ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ:
ა) 2017 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 53 განცხადება;
ბ) მუნიციპალიტეტის მერის და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებით 50 განცხადება დაკმაყოფილდა;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 3 განცხადებას შემდეგი საფუძვლით: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად “საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადეგნილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“ ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალურის მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“.
დ) 2017 წლის განმავლობაში შეგროვდა საჯარო მონაცემთა ბაზა და საჯარო დაწესებულებათა პერსონალური მონაცემები ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში;
ე) საჯარო მოხელეთა მიერ კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა;
ვ) საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე თანხა არ გადახდილა.
მერი როსტომ სესიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“?
- „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 11.12.2017. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია. დოკუმენტის ნომერი — №04/3894.
- სად არის „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“, №04/3894, 11.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3903729/