საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსსაგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლით განსაზღვრული ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, გაახლებთ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2017 წელს სულ შემოსულია 131 განცხადება, აქედან:

- საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 114 შემთხვევაში;

- ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 8 განმცხადებელს: სამ განმცხადებელს განემარტა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, არ იყო დაცული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ერთ განმცხადებელს უარი ეთქვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სზაკ-ის 44-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ერთი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციას, ორი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას და სზაკ-ის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნათ შესაბამის უწყებებს, ხოლო ერთ განმცხადებელს უარი ეთქვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო საიდუმლოებას.

- ორი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ერთ შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო საიდუმლოებას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ იყო დაცული საგარეო საქმეთა სამინისტროში. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს მიეცათ წერილობითი განმარტება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

- განხილვის პროცესშია - 7 განცხადება.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არ შემოსულა არცერთი ადმინისტრაციული საჩივარი.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, სამინისტრო ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი ფუნქციების განხორციელებისას:

‹ თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენისას;

‹ სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა პირადი საქმეების შედგენისას;

‹ დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირთა პირადი საქმეების შედგენისას;

‹ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა

დოკუმენტაციის დამუშავებისას;

‹ საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების გაწევისას;

‹ საზღვარგარეთ მყოფი/მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვისა თუ

რეალიზაციის მიზნით საკონსულო დახმარების გაწევისას (სამოქალაქო მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინფორმაცია სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის კუთხით, ფინანსური მდგომარეობა, ინფორმაცია მემკვიდრეობის თაობაზე, და სხვა);

‹ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისას;

‹ საქართველოს სამსახურებივი სარგებლობის პასპორტების გაცემისას;

‹ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის პასპორტისგაცემისას;

‹ საზღვარგარეთ საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის საქართველოში გადმოსვენებისას;

‹ ექსტრადიციისა და მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებებისგანხორციელებისას;

‹ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ვიზის, მათ შორის,დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაცემისას;

‹ საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისადა საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების არსებობისას;

‹ საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების, დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, თავდაცვის, საზღვაო და საჰაერო ატაშეების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისადა ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის დამუშავებისას;

‹ კანონმდებლობით სამინისტროსათვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებისას.

ამასთან, აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციის შენახვა სამინისტროში წარმოებს, როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური ფორმით. ორივე შემთხვევაში ინფორმაციის შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი დაცულია. რაც შეეხება აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციის სხვისთვის გადაცემას, იგი ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესის შესაბამისად.

ასევე გაცნობებთ, რომ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის № 247 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ქოიავა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა ლეკვეიშვილი.