სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/8768-11

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 12 დეკემბერი

. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე   –  თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებლები ( კრედიტორები ): 1. შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის   კომერციული ოპერატორი

წარმომადგენელი : ირინა მილორავა ( გენერალური დირექტორი )

საიდენტიფიკაციო კოდი : 205170036

2 – სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი / მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე

წარმომადგენლები – 1 – ლევან ქევხიშვილი

2 – გიორგი ცობეხია

3 – ლერი ქათამაძე

4 – თამარ გურაბანიძე

მოვალე სს კახეთის ენერგოდისტრიბუცია

გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები – 1 – ნათია სახოკია

2 – კობა ხუბუნაია

3 – მიხეილ ლომთაძე

4 – ზურაბი ჯავახიშვილი

5 – ნანა გალახვარიძე

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ნათია სახოკიამ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე -5, მე -7, მე -8, მე -9, 25- , 27- მუხლებით , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით ,

დაადგინა :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 28 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორების მოთხოვნების აღიარების საკითხი.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                               თამარ ჭუნიაშვილი