სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ანგარიში

 

(2016 წლის 10 დეკემბრიდან - 2017 წლის 10 დეკემბრამდე)

 

1. 2017 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებულია სულ 13 წერილობითი განცხადება, აქედან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცა 10 შემთხვევაში (მათ შორის 2 შემთხვევაში განმცხადებლებს განემარტათ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ნაწილი, არ წარმოადგენდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაცულ საჯარო ინფორმაციას); 3 შეთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ - გადაწყვეტილების მიღებისას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. გადაწყვეტილებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინებით, იღებდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შესაბამისი სამართლებრივი აქტით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი, რომლის მიერაც ხდება მოთხოვნილ ინფორმაციაზე რეაგირება, კომპეტენციის ფარგლებში.

3. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვეტერანების აღრიცხვიანობის მიზნით, იქმნება ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებას ახდენს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. შესაბამისად, სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახური კანონმდებლობით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილებების ადმინისტრირების პროცესში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. ამასთან, ვეტერანებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას გამოიყენება ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები, რისთვისაც სამსახურის მიერ წარმოებული ვეტერანთა მონაცემების ელექტრონული ბაზა ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

4. საანგარიშო პერიოდში სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა და ამ საფუძვლით დისციპლინური სახდელის შეფარდება არ მომხდარა.

5. საანგარიშო პერიოდში სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ გასაჩივრებულა.