დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 |
|
2017 წლის 19 დეკემბერი ქ. დედოფლისწყარო |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
2. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა (დანართი 2).
3. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი (დანართი 3).
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge 06.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016294).
დადგენილება ძალაში შევიდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
დანართი №1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამა
2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას;
3. სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
4. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო წამახალისებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა.
2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;
3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;
4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;
5. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება;
6. მარტოხელა მშობლის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
7. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა;
8. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;
9. სოციალური დახმარების პროგრამაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდთა ოჯახების ინტერესების გათვალისწინება;
10. ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება;
11. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიების გატარება.
12. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების დახმარება;
1. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;
3. სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;
4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;
5. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;
6. მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;
7. ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.
ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი;
გ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი;
დ) მრავალშვილიანი ოჯახი (ოთხი და მეტი შვილი), რომლესაც ჰყავს არასრულწლოვანი ასაკის ბავშვი(ები);
ე) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი(ები);
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი;
ზ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი;
თ) ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;
ი) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახი შესაბამისი კოდებით (100 - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ან ინვალიდი 300 - აფხაზეთის ან სამაჩაბლოს ომის მონაწილე ან ინვალიდი (1990-1993); 800 – 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ან ინვალიდი);
კ) უპატრონო მიცვალებული;
ლ) 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე;
მ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ნ) ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე;
ო) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველი პირი.
2. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა ვ); ზ); ი); კ); ლ); მ); ნ) ქვეპუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია.
2. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება;
3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა;
4 სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა;
5. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დაფინანსება;
6. ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლისა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ე) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ვ) შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ვ) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ზ) შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირის შესახებ.
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი ან ერთზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის, მეურვის, ოჯახის სრულწლოვანი წევრის ან კანონით გათვალისწინებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მეურვის ან მზრუნველის შემთხვევაში მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ის ასლი(ები);
ვ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ზ) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
თ) შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირის შესახებ.
4. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი ან ერთზე მეტი არის არასრულწლოვანი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ე) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ვ) შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირის შესახებ.
5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს და იზრდება ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილები) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ერთ–ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან.
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ.
6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან ერთზე მეტი არასრულწლოვანი შვილი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ ;
დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები;
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ვ) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ზ) შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირის შესახებ.
7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი, რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სტატუსის ან საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ე) შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის (რომელიც რეგისტრირებული იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში) ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სტატუსის ან საბრძოლო მოქმედების დროს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
9. მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:
ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ე) შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
10. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი:
ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ახლობელი, ნათესავი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
11. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი,რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლისა და ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები ;
გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევისა და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან (ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ არ მოეთხოვება ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებს);
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა (ოჯახის ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში);
ვ) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან;
ზ) ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
თ) ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის (ავარიულობის) შესახებ.
12. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (დაკრძალვის ხარჯის გამღები პირი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად);
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
13. უპატრონო მიცვალებული:
ა) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა მიცვალებულის უპატრონობის შესახებ.
გ) იმ ი/მ ან იურიდიული პირის წერილობითი მომართვა, რომელიც ახდენს დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებას.
14. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე:
ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
გ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
15. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების ან მარტოხელა მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები;
დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
16. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100);
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
17. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველი პირი:
ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ამონაწერი-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, ანგარიშ-ფაქტურა ან კალკულაცია (დედნები);
დ) საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ცნობა მოსახლეობის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტის ამოწურვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ვ) სსიპ სოცილური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის ე.წ. საგარანტიო წერილი (თანადაფინანსების შემთხვევაში), გარდა მწვავე- გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა;
18. სოციალური დახმარების მიმღები ქმედუუნარო და შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;
4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 17 (ჩვიდმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;
5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;
6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და მათ შორის ერთზე მეტი არის არასრულწლოვანი – 17 (ჩვიდმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;
7. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;
8. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი არასრულწლოვანი შვილი – 17 (ჩვიდმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;
9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი, რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;
10. მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;
11. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს და იზრდება ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილები) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი ბავშვი - თითოეულზე 50 (ორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად.
12. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად.
13. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად;
14. ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – არაუმეტეს 60 (სამოცი) ლარი ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის გარეშე და ჩარიცხვა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) ბინის ქირის დასაფარად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებისა და წელიწადში ორჯერ გადამოწმების საფუძვეელზე.
15. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად.
16. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის დაფინანსება – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად, რომლის ჩარიცხვა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, იმ ი/მ ან იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, ვინც ახდენს დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებას.
17. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად;
18. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე;
19. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე - 100 (ასი) ლარი ყოველთვიურად;
ა) გეგმიური, მწვავე, სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ანგარიშ–ფაქტურაში მითითებული თანხის პროპორციულად:
300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%;
300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
ბ) მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ ანგარიშ–ფაქტურაში მითითებული თანხის პროპორციულად:
300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%;
300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
2. გეგმიური, მწვავე სტაციონარული და ამბოლატორიული მკურნალობის დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისათვის ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შემდგომ, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
3. განმეორებით (ერთი წლის განმავლობაში ორჯერ) მომართვისას ონკოლოგიური პაციენტებისათვის გადაირიცხება ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ დასკვნისა და წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შემდგომ, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
4. თანადაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების პროცენტის შესაბამისად, სსიპ სოცილური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის ე. წ. საგარანტიო წერილში წარმოდგენილი თანხიდან გამომდინარე გარდა 0-დან 6 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვებისა და ონკოლოგიური პაციენტებისა.
5. დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები. აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინება 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშებისა და ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში.
6. გეგმიური, მწვავე სტაციონარული მკურნალობა და ამბოლატორიული კვლევები (მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა) არ დაფინანსდება ან არ თანადაფინანსდება თუ:
ა) მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვევო სქემებში (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, 0 - დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და იმ შემთხვევისა, რომელსაც არ აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანია);
ბ) მოქალაქეს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ან იმშობიარა ფიზიოლოგიურად;
გ) ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;
დ) მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომლიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში;
ე) თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში არ არის რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან მისი სარეიტინგო ქულა 150 000 - ზე მეტია, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა და 0 - დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა.
ვ) განმეორებით (ერთ წლის განმავლობაში მეორედ) მომართვისას, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა;
ზ) საზღვარგარეთ მკურნალობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა;
თ) ესთეტიური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სანატორიულ-კურორტული, სტომატოლოგიური მკურნალობა;
ი) ორგანოთა ტრანსპლანტაცია და ეგზოპროტეზირების ხარჯი;
კ) უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება (გარდა 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების გეგმიური, მწვავე, სტაციონარული მკურნალობისა).
7. გეგმიური, მწვავე სტაციონარული და ამბოლატორიული მკურნალობის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე სამი თვის ვადით (ვადა აითვლება შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან) გაიცემა საგარანტიო წერილი, გარდა 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების მწვავე სტაციონარული მკურნალობისა.
8. სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი
კომისიის მუშაობა განისაზღვრება ამ წესით:
ა) კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის
ბრძანებით;
ბ) კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.
გ) კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე;
დ) კომისიის მუშაობის პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია;
ე) კომისიის მდივანი აფორმებს კომისიის სხდომის ოქმს;
ვ) კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება;
ზ) კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა;
თ) კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით;
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომრის ხმა.
ი) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. თითოეულ წევრს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს.
კ) კომისიის სხდომის ოქმი მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურების დაფინანსება მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ა) „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის მე-11 მუხლის 1-10 პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიურად დახარჯული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 13 ან 17 ლარი 2018 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან;
ბ) მე-11 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ბინის ქირის დასაფარად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის დღიდან.
2. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახისათვის თანხის მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
3. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოქალაქის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარი თანხა ჩაირიცხება სს ,, ენერგო-პრო ჯორჯიას“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო მოხმარებული ბუნებრივი აირის დასაფარი თანხა ჩაირიცხება შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ საბანკო ანგარიშზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად , ეს პირობა ვრცელდება ამ პროგრამის მე-11 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, და მე-10 პუნქტებზე.
4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.
5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების შემთხვევაში თანხა გაიცემა ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში ერთ-ერთი მშობლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.
6. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. მოქალაქეზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის მერიის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვა მოხდება, გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ფაქტობრივად ჩატარებული მკურნალობის ან კვლევის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ან პაციენტის (მოსარგებლის) შესაბამისი მომართვის, ანგარიშ-ფაქტურის ან კალკულაციის და ავადმყოფის ისტორიიდან ამონაწერის (ფორმა № IV - 100/ა) ან სამედიცინო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, იმ სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სადაც მოქალაქეს გაეწია შესაბამისი მომსახურება.
8. 2017 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2018 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ბიუჯეტში.
9. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი.
2. საფინანსო ნაწილში (მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარებისა და წამახალისებელი თანხების ჩარიცხვის უზრუნველყოფა) – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური.
2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა;
3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა;
4. სოციალური დახმარების გაცემის ვადები.
ა) სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
ბ) უკიდურესად გაჭირვებული ფენის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
გ) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
დ) მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
2. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.
დანართი №2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
|
დანართი №3
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი
ა ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი ;
ბ ) დევნილთა ოჯახი , რომლებიც დროებით რეგისტრირებულნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ;
გ ) მრავალშვილიანი ოჯახი , რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი ;
დ ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი ;
ე ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი ;
ვ ) მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა ) ოჯახი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (II ჯგუფი ) და ასაკით პენსიონერი ), რომელსაც არ ჰყავს კანონით გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი მისი საცხოვებელი ადგილის მიუხედავად ;
ზ ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი , რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი (ები );
თ ) მარტოხელა მშობელი , რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი (ები );
ი ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი , რომელიც განიცდის ეკონომიურ ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ გაჭირვებას ან აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და არ მიეკუთვნება ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ „ბ “ „გ “ „დ “ „ე “ „ვ “ „ზ “ „თ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებს , მაგრამ რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან .
2. მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „გ “ “ დ „ „ე “ „ვ “ „ზ “ „თ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებზე გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია .
ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა სარეიტონგო ქულების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
დ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (იგულისხმება: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი ბავშვისა და მარტოხელა მშობლის სტატუსები);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან საკრებულოს წევრის რეკომენდაცია (ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის).
2. მოქალაქეთა მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, გათბობის ხარჯით უზრუნველყოფისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნის საფუძველზე, მერის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დაკავების გარეშე, 2018 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველსაყოფად თითოეულ კატეგორიაზე გაიცემა 100 ლარი.
2.ბრძანებების გამოცემის პერიოდულობა განისაზღვროს საჭიროებისამებრ, მაგრამ მინიმუმ კვირაში ერთხელ 2018 წლის 1-ლ აპრილამდე.