სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე.
2017 წელს სწავლების ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 20 განცხადება, რომელთაგან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად:
‹ ცხრამეტ განცხადებაზე - სწავლების ცენტრმა უზრუნველყო მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა;
‹ ერთ განცხადებაზე - „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა არ განხორციელებულა.