ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ 2017 წლის ანგარიში

საჯარო ინფორმაციის თაობაზე

 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

ა) ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადება არ შემოსულა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მის დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმაზე მიღებული არ ყოფილა;

ბ) საანგარიშო პერიოდში ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი გურამ ნიკოლაშვილი.

ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

პერსონალურ მონაცემთა გაცემა ხორციელდება მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანომდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ თანამშრომელთა მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, ამ საფუძვლით, პასუხისმგებელ პირებზე არ განხორციელებულა დისციპლინური სახდელის დაკისრება.

ე) ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანება“, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით.

ვ) ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ მიერ ინფორმაციის გაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ადგილი არ ჰქონია სასამართლო წესით გასაჩივრებას და არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანებისათვის“ მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი:

გურამ ნიკოლაშვილი