ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2017
ძალაში შესვლა 05.02.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016339
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 442 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2017 მიღება
05.02.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 15.11.2017 სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 04.12.2017 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.01.2018 ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 29.06.2015 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.01.2015

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 2017 წლის 22 დეკემბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია დანართი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური მომსახურების სამსახური 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის (შემდგომში – სამსახური’) არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზებას; ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირებას, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადებასა და მის შესრულებას; 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის უფროსი, რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის დებულების  მე-9 მუხლით. სამსახურის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება მერიის დებულების მე-18 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის  მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების,  მათ შორის, დაწინაურების,  გადაყვანისა  და  ა.შ.  წესები  განისაზღვრება  მერიის  დებულებით,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები მერიის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური მომსახურების სამსახური უზრუნველყოფს: ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება; ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება; ბ) ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში; გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების აღრიცხვა, სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და  დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მუნიციპალური პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მონიტორინგი; თ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შემუშავება; ი) სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; კ) ყოველწლიურად „მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის“ პროექტის შემუშავება და მისი აღსრულება.