ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის
ა ნ გ ა რ ი შ ი
მოგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მოთხოვნების სრული დაცვით წარმართავს მუშაობას საჯარო ინფორმაციების მოთხოვნაზე რეაგირებისას.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 35-ე და 38-ე მუხლების საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში გამოყოფილია პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს რეესტრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული მოთხოვნილი და გაცემული საჯარო ინფორმაციების შეტანას.
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციები არ გასაჩივრებულა. რეაგირების გარეშე არ დარჩენილა არცერთი მოთხოვნა. ყურადღებით ვეკიდებოდით საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მოთხოვნებს და ვიცავდით ვადებს . ამის გამო ზოგჯერ გამოყენებული გვაქვს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ხშირად იყო მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაკავშირებული და ცალკეული დოკუმენტები მოითხოვდა მოძიებასა და დამუშავებას.
2017 წლის საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მერიაში კერძო და იურიდიული პირებიდან სულ შემოვიდა 61 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე. ყველა შემოსულ საჯარო მოთხოვნაზე გაცემულია ინფორმაცია. ძირითადად ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციებს საკითხებზე, როგორიცაა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სხვადასხვა დროს საჯარო მოხელეებზე გაცემულ პრემიებსა და დანამატებზე, წარმომადგენლობითი ხარჯის ხარჯვის მიზნობრიობაზე, მერიასა და საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემული მივლინების ხარჯების შესახებ, 2017 წელს ხელშეკრულებებით გაფორმებული შესასრულებელი სამუშაოების მიღებ-ჩაბარების აქტებისა და დასკვნების შესახებ ინფორმაციები, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციოდ გაცემული თანხების შესახებ , საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ბიუჯეტიდან გაცემული მატერიალური, ფულადი ან მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების გადაცემის შესახებ , ა (ა) პ-ებში დასაქმებულთა რიცხოვნებისა და დაფინანსების შესახებ, მოქალაქეებზე მედიკამენტების შესაძენად ჩარიცხული და ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დასახმარებლად გატარებული ღონისძიებების შესახებ, ჩატარებულ ტენდერებზე, ბიუჯეტის შესრულებისა და განხორციელებული შესყიდვების შესახებ და სხვადასხვა საკითხებზე.
საჯარო ინფორმაციები გადაეგზავნათ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მულტიმედია „ჩემი იმერეთი“-ს რედაქციას, ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ქუთაისის რეგიონალურ ოფისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“პოლიტიკურ საბჭოს, ა(ა)იპ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, კერძო და იურიდიულ პირებს და სხვებს.
ნიკოლოზ თოფურიძე
მუნიციპალიტეტის მერი