გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გორის რაიონული სასამართლოს ანგარიში
გორის რაიონულ სასამართლოში 2015 წელს შემოსულია საჯარო ინფრომაციის გაცემის მოთ-ხოვნით 19 განცხადება, საიდანაც შვიდი განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, ექვსი განცხა-დება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (გადაწყვეტილების ასლები გაიცა მხარეთა პირადი მონა-ცემების მითითების გარეშე, დაშტრიხული სახით) და ექვსი განცხადების ავტორს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ეთქვა უარი, საიდანაც ერთი გასაჩივრდა და საჩივარი დაკმაყო-ფილდა ნაწილობრივ, სასამართლოს მენეჯერის - დიოგენ დოლიძის მიერ.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებში გამოყენებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი, 28-ე და 44-ე მუხლები.
საჯარო ინფრომაციის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებულია გორის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მისაღები განყოფილების უფროსის - ნატალია ძურძუკის მიერ.
გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში კასპის მუნიციპალიტეტში განც-ხადება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არ შესულა.
გორის რაიონულ სასამართლოსა და გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართ-ლოში კასპის მუნიციპალიტეტში მოხელეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქო-ნია და, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სასჯელი არ გამოყე-ნებულა.
გორის რაიონული სასამართლოს
თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“?
- „გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2015. მიმღები ორგანო — გორის რაიონული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3101758/