საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2017 წელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2017 წელი
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის თავისუფლების შესახებ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით, შემოსულია 472 განცხადება, საქმისწარმოება მიმდინარეობს 5 განცხადებაზე. აქედან, უარი ეთქვა 20 განცხადებას. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების/დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მიერ, ხოლო მისი არყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს ელექტრონული მართვის სისტემა, სადაც ხდება პერსონალური მონაცემების შეგროვება და შენახვა. ხსენებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება. ასევე, სამინისტროში პერსონალური მონაცემები დაცულია მატერიალური სახით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო, დისციპლინური სახდელების დადებას ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას სამინისტრო ეყრდნობოდა შემდეგ საკანონმდებლო აქტებს: საქართველოს კონსტიტუციას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ‘’ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონს, ‘’პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონს და საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებებს. ასევე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის სფეროს ან მოთხოვნილი დოკუმენტის ასლი არ იყო დაცული სამინისტროს არქივში.
2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გასაჩივრდა ოთხი გადაწყვეტილება. ოთხივე საქმეზე სასამართლომ დაავალა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემა და ამასთანავე სახელმწიფო ბაჟის სახით თითოეულ საქმეზე ცალ-ცალკე დააკისრა 100 ლარის გადახდა (ჯამში 400 ლარი).