ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2017
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.11.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2017 წლის 21 დეკემბერი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ივნისის №15 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი
ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის
მერიის ზედამხედველობის
სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტატუსს, ფუნქციებს, სისტემას და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა №2.
მუხლი 2🔗.
სამსახურის
უფლებამოსილებანი
სამსახური ფუნქციებია:
ა) კონტროლი გარე იერსახეზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;
ბ)კონტროლი მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;
გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;
დ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა- მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
ე) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომერციული ჯიხურების და ჭების) და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობზე კონტროლი;
ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება (სამართალდარღვევის ოქმის შედგენა);
ი) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა, მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე სარგებლობის ფაქტის გამოვლენა;
კ) სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;
ლ) გარემოს დაცვა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;
მ) ახლად აშენებული რეკონსტრუქციული ობიექტებისა და რეკულტივირებული მიწების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ მუშა და სახელმწიფო კომისიებში მონაწილეობის მიღება;
ნ) სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა, რომლებიც სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვას ახორციელებს გაუმართავი საბარგულით ან მისაბმელი მოწყობილობით, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს;
ო) ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ფუნქციების განხორციელება;
პ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა და მართვა
1. სამსახურის სტრუქტურა შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) გარემოს დაცვისა და მშენებლობის სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილება;
გ) სამსახურის თანამშრომლები – საჯარო მოსამსახურეები.
2. სამსახურის უფროსს და თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენიული წესით.
3. სამსახურის სტრუქტურასა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ)უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს და მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილების შესახებ;
დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის;
ე) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და მერს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მერისთვის წარდგენას;
თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს;
კ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის წინაშე.
6. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის განყოფილების უფროსს;
7. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ)ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.
მუხლი 4🔗.
გარემოს დაცვისა და მშენებლობის სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილება
1. გარემოს დაცვისა და მშენებლობის სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტებში არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე; სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმებისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში მოითხოვოს დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი, განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
გ) დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
დ) დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, ავტოტრანსპორტის პარკირების და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე; ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაობის წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკვეთაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბურებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე
ვ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ზ) აწარმოოს ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე დაზიანებაზე კონტროლი;
თ) უზრუნველყოს გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება;
ი) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე;
კ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის;
მ) მოახდინოს მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება;
ნ) შეამოწმოს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან/და უნებართვო დემონტაჟი.
ო) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მითითებები პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევის გამოსწორების თაობაზე;
პ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია დამრღვებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე;
ჟ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცვლელი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებანი ჯარიმების დაკისრების თაობაზე;
რ) გამოიყენოს მუნიციპალიტეტისთვის კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ს) აწარმოოს კონტროლი საქართველოს ორგანული კანონის - ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში.
ტ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით, სამუშაოთა აღწერილობითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ)დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად.