მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო –
მარტვილის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის   2017 წლის ანგარიშს:

რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი:

განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და „რიგითი“ მოქალაქეების განცხადებებს;

რესურსცენტრში მიმდინარე წელს არ  შემოსულა  მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და შსაბამისად,  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე არ მიღებულა გადაწყვეტილება.

საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;

რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო  დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების  შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;

2017 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და, შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

რესურსცენტრს არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად ყველამ მიიღო;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით  მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან რესურსცენტრს ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

ამასთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით (დანართი №1 თან ერთვის).

დანართი  N1

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობარე მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის  შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან  დაკავშირებული ხარჯვების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

სამეგრელო და ზემო სვანეთის საგანმანათლებლო

რესურსცენტრი/ ქალაქ მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

რესურსცენტრის უფროსი

პაშა გულორდავა