ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს 2017 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - მარინე ბერიძე, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსულ კორესპონდებციებზე მყისიერ და სათანადო რეაგირებას. საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების რაიმე ტიპის დარღვევა, რომელიც განაპირობებდა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას. დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონულ რესურსზე - ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.batumicc.ge) განთავსებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საკონტაქტო ტელეფონი და სამსახურებრივი ინსტრუქცია. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვისა და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემები, რითაც უზრუნველყოფილია მონაცემთა ბაზების ავტომატურ რეჟიმში შექმნა, შეგროვება, დამუშავება, შენახვა, რომელიც ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად (ელექტრონულ რესურსზე) გამოქვეყნების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.batumicc.ge) შექმნილია საჯარო ინფორმაციის ველი, სადაც ხდება საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის სისტემატურად განთავსება და განახლება.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირებულია 53 განცხადება. აღნიშნულ განცხადებებზე საჯარო ინფორმაცია გაცემულ იქნა ელექტრონული ფოსტით, დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის შესაბამისად.

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა და შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის და გასაჩივრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად ხარჯიც არ გაწეულა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას, საკუთარი ასევე საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.