მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 |
|
2017 წლის 22 დეკემბერი ქ. მარტვილი |
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ა) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
ბ) ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება;
გ) სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება;
დ) პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება;
ე) ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარება;
ვ) დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება;
ზ) 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება;
თ) ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება;
კ) ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება;
ლ) ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება;
მ) მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
ნ) სტუდენტების ერთჯერადი დახმარება;
ო) უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა;
პ) ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, დიდი სამამულო ომის მონაწილეების, 9 აპრილის, 9 მაისის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება).
ა) 250 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით - 50%-ით;
ბ) 3 000 ლარიდან 5 000 ლარის ჩათვლით - 2000 ლარით;
გ) 5 000 ლარიდან 10000 ლარის ჩათვლით - 3 000 ლარით;
დ) 10000 ლარზე მეტი - 4000 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. იმ შემთხვევაში, თუ გაწეული სამედიცინო დახმარების საფასური ბენეფიციარის მხრიდან სრულადაა დაფარული (ბენეფიციარზე გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხა არ ირიცხება კლინიკაში დავალიანებად) მასზე დახმარება არ გაიცემა.
5. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ბენეფიციარისათვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება სასწრაფოდ აუცილებელია და დაუფინანსებლობამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარების გაწევა მოხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე.
6. გადაუდებელ შემთხვევებში, დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალი ტექნოლოგიური გამოკვლევების თანადაფინანსებისთვის დახმარების გაწევა მოხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების შემთხვევაში:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ა.დ) შსს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა;
ა.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;
ბ) საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ბ.დ) სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული დასკვნა;
ბ.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;
გ) მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში:
გ.ა) განცხადება;
გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ.დ) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
ა) გარდაცვლილი ომის მონაწილის სარიტუალო დახმარება - 250 ლარით, რომლის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
ა.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი.
ბ) გარდაცვლილი დევნილის სარიტუალო დახმარება - 150 ლარით, რომლის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი.
ბ.გ) გარდაცვლილის დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) მოწმობის ასლი;
ბ.დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა გარდაცვლილი პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ბ.ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი მარტოხელის სარიტუალო დახმარება - 150 ლარით, რომლის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
გ.ა) განცხადება;
გ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი.
გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა გარდაცვლილი პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
ა) ობოლისთვის - 200 ლარით;
ბ) დედ-მამით ობოლისთვის - 500 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მეურვის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ყველა შვილის (ხუთი და ხუთზე მეტი, ერთ-ერთი მაინც 18 წლამდე) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგულ მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი, ერთ-ერთი მაინც 18 წლის) ოჯახის წევრი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტი.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე (ბენეფიციარის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არ უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება);
ე) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მუნიციპალიტეტსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცისა და 9 აპრილს დაღუპულის ოჯახისთვის - ერთჯერადად 500 ლარით;
ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილეს ერთჯერადი ფულადი საჩუქარი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს ერთჯერადი ფულადი საჩუქარი.
2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართიმარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) მოსახლეობისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან (შემდეგში – ბიუჯეტი) სოციალური დახმარების სახეებს, დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, დახმარების გაცემის კრიტერიუმებს, პირობებსა და პროცედურებს, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და დახმარების მისაღებად ბენეფიციართა მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას.