შპს „სტომადენტის“ კრედიტორთა კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1859
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1859

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2017 წლის 7 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ეკატერინე აბესაძე

1. მოვალე: შპს „სტომადენტი“

მოვალის წარმომადგენელი: სერგო ჭონქაძე

2. მეურვე: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

მეურვის წარმომადგენელი: ირაკლი წიკლაური

3. კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური

კრედიტორის წარმომადგენელი: მადონა გეწაძე

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „სტომადენტის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 15 დეკემბერს, 14:30 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

) გაკოტრების მმართველის არჩევა და გაკოტრების რეჟიმზე გადასვლის საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

კრების თავმჯდომარე                                          გენადი მაკარიძე

კრების მდივანი                                                     ეკატერინე აბესაძე