საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.დ) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.
2. 41-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით.“.
3. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
1. მერის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
4. 156-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2017 წ. N1837-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 24. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
- მუხლი 41. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურება1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია
- მუხლი 53. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები1. მერის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის
- მუხლი 156. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურების დროებითი წესები1. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის ს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1837-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.04.001.016210.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №1837-რს, 22.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016210 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3951653/