„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №1 |
|
2018 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. პენიტენციური დაწესებულებების (გარდა №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის) საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკუნალო მიმართულებით) ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის ექთანი, ქირურგიის ექთანი, ანესთეზიოლოგიის ექთანი, კრიტიკული მედიცინის ექთანი, სამკურნალო დიაგნოსტიკის ექთანი, ზოგადი პრაქტიკის ექთანი, ფსიქიატრიის ექთანი. ასევე, პრაქტიკოსი ბებიაქალი/ბებიაქალი, ფერშალ-ლაბორანტი ან სანიტარული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული) ან მათი მომიჯნავე სპეციალობების ექთანი);
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
2. პენიტენციური დაწესებულებების (გარდა №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის) საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;
თ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.“.
3. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;“.
4. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;“.
5. 50-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკუნალო მიმართულებით) ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის ექთანი, ქირურგიის ექთანი, ანესთეზიოლოგიის ექთანი, კრიტიკული მედიცინის ექთანი, სამკურნალო დიაგნოსტიკის ექთანი, ზოგადი პრაქტიკის ექთანი, ფსიქიატრის ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედიცინის ძმა). ასევე, პრაქტიკოსი ბებიაქალი/ბებიაქალი, ფერშალ ლაბორანტი ან სანიტარიული ფერშალი (აღნიშნული სპეციალობით 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული).“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.01.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.038.016907.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №1, 23.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.038.016907 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4012501/