სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე

მიღების თარიღი 18.12.2017
ძალის დაკარგვა 01.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №174/04
სარეგისტრაციო კოდი 200020000.18.011.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 223 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2017 მიღება
01.04.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკი პერიოდი
31/12/2018 31/12/2019
სს „თიბისი ბანკი“ 1.0%
სს „საქართველოს ბანკი“ 1.0%
სს „ლიბერთი ბანკი“ 0.6%
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 174/04 2017 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა  და 21-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 8​3 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკებად განისაზღვროს შემდეგი კომერციული ბანკები: ა) სს „თიბისი ბანკი"; ბ) სს „საქართველოს ბანკი"; გ) სს „ლიბერთი ბანკი". მუხლი 2🔗 ამ ბრძანების პირველ მუხლში მოცემულ კომერციულ ბანკებს დაუწესდეთ სისტემურობის ბუფერი შემდეგი განაკვეთებით: ა) სს „თიბისი ბანკი“ – 2.5%; ბ) სს „საქართველოს ბანკი“ – 2.5%; გ) სს „ლიბერთი ბანკი“ – 1.5%. მუხლი 3🔗 სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკები  ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე ბრძანების დანართ №1-ში დადგენილი სისტემურობის ბუფერის განაკვეთები მითითებული პერიოდების შესაბამისად. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე დანართი №1 სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკებისთვის დაწესებული სისტემურობის ბუფერის განაკვეთები შესაბამისი პერიოდების მიხედვით სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკი პერიოდი 31/12/2018 31/12/2019 31/12/2020 31/12/2021 და შემდგომ სს „თიბისი ბანკი“ 1.0% 1.5% 2.0% 2.5% სს „საქართველოს ბანკი“ 1.0% 1.5% 2.0% 2.5% სს „ლიბერთი ბანკი“ 0.6% 0.9% 1.2% 1.5%