„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1924-რს
სარეგისტრაციო კოდი
010320000.05.001.018709
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) 1261 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას აქვს ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების კორექტირების უფლება. ბიურო საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია გაითვალისწინოს ბიუროს რეკომენდაციები და ამ პუნქტის საფუძველზე მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება.“;

დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1924-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საჯარო სამსახურის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2017.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1924-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.018709.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1924-რს, 23.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.018709 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3954088/