ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა.შ.

2017 წლის განმავლობაში ფოთის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 29 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:

პარტნიორობა ადამიანის უფლებებიდან – 02,

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან – 09,

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან - 01,

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 03,

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან - 02,

შპს „ტრიბადან“ – 01,

სს „თიბისი ბანკიდან“ – 01,

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან - 01,

ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ - 01,

სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტიდან - 01,

მოქალაქეებისგან – 07,

შემოსული განცხადებებიდან 26 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 01 არ დაკმაყოფილდა, 01 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და 01 განცხადება დარჩა განუხილველად.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ: ნანა შამათავა – 2016 წლის 27 ივლისიდან 2017 წლის 07 ივლისამდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი. ელენე ურიდია – 2017 წლის 07 ივლისიდან 2018 წლის 05 იანვრამდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (ნანა შამათავას ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში ყოფნის პერიოდი). ელენე ურიდია - 2017 წლის 07 ივლისიდან დღემდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ფოთის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

ელენე ურიდია

სასამართლოს მენეჯერის ფუნქციების შემსრულებელი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი