📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,641 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2017 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
01.01.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2017 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების,  61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი №1 დანართის შესაბამისად .  მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2017  წლის 9 იანვრის  №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/01/2017; 010250020.35.147.016154).   მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2018 წლის 1 იანვრიდან.  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი დანართი  №1  ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენილ დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.   თავი I სოციალურის დახმარების  მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭიროდო კუმენტაცია მუხლი 1🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას 300 ლარის ოდენობით  მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი. დახმარება გაიცემა თითოეულ შეძენილ ახალშობილზე. 2. დახმარების  მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში, ახალშობილის დაბადებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); დ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; ე) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან  ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე. მუხლი 2🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება   1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯი, პირის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან  ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; ზ) გარდაცვლილის დევნილობის  მოწმობის ასლი; თ) საბანკო რეკვიზიტები. 3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება   1. ზამთრის სეზონისათვის ერთჯერადი სოციალური დამხარება გაეწევათ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ჩასახლებული არიან სოფლებში: მცხეთა - წინამძღვრიაანთკარი (ყოფილი ტელევიზია), სოფელ სკრის ბაგა-ბაღის შენობა და   არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა. სოციალური დახმარება გაიცება 250 ლარის ოდენობით თითოეულ საცხოვრებელ ბინაზე/კოტეჯზე. 2.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ)  საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სოციალური დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე. 2. ზამთრის სეზონისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვის მიზნით ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ წეროვანის და წილკანის დევნილთა დასახლებაში. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება   გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილობის მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, ოპერაციის ჩატარებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში,  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია; ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ; ე) პაციენტმა დამატებით უნდა წარმოდგინოს: ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) საბანკო რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,  დახმარების მიმღების (პაციენტის) პირად ანგარიშზე. მუხლი 5🔗. დევნილთა ოჯახების დახმარება 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით. სასურსათო კალათი შედგება: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი წიწიბურა. 2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომელიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასრუსათო კალათის ნაცვლად, გაეწევათ ფულადი დახმარება  100 (ასი) ლარის ოდენობით. 4. ფულადი დახმარების მისაღებად დევნილმა ოჯახმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 5.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სოციალური დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. მოხუცებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ერთჯერად 200 ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და     მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან; ე) საბანკო რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე. მუხლი 7🔗. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ოჯახები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ხანძარი, ეკოლოგიური კატასტროფები) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დახმარება გაიცემა მიყენებული ზიანის მიხედვით, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში. 2. დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილობის მოწმობის ასლი; დ) სტიქიური მოვლენის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მათ შორის, სახანძრო-სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოები); ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) საცხოვრებელი სახლის ფლობის/სარგებლობის/საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტსა და მის ოდენობას; თ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისას სამუშაო ჯგუფი უშუალოდ სწავლობს მიყენებული ზიანის ხასიათსა და ოდენობას, რაც აისახება სამუშაო ჯგუფის დასკვნაში და წარედგინება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მუხლი 8🔗. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება  1. ერთჯერად სოციალური დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები  ის იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე). 2. დახმარების  მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების ან პირადობის მოწმობების ასლები; დ)  შვილების დევნილობის მოწმობის ასლები; ე) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან  ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) საბანკო რეკვიზიტები.   3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე. მუხლი 9🔗. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება  1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ონკოლოგიური ავადმყოფები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს; ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) დევნილობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა); ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ; ვ) ნებისმიერი სხვა დოკუმეტი, რომელიც დაასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას; ზ) საბანკო რეკვიზიტები. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია, ასევე, მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სოციალური დახმარების გაცემისას სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი). 4. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაცის/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნას.  მუხლი 11🔗. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს. მუხლი 12🔗. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისდ. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი  კონკრეტული  შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 13🔗. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის  წევრის  აზრი  დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 14🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიიღება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.