„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 |
|
2017 წლის 21 დეკემბერი ქ. გურჯაანი |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო : „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების :
1. მე -11 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4. მერიის სამსახურებია :
ა ) ადმინისტრაციული სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :
ა . ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ;
ა .ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება ;
ა .გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება .
ა .დ ) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება ;
ბ ) შიდა აუდიტის სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :
ბ .ა) ინსპექტირების განყოფილება ;
ბ .ბ) კონტროლის განყოფილება .
გ ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ;
დ ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ;
ე ) ეკონომიკის სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :
ე .ა) ქონების მართვის ა და მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ;
ე .ბ) შესყიდვების განყოფილება ;
ე .გ ) საგარეო ურთიერთობების , საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილება ;
ვ ) საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :
ვ .ა ) ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილება ;
ვ .ბ ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება .
ზ ) კულტურის , განათლების , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური , რომელსაც აქვს კულტურის და განათლების განყოფილება ;
თ ) იურიდიული სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :
თ .ა) იურიდიული განყოფილება ;
თ .ბ) ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება .
ი ) ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :
ი .ა) სივრცითი მოწყობის , მშენებლობის , არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება ;
ი .ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება ;“
2. მე -12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1.ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა , მერიის საქმისწარმოების , საკადრო საკითხთა , ადამიანური რესურსების მართვის , მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის , აგრეთვე , მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა .
2. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის , ფინანსების მართვის გაუმჯობესების , სახსრების , სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების , მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა , მართვის პროცედურების მწარმოებლურობის , სამართლებრივი , ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია ; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება , ორგანიზაციული სტრუქტურის , მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად , ეკონომიურად , ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად .
3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ფუნქციებია :
ჯანმრთელობის , სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება ; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა .
4. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა .
5. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების , მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მუშავება , მუნიციპალიტეტის ქონების მართვა , სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება .
6. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების , მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება -დასაბუთების , მიღებული ბიუჯეტის შესრულების , საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი , მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა , საბუღალტრო , მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა , აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება ;
7. კულტურის , განათლების , სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების , განათლების , კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა . წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ; ადგილობრივი თვითმყოფადობის , შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება ;
8. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება ; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში ; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა , მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან . ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა -ნაგებობების , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ; გარე რეკლამის განთავსებაზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარე ვაჭრობაზე ; მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე ; მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე .
9. ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობის , არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროგრამების , პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია , მუნიციპალიტეტის სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა .“.
|