ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები

● დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;

● დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;

● შემოსული/გასული წერილები;

● ინფორმაცია რესურსცენტრის და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;

● საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;

● სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;

● სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;

● სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბაზა;

● ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;

● მონაცემები სკოლების მიერ არჩეული სახელმძღვანელოების შესახებ;

● ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;

● მონაცემები ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე სკოლების შესახებ;

● მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერების და სერთიფიკატების გაცემის რეესტრი;

● ინფორმაცია საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ;

● ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;

● ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ;

● ინფორმაცია სკოლაში დასაქმებული პირებისა და მოსწავლეების შესახებ.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ

რესურსცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

2017 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

● მონაცემები სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;

● მონაცემები ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ფარგლებში;

● მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში;

● მონაცემები მოსწავლეთა შესახებ მათთვის პორტატული კომპიუტერების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

● მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;

● მონაცემები მე-12 კლასელების შესახებ CAT-ის გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

● მონაცემები სპეციალური საჭიროების მქონე მე-12 კლასის მოსწავლეების შესახებ, საატესტატო გამოცდაზე მათთვის სპეციალური პირობების შექმნის მიზნით;

● მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგად/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის/დიპლომის/სერთიფიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;

პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ

2017 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:

1. 15 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

2. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა.

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა.

4. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

5. საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

6. დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

 

ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო

რესურსცენტრის უფროსი                                                                             მეგი როსტიაშვილი-წიკლაური