ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2016 წლის 18 თებერვალი დაბა სტეფანწმინდა |
|
ა) საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად - 200 / ორასი/ ლარი;
ბ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 120 (ასოცი) ლარი ;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ორი შეხვედრისათვის - 70 (სამოცდაათი) ლარი.
2. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისთვის დაუკავდება 60 (სამოცი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომის არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის - 40 (ორმოცი) ლარი.
3. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი ) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა.
2. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის მაქსიმალურად განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება შეუმცირდეს თითოეულ შეხვედრაზე 35 (ოცდათხუთმეტი) ლარით.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი. მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა.