობრივი გადანაწილება მოცემულია №5 დანართში, ახორციელებს: ა) მონიტორინგის ინსტრუმენტის  შემუშავებას, პილოტირებას, ვალიდაციას; ბ) სტრუქტურულ ერთეულის მონიტორინგის გუნდის წევრების და სხვა შესაბამისი პირების გადამზადებას და მხარდამჭერ სუპერვიზიას მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისთვის; გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების  და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მონიტორინგის გუნდის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას. 5. ინტერდისციპლინური გუნდის წევრების და მონიტორინგის გუნდისწევრების შერჩევას და აყვანას სტრუქტურული ერთეული ახორციელებს ღია კონკურსის წესით. მუხლი 6🔗. მონიტორინგის პროცედურები 1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გუნდის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად წელიწადში ორჯერ, სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით. (მონიტორინგის ციკლი იხ. №1 დანართში). 2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე. 3. მონიტორინგი ხორციელდებასასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (შუალედური მონიტორინგი) და წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი), დაწესებულების საბაზისომაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით. 4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა, რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით (სამოქმედგო გეგმის ფორმის მაგალითი იხ.№3 დანართში). 5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე/შესრულების მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში. 6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება. ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა, როგორც წესი, არის წინა წელს დაფიქსირებული შესრულების დონე, წარსული შესრულება, პრიორიტეტები, საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვ. 7. ინტერდისციპლინური გუნდი, მისი დაკომპლექტებიდან 3 თვის ვადაში,მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება, გასაუბრება, ჩეკლისტი) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტურმენტს და შესაბამისიანგარიშის ფორმას, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 8. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის პილოტირება და ვალიდაცია ხორციელდება ინტერდისციპლინური გუნდის დაკომპლექტებიდან 5 თვის განმავლობაში. 9. მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნიდან პირველ წლის განმავლობაში მონიტორინგის გუნდი დაწესებულების მონიტორინგს ახორციელებს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზიის გზით. 10. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება უნდა მოხდეს მონიტორინგის ინსტრუმენტის ვალიდაციის შემდგომ, უშუალოდ მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, ხოლო მხარდამჭერი სუპერვიზია - უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში, მონიტორინგის ინსტრუმენტის გამოყენების დაწყებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში 11. საჯარო დაწესებულება,რომელიც ახორციელებსსკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას, ვალდებულია სტრუქტურულ ერთეულს მონიტორინგის განხორციელებამდე  2 კვირით ადრე ელექტრონული ან ბეჭდური ფორმით წარუდგინოს შიდამონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები. მუხლი 7🔗.  მონიტორინგის ანგარიშგება 1. ანგარიშგება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად, წელიწადში ორჯერ. 2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზების პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. მონიტორინგის შედეგებიშესაძლებელია გახდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. 3. მონიტორინგის გუნდის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 4. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სტრუქტურული ერთეული ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს. 5. შუალედური ან წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა  (არაუმეტეს 15 დღისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 6. სტრუქტული ერთეული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 8🔗. შეფასების პროცედურები 1. შეფასებახორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად ავტორიზაციის მინიჭებიდან 4 წელიწადში ერთხელ. (შეფასების ციკლი იხ. დანართი №2). 2. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოოს, ან დაავიწროოს  შეფასების მასშტაბები. შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ-ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე. 3. სტრუქტურული ერთეულის ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების განხორციელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას, კერძოდ: შეიმუშავებს შეფასების ინსტურმენტს და ახდენს მის პილოტირებას. შეფასების პროცესში ინტერდისციპლინური გუნდის ძირითადი ფუნქციებია: ა) შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პილოტირება, ვალიდაცია - ავტორიზაციის გავლიდან მე 3 წლის ბოლო 5 თვის განმავლობაში; ბ) შეფასების განხორციელება - ავტორიზაციის გავლიდან მე-4 წლის განმავლობაში. 4. ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: დაკვირვება, გასაუბრება, ჩეკლისტით შემოწმება; 5. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს  სტრუქტურული ერეულის ხელმძღვანელი. შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით შემდგომში ინტერდისციპლინური გუნდი ახორციელებს შეფასებას; 6. სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს, რომლის მიხედვითაც ინტერდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს  დაწესებულებების შეფასებას. 7. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია, დაწესებულებას შეატყობინოს შეფასების ვიზიტის შესახებ, მის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და ჩართოს დაწესებულების წარმომადგენლები შეფასების პროცესში. მუხლი 9🔗. შეფასების ანგარიშგება 1. შეფასების შედეგების ასახვა ხდება შეფასების ანგარიშის ფორმაში, რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შექმნილი შეფასების ინსტრუმენტის განუყოფელ ნაწილს. 2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დაწესებულების მიერ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 4 წლის თავზე მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებს ავტორიზაციის პირობების შესრულებისმხრივ. 4. შეფასების შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  5. სტრუქტურული ერთეული შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 2 თვისა დაწესებულებას წარუდგენს შეფასების შედეგებს, ხოლო შეფესების კონსოლიდირებულ ანგარიშს დაწესებულებების შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, -  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობითი ფორმით. დანართი №1 მონიტორინგის ციკლი მონიტორინგის პროცედურა ჩართული სუბიექტი პერიოდი და ვადები საბაზო მაჩვენებლის განსაზღვრა სტრუქტურული ერთეული დაწესებულების ავტორიზაციიდან 1 თვის ვადაში დაწესებულების განვითარების 1 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაწესებულების დირექტორი სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი ავტორიზაციის ან პირობითი ავტორიზაციის გავლიდან 2 თვის ვადაში მონიტორინგის ინსტრუმენტისა და ანგარიშგების ფორმის შემუშავება, პილოტირება ვალიდაცია ინტერდისციპლინური გუნდი ინტერდისციპლინური გუნდის დაკომპლექტებიდან 5 თვის განმავლობაში სტრუქტურული ერთეულისმონიტორინგის გუნდის წევრების და სხვაშესაბამისი პირები, გადამზადება და მხარდამჭერი სუპერვიზი ამონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისთან დაკავშირებით ინტერდისციპლინური გუნდი ინტერდისციპლინური გუნდის წევრების მიერ მონიტორინგის ინსტრუმენტის ვალიდაციის შემდგომ სახელმწიფო სტანდარტების  და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ სიღრმისეული გადამზადება სტრუქტურული ერთეულის ინტერდისციპლინური გუნდი ინტერდისციპლინური გუნდის წევრების მიერ მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნის პერიოდში დაწესებულების განვითარების 1- წლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით დაწესებულების მიერ განხორციელებული შუალედური შიდა მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშის წადგენა სტრუქტურული ერთეულისთვის დაწესებულების ხელმძღვანელობა სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში სტრუქტურული ერთეულის მიერ მონიტორინგის განხორციელემანდე ორი კვირით ადრე დაწესებულების მიერ წარდგენილი შუალედური შიდა მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშის გაცნობა სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი შუალედური მონიტორინგის განხორციელებამდე დაწესებულების განვითარების გეგმის გათვალისწინებით შუალედური მონიტორინგი (გეგმაზომიერი ვიზიტი) სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი შენიშვნა: ინსტრუმენტის ვალიდაციიდან ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგის გუნდი მონიტორინგს ახორციელებს ინტერდისციპლინური გუნდის მხარდამჭერი სუპერვიზიით სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებინდან მე-5-მე-6 თვის თავზე (შენიშვნა, განმეორებითი ვიზიტი, საჭიროების შემთხვევაში 15 დღის ვადაში) დაწესებულების განვითარების გეგმის გათვალისწინებით შუალედური მონიტორინგის ანგარიშგება სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი შუალედური მონიტორინგის განხორციელების შემდგომ არაუგვიანეს 10 დღისა დაწესებულების განვითარების 1-წლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით დაწესებულების მიერ განხორციელებული წლიური შიდა მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა სტრუქტურული ერთეულისთვის დაწესებულების ხელმძღვანელობა სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასასრულს, სტრუქტურული ერთეულის მიერ მონიტორინგის განხორციელემანდე ორი კვირით ადრე დაწესებულების მიერ წარდგენილი წლიური შიდა მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშის გაცნობა სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი წლიური მონიტორინგის განხორციელებამდე დაწესებულების განვითარების გეგმის გათვალისწინებით წლიური მონიტორინგი (გეგმაზომიერი ვიზიტი) სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასასრულს დაწესებულების განვითარების გეგმის გათვალისწინებით წლიური მონიტორინგის ანგარიშგება სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდი წლიური მონიტორინგის განხორციელების შემდგომ არაუგვიანეს 10 დღისა დანართი №2 შეფასების  ციკლი პროცედურა პასუხისმგებელი პერიოდი დაწესებულების ავტორიზება ან პირობითი ავტორიზება  - საბაზისო მაჩვენებლის განსაზღვრა სტრუქტურული ერთეული დაწესებულების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში შეფასების ინსტრუმენტების  და ანგარიშგების ფორმის შემუშავება და განხორციელება ინტერდისციპლინური გუნდი დაწესებულების შეფასება ინტერდისციპლინური გუნდი ავტორიზების ან პირობითი ავტორიზების მიღებიდან  4 წლის თავზე დანართი №3 მონიტორინგის გუნდის წევრების და ინტერდისციპლინური გუნდის წევრების მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მონიტორინგის გუნდის წევრების მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები სტანდარტებთან/ტექნიკურ რეგლამენტებთან მიმართებაში განათლება სამუშაო გამოცდილება სხვა ტრანსფერული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი; პერსონალის პროფესიული სტანდარტი დადასტურებული განათლება  (დიპლომი სერტიფიკატი) რომელიმე  ქვემოთ ჩამოთვლილი დარგის შესაბამისად ა) განათლების, მეცნიერებების დარგში ბ) მასწავლებლის განათლების დარგში გ) ფსიქოლოგიის დარგში დ)  სხვა მონათესავე დარგებში დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი) არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების ან ადრეული ინტერვენციის სფეროში ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). ტექნიკური რეგლამენტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ დადასტურებული განათლება  (დიპლომი სერტიფიკატი) რომელიმე   ჩამოთვლილი დარგის შესაბამისად შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის დარგში დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი) არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება  შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ დადასტურებული განათლება  (დიპლომი სერტიფიკატი) რომელიმე   ჩამოთვლილი დარგის შესაბამისად კვებისა და ნუტრიციის დარგში დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი) არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება  ბავშვთა კვებისა და ნუტრიციის სფეროში ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). WASH დადასტურებული განათლება  (დიპლომი სერტიფიკატი) რომელიმე   ჩამოთვლილი დარგის შესაბამისად ჰიგიენისა და სანიტარიის დარგში დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი) არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება  ჰიგიენისა და სანიტარიის დაცვის სფეროში ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). ინტერდისციპლინური გუნდის წევრების მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები სტანდარტებთან/ტექნიკურ რეგლამენტებთან მიმართებაში განათლება სამუშაო გამოცდილება სხვა ტრანსფერული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ·         ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის ·         აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი; ·         პერსონალის პროფესიული სტანდარტი ·         დადასტურებული განათლება  (დიპლომი სერტიფიკატი) რომელიმე  ქვემოთ ჩამოთვლილი დარგის შესაბამისად ა) განათლების მეცნიერებების დარგში ბ) მასწავლებლის განათლების დარგში გ) ფსიქოლოგიის დარგში დ)  სხვა მონათესავე დარგებში დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი) არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში; კვლევის ან პროგრამის შეფასებაზე მუშაობის გამოცდილება ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). ტექნიკური რეგლამენტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზისმოწყობის შესახებ დადასტურებული განათლება  (დიპლომი სერტიფიკატი) რომელიმე   ჩამოთვლილი დარგის შესაბამისად შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის დარგში დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი) არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილებაბავშვთა კვებისა და ნუტრიციის სფეროში; კვლევის ან პროგრამის შეფასებაზე მუშაობის გამოცდილება ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ დადასტურებული განათლება  (დიპლომი სერტიფიკატი) რომელიმე   ჩამოთვლილი დარგის შესაბამისად კვებისა და ნუტრიციის დარგში დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი) არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების ან ადრეული ინტერვენციის სფეროში;  კვლევის ან პროგრამის შეფასებაზე მუშაობის გამოცდილება ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). WASH დადასტურებული განათლება  (დიპლომი სერტიფიკატი) რომელიმე   ჩამოთვლილი დარგის შესაბამისად ჰიგიენისა და სანიტარიის დარგში დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი) არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ჰიგიენისა და სანიტარიის დაცვის სფეროში კვლევის ან პროგრამის შეფასებაზე მუშაობის გამოცდილება ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). დანართი №4 მონიტორინგის გუნდის წევრების და ინტერდისციპლინური გუნდის წევრების მინიმალური რაოდენობრივი გადანაწილება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები მონიტორინგის გუნდი განაკვეთი წლიურად ინტერდისციპლინური გუნდი სამუშაო განაკვეთი 4 წლის ციკლში ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი; აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი; პერსონალის პროფესიული სტანდარტი მონიტორინგის გუნდის წევრი არანაკლებ ექვსი სპეციალისტისა მთელი წელი სრული განაკვეთი მონიტორინგის გუნდის წევრი არანაკლებ 6 სპეციალისტისა 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 1-ელ, მე-2 და მე-4 წელს. სრული განაკვეთით ტექნიკური რეგლამენტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზისმოწყობის შესახებ; მონიტორინგის გუნდის წევრი არანაკლებ სამი სპეციალისტისა მთელი წელი სრული განაკვეთი ინტერდისციპლინური გუნდის წევრი არანაკლებ ორი  სპეციალისტისა 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 1-ელ, მე-3 და მე-4 წელს. სრული განაკვეთით მე-3 წლის ბოლო 6 თვე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ; მონიტორინგის გუნდის წევრი არანაკლებ სამი სპეციალისტისა მთელი წელი სრული განაკვეთი ინტერდისციპლინური გუნდის წევრი არანაკლებ ორი  სპეციალისტისა 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 1-ელ, მე-3 და მე-4 წელს. სრული განაკვეთით WASH მონიტორინგის გუნდის წევრი არანაკლებ სამი სპეციალისტისა მთელი წელი სრული განაკვეთი ინტერდისციპლინური გუნდის წევრი არანაკლებ ორი სპეციალისტისა 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 1-ელ, მე-3 და მე-4 წელს. სრული განაკვეთით