,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5/34
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №5/34

2017 წლის 13 დეკემბერი

ქ. ფოთი

 

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   დ ა:

მუხლი 1
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  7 ივლისის  №14/18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი 10/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016208) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:

ა) ტაქსების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანზიტით შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;

ბ)ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;

გ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, პარკირება შესაძლებელია ამ სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილებს განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მიერ უფლებამოსილი პირი.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მიერ უფლებამოსილი პირი. საცნობი ნიშანი გაიცემა როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, ისე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე. საცნობი ნიშნის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების კუთვნილებისა. სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემულ საცნობ ნიშანს იგივე იურიდიული ძალა აქვს როგორც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ან მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ საცნობ ნიშანს.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს შესაბამისად გამოყოფილი და აღნიშნული. ასეთ პარკირების ადგილზე შეიძლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება.“. 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია