საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 2017 წელს შემოსულია 16 განცხადება, რომელთაგან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ამასთან გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს:
- სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა;
- სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა;
- სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, არცერთი საჯარო მოსამსახურის მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მარინა გაგანაშვილი.
ირაკლი ქადაგიშვილი
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი