⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 19.12.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 562 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.2017 მიღება
01.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N სახელი და გვარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2017 წლის 19 დეკემბერი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი № 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 თებერვლის №2  დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ (w.w.w. matsne.gov.ge 23.02.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.151.016191). მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე დანართი N1 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრის(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებში,  კომისიების სხდომებსა და დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება. 1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისთვის  გათვალისწინებული უნდა იქნეს  საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს,  საკრებულოს კომისიების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს,  ყოველი თვის  01 (პირველი რიცხვიდან) თვის  ბოლო რიცხვის ჩათვლით  არსებული  მდგომარეობით (დანართი №2). 3. საკრებულოს წევრის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა  დადასტურებული  უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით. 4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების(კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა  სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 3(სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. 5. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის - 30 (ოცდაათი) ლარი. 6. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საერთოდ არ აუნაზღაურდება  დადგენილი ხარჯის ოდენობაб ამ მუხლში აღნიშნული მოვალეობის  საანგარიშო  თვის განმავლობაში  არასაპატიო  მიზეზით შეუსრულებლობისათვის. მუხლი 3🔗 საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა. 1. საკრებულოს წევრის მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურის მეშვეობით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს  წევრის  უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.                                                                                                                                        დანართი №2 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემები N სახელი და გვარი საკრებულოს სხდომაზე დასწრება კომისიის სხდომაზე დასწრება           გაცდენა საპატიო არასაპატიო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი:                                                სახელი გვარი:    ხელმოწერა: