სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად:

1. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში 2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით შემოვიდა 86 განცხადება, მათგან დაკმაყოფილდა 79, არ დაკმაყოფილდა 7.

2. 7 განცხადების არ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საერთო სასამართლოების არქივის უფროსის ნონა კვაშილავას მიერ.

3. დამუშავდა და შენახულ იქნა 4 პერსონალური მონაცემი.

4. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის და შესაბამისად პასუხისმგებელი პირისათვის სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

5. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტების გათვალისწინებით:

5.1 „საქართველოს კონსტიტუცია“

5.2 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“

5.3 საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

6. დეპარტამენტის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

შოთა ქარჩავა

სსიპ საერთო სასამართლოების

დეპარტამენტის თავმჯდომარე