„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2017 წლის 19 დეკემბერი დაბა სტეფანწმინდა |
|
1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, ყოველი თვის 01 (პირველი რიცხვიდან) თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი №2).
3. საკრებულოს წევრის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების(კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 3(სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
5. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის - 30 (ოცდაათი) ლარი.
6. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საერთოდ არ აუნაზღაურდება დადგენილი ხარჯის ოდენობაб ამ მუხლში აღნიშნული მოვალეობის საანგარიშო თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობისათვის.
1. საკრებულოს წევრის მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურის მეშვეობით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი: სახელი გვარი: ხელმოწერა: | ||||||||||||||||||||||||||||||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.12.2017. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.151.016228.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.01.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №18, 19.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016228 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3932236/