„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-71/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-71/ნ

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/01/2015; 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს  ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები) მე-2 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. ყველა დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების პერსონალი (მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი) ვალდებულია, 2 წელიწადში ერთხელ აიმაღლოს ცოდნა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები აკრედიტებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით). ამასთან: 

ა) ნეონატოლოგები უნდა  მონაწილეობდნენ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა.ა) მაღალი რისკის ახალშობილთა მართვა (მ.შ. რისკს-ჯგუფის ახალშობილთა, ძირითადი ნეონატალური პათოლოგიების დროული იდენტიფიცირება, ადრეული ინტერვენცია, წინასატრანსპორტო სტაბილიზაცია, სამშობიარო ბლოკში  პირველადი დახმარება/ახალშობილის რეანიმაცია);

ა.ბ) კრიტიკულ ახალშობილთა მართვის თანამედროვე პრინციპები (მხოლოდ სუბსპეციალიზებული (III) დონის სერვისის მიმწოდებელი სუბიექტების შემთხვევაში).

ბ) მეან-გინეკოლოგები უნდა  მონაწილეობდნენ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ბ.ა) ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის ინტრანატალური შეფასება;

ბ.ბ)  სამშობიარო ბლოკ-პალატაში ლოგინობის ხანაში ადრეული სისხლდენის განვითარების პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

ბ.გ) ანტენატალური ზედამხედველობა.“.

2. ბრძანების №1.2 დანართის (პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მოცულობა და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები):
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაწესებულების ნეონატოლოგ(ებ)ი და მეან-გინეკოლოგ(ებ)ი მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ამ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლს მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით.“;

ა.ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს 52 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„52. დაწესებულება ვალდებულია, მკვდრადშობადობის შემთხვევაში უზრუნველყოს დედების  კვლევა სიფილისზე (სეროლოგიური ტესტები სიფილისზე – RPR/VDRL).“.

ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) დაწესებულების ნეონატოლოგები და მეან-გინეკოლოგები მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ამ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლს მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით.“;

ბ.ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს 52 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„52. დაწესებულება ვალდებულია, მკვდრადშობადობის შემთხვევაში უზრუნველყოს დედების  კვლევა სიფილისზე (სეროლოგიური ტესტები სიფილისზე -– RPR/VDRL).“;

გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) დაწესებულების ნეონატოლოგები და მეან-გინეკოლოგები მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ამ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლს მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით.“;

გ.ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს 52 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„52. დაწესებულება ვალდებულია, მკვდრადშობადობის შემთხვევაში უზრუნველყოს დედების  კვლევა სიფილისზე (სეროლოგიური ტესტები სიფილისზე – RPR/VDRL).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2017.
როდის იქნა მიღებული „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-71/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016480.
რამდენი მუხლისგან შედგება „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №01-71/ნ, 21.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016480 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3937823/