შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/1492-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს „არენა მშენის“ რეაბილიტაციის მმართველი შერმადინ გიგოლაშვილი.
მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „არენა მშენის“ რეაბილიტაციის მმართველის შერმადინ გიგოლაშვილის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „არენა მშენის“ მიმართ.
2017 წლის 8 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა რეაბილიტაციის მმართველმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1) რეაბილიტაციის მმართველის არჩევა, 2) სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს
კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,
დაადგინა:
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 14 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:
1) რეაბილიტაციის მმართველის არჩევა;
2) სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი