თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „დ.ე“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების რანგირება, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გოჩა თედორაძე
დანართი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების რანგირება, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და საშტატო ნუსხა
რანგი/კატეგორია
თანამდებობა
საშტატო რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგო
დაწესებულების ხელმღვანელი
პოლიტიკური თანამდებობის პირი
საკრებულოს თავმჯდომარე
1
2650
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1
2100
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1900
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
1900
საკრებულოს აპარატი
პირველი რანგი/მაღალი მმართველობითი დონე
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1
1600
III რანგის პირველი კატეგორია
უფროსი სპეციალისტი
5
900
III რანგის II კატეგორია
უფროსი სპეციალისტი
4
900
III რანგის III კატეგორია
უფროსი სპეციალისტი
1
850
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №192, 22.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.157.016296 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3945275-3/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია