გორის რაიონულ სასამართლოსა და კასპის მუნიციპალიტეტში გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ა ნ გ ა რ ი შ ი

გორის რაიონულ სასამართლოსა და კასპის მუნიციპალიტეტში გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში 201 7 წელს შემოსული განცხადებების შესახებ, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, გეგზავნებათ ანგარიში გორის რაიონულ სასამართლოსა და კასპის მუნიციპალიტეტში გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში 2017 წელს შემოსული განცხადებების შესახებ, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.

გორის რაიონულ სასამართლოში 2017 წელს შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 47(ორმოცდაშვიდი) განცხადება, საიდანაც 16(თექვსმეტი) განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, 10(ათი) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ( გადაწყვეტილების ასლები გაიცა მხარეთა პირადი მონაცემების მითითების გარეშე, დაშტრიხული სახით) და 21(ოცდაერთი) განცხადების ავტორს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ეთქვა უარი.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებში გამოყენებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, 28-ე და 44-ე მუხლები, ,,პერსონალურ დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლები.

საჯარო ინფრომაციის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებულია გორის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მისაღები განყოფილების უფროსის, ნატალია ძურძუკისა და გორის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მისაღები განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ლაშა ჯაფიაშვილის მიერ.

გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში კასპის მუნიციპალიტეტში განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არ შესულა.

 გორის რაიონული სასამართლოსა და გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში კასპის მუნიციპალიტეტში მოხელეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია და, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სასჯელი არ გამოყენებულა.

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი

გორის რაიონული სასამართლოს

თავმჯდომარე