ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2017 წლის 22 დეკემბერი დაბა ლენტეხი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია;
ა) არქიტექტურის სამშენებლო რეგულირების განყოფილება
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება .
გ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება.
3.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4.სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილება შედგება უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების 12-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
7. სამსახურის მოხელეთა თნამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულების და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობით დოკუმენტების პროექტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კონტროლს;
გ)გეგმარებითი დავალებების მომზადება ;
დ) არქიტექტურული-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპლიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ)წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;
ვ)სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
თ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ი) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ლ). ფარული სამუშაოების წარმოების კონტროლსა და მონიტორინგს;
ა) შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პრობლემის გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებას;
ბ) შეიმუშავებენ და განახორციელებენ უნებართვო მშენებლობების პრევენციას და აღკვეთას;
გ) შეიმუშავებენ და კონტროლს განახორციელებენ სამშენებლო ობიექტებზე მშენებლობის ნორმების დაცვაზე;
დ) უნებართვო მშენებლობებზე კონტროლის განხორციელებას პრევენციას და კონტროლს;
ე) გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას და ოქმების შედგენას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე). ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ვ) წინადადების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე , შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ზ). წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა- პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
თ). წინადადების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;
ი). წინადადების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ‘’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3-ე მუხლის, მე-4-ე პუნქტის ,,ბ’’ - ქვეპუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება.(დანართი N1);
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“(www. matsne.gov.ge 010250050.35.115.016141. 20/08/2014წ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14-აგვისტოს N-24 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
დანართი №1