📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.12.2017
ძალაში შესვლა 01.03.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.154.016322
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,093 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2017 მიღება
01.03.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 02.08.2016 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 31.01.2019 ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 28.07.2023 ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 07.11.2025 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 25.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2017 წლის 11 დეკემბერი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ,ვ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗. ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №19 დადგენილება (ვებგვერდი, 06/08/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.154.016170). მუხლი 3🔗. დადგენილება ძალაშია 2018 წლის 15 იანვრიდან.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს მთიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. თავი I  ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება 1. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ელექტრონულ საქმისწარმოებას. 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 4🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში; დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა; ე) უზრუნველყოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მისაღები გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. თავი II აპარატის სტრუქტურა მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურა 1. საკრებულოს აპარატი შედგება: I რანგი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი.  2. იურიდიული განყოფილება II რანგი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი; იურიდიული განყოფილების III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები; საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები. თავი III აპარატის ფუნქციები მუხლი 5🔗. აპარატის უფლება-მოვალეობები აპარატი: ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას; თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას; ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; კ) ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას. თავი IV აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 6🔗. აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, მისაღები გადაწყვეტილებების სამართლებრივ ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას; გ) დახმარებას უწევს საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს დასკვნების, ინიციატივების და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებაში, მათ სამართლებრივ ანალიზში და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. დ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; ე) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; ვ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს დასამტკიცებლად; თ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. თავი V აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული მუხლი 7🔗. იურიდიული განყოფილება: 1.იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს მეორადო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი რომელსაც „საჯარო რამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. იურიდიული განყოფილება: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფას და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას; გ) სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ან აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს, დასკვნებს; დ) აწარმოებს საკრებულოში ინიციირებული პროექტების ვიზირებას და ადმინისტრაციული აქტების მისაღებად მომზადებული პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, უზრუნველყოფს მის კანონთან შესაბამისობას; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და სამოქალაქო-საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე გამოდის სასამართლო პროცესზე და წარმოადგენს საკრებულოს ინტერესებს. თავი VI აპარატის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 10🔗. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. მუხლი 11🔗. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.