ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №37 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2017 წლის 19 დეკემბერი დაბა ხარაგაული |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
2. დადგენილების პირველი მუხლი დაც დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1)“.
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, მერიის დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდებით.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, 9 აპრილის ქ. №15.
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან;
ბ) მე-III რანგის უფროსი სპეციალისტები;
გ) მე-IV რანგის უმცროსი სპეციალისტები.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის და ამ დებულებით, ასევე სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურის და სასპორტო ორგანიზაციების განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება;
ბ) წინადადებისა და პროექტების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
გ) კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება;
დ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;
ზ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულის, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის დებულებითა და მერიის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვადასხვა სახის კულტურულ-სპორტული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამებისა და რონისძიებების უზრუნველყოფას.
1. უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
2. სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომლებსაც ანაწილებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს მერს.
3. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.
4. დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
5. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.