შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ

მიღების თარიღი 09.05.2017
ძალაში შესვლა 18.12.2017
გამომცემი ორგანო შეერთებული შტატები
ნომერი №35/89
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016511
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2018
matsne.gov.ge 3,645 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.05.2017 მიღება
18.12.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
შეერთებული შტატები საქართველო
TOP SECRET განსაკუთრებული მნიშვნელობის (GANSAKUTREBULI MNISHVNELOBIS) / TOP SECRET
SECRET სრულიად საიდუმლო (SRULIAD SAIDUMLO) / (SECRET)
CONFIDENTIAL საიდუმლო (SAIDUMLO) / (CONFIDENTIAL)
არ არსებობს ეკვივალენტური ხარისხი შეზღუდული სარგებლობისათვის (SHEZGUDULI SARGEBLOBISATVIS) /(RESTRICTED)
საქართველოს მთავრობის სახელით : ხელმოწერილია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით : ხელმოწერილია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 18.09.2018 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 05.10.2018 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 16.11.2017 საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 18.12.2013 საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 12.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ პრეამბულა საქართველოს  („საქართველო“) მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების („შეერთებული შტატები“) მთავრობა (თითოეული – „მხარე“ და ერთობლივად – „მხარეები“), ითვალისწინებენ რა, რომ მხარეები თანამშრომლობენ ისეთ საკითხებში, რომლებიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება საგარეო საქმეების, თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართალდაცვითი, სამეცნიერო, სამრეწველო და ტექნოლოგიური საკითხებით, და აქვთ რა მხარეთა შორის კონფიდენციალურად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ორმხრივი ინტერესი, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 – ტერმინთა განმარტება წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის : 1. საიდუმლო ინფორმაცია : ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია , რომელიც , ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის , მიმწოდებელი მხარის მიერ მიჩნეულია საიდუმლოდ და , შესაბამისად , საჭიროებს დაცვას არაუფლებამოსილი გამჟღავნებისგან . ეს ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს ზეპირი , ვიზუალური , ელექტრონული ან დოკუმენტის ფორმით , ან მასალის , მათ შორის აღჭურვილობის ან ტექნოლოგიის , ფორმით . 2. საიდუმლო კონტრაქტი : კონტრაქტი , რომელიც საჭიროებს ან სამომავლოდ მოითხოვს კონტრაქტორის ან მისი დასაქმებულების მიერ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას ან მის შექმნას , კონტრაქტის შესრულების პროცესში . 3. კონტრაქტორი : ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც ფლობს კონტრაქტების დადების უფლებამოსილებას და წარმოადგენს საიდუმლო კონტრაქტის მხარეს . 4. საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება : მხარის , მე -4 მუხლით განსაზღვრული , ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს მიერ მხარის იურისდიქციაში მყოფი კონტრაქტორის ობიექტისადმი გაცემული სერტიფიკატი , რომელიც მოწმობს , რომ ობიექტი შემოწმებულია საიდუმლოობის განსაზღვრულ ხარისხზე და , ასევე , ფლობს საიდუმლოობის განსაზღვრული ხარისხის სათანადო უსაფრთხოების გარანტიებს , რათა დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია . ასეთ სერტიფიკატში უნდა აღინიშნოს , რომ კონტრაქტორი დაიცავს CONFIDENTIAL ან უფრო მაღალი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას , რისთვისაც გაიცემა საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება , წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად , და რომ შესრულების მონიტორინგსა და აღსრულებას განახორციელებს შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანო . შეერთებული შტატების შემთხვევაში კონტრაქტორს არ მოეთხოვება საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება ისეთი კონტრაქტების დასადებად , რომლებიც საჭიროებს მხოლოდ RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის მიღებას ან შექმნას . 5. საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება : a. მხარის , მე -4 მუხლით განსაზღვრული , ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს გადაწყვეტილება , რომლის თანახმად , ამ მხარის სახელმწიფო ორგანოს მიერ , ან ამ მხარის იურისდიქციაში მყოფი კონტრაქტორის მიერ დასაქმებულ ფიზიკურ პირს აქვს საიდუმლოობის განსაზღვრულ ხარისხამდე საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება . b. მხარის , მე -4 მუხლით განსაზღვრული , ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს გადაწყვეტილება , რომლის თანახმად , ფიზიკურ პირს , რომელიც ერთ -ერთი მხარის მოქალაქეა , მაგრამ უნდა დასაქმდეს მეორე მხარის მიერ , ან მეორე მხარის ერთ -ერთი კონტრაქტორის მიერ , აქვს საიდუმლოობის განსაზღვრულ ხარისხამდე საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება . 6. ინფორმაციის გაცნობის საჭიროება : საიდუმლო ინფორმაციის უფლებამოსილი მფლობელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება , რომლის თანახმად , საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო მიმღები საჭიროებს კონკრეტული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას , რათა შეასრულოს ან ხელი შეუწყოს მხარის ან მხარეების კანონიერ და ნებადართულ საქმიანობას . მუხლი 2🔗 – შეთანხმების სამოქმედო სფეროს შეზღუდვები წინამდებარე შეთანხმება არ გამოიყენება მხარეებს ან მათ ორგანოებს შორის დადებული იმ სხვა შეთანხმებების ან ხელშეკრულებების ფარგლებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის მიმართ , რომლებიც ადგენენ მხარეებს ან მათ ორგანოებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის კონკრეტული კატეგორიის ან ნივთის დაცვას , გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ასეთი სხვა შეთანხმება ან ხელშეკრულება პირდაპირ მიუთითებს წინამდებარე შეთანხმების პირობების გამოყენებაზე . წინამდებარე შეთანხმება , ასევე , არ გამოიყენება , „შეერთებული შტატების ატომური ენერგიის შესახებ “ 1954 წლის აქტითა და მისი ცვლილებებით („AEA“) განსაზღვრული , „შეზღუდული მონაცემების “ (Restricted Data) გაცვლის მიმართ , ან „ყოფილი შეზღუდული მონაცემების “ (Formerly Restricted Data) მიმართ , რომლებიც წარმოადგენს „შეზღუდული მონაცემების “ (Restricted Data) კატეგორიიდან , AEA-ს შესაბამისად , ამოღებულ მონაცემებს , თუმცა , შეერთებული შტატების მიერ , რომლებიც კვლავ მიიჩნევა თავდაცვით ინფორმაციად . მუხლი 3🔗 – საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულება 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაიცვას მეორე მხარის საიდუმლო ინფორმაცია ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად . 2. მიმღებმა მხარემ იმგვარად უნდა დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია , რაც , სულ მცირე , ეკვივალენტური იქნება საიდუმლო ინფორმაციისთვის მიმწოდებელი მხარის მიერ მინიჭებული დაცვის . 3. თითოეულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ , რაც გავლენას მოახდენს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე . შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში ასეთმა ცვლილებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე . ასეთ შემთხვევაში მხარეები კონსულტაციას გამართავენ წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლო ცვლილებების შეტანის ან სხვა ზომების შესახებ , რაც ადეკვატური იქნება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესანარჩუნებლად . მუხლი 4🔗 – ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები 1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის , ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები არიან : a. შეერთებული შტატებისთვის : საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამების დირექტორი , თავდაცვის ტექნოლოგიების უსაფრთხოების ადმინისტრაცია , თავდაცვის პოლიტიკის მდივნის მოადგილის ოფისი , შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი . b. საქართველოსთვის : საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 2. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ ორგანოების ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ . 3. როდესაც უცხოური სამხედრო გაყიდვების ან თანამშრომლობის პროგრამების საშუალებით , რომლებიც მოიცავს თავდაცვითი მასალის ან მომსახურების ერთობლივად შექმნის ან ერთობლივად განვითარების შემცველ პროგრამებს , მიმღები მხარისთვის გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ტექნიკური უსაფრთხოების ზომების მიღება , მხარეებმა შეიძლება დადონ წინამდებარე შეთანხმების დამატებითი საიმპლემენტაციო წესები . ასეთი საიმპლემენტაციო წესები შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების სპეციალურ შეთანხმებებს ან სამეწარმეო უსაფრთხოების შეთანხმებებს . მუხლი 5🔗 – საიდუმლო ინფორმაციის განსაზღვრა 1. მიმწოდებელმა მხარემ უნდა განსაზღვროს და , შესაძლებლობის ფარგლებში , აღნიშნოს ან მიუთითოს , რომ საიდუმლო ინფორმაცია დასაიდუმლოებულია ეროვნული საიდუმლოობის ერთ -ერთი შემდეგი ხარისხით . ეკვივალენტური მოპყრობის უზრუნველყოფის მიზნით , მხარეები თანხმდებიან , რომ საიდუმლოობის შემდეგი ხარისხები ეკვივალენტურია : შეერთებული შტატები საქართველო TOP SECRET განსაკუთრებული მნიშვნელობის (GANSAKUTREBULI MNISHVNELOBIS) / TOP SECRET SECRET სრულიად საიდუმლო (SRULIAD SAIDUMLO) / (SECRET) CONFIDENTIAL საიდუმლო (SAIDUMLO) / (CONFIDENTIAL) არ არსებობს ეკვივალენტური ხარისხი შეზღუდული სარგებლობისათვის (SHEZGUDULI SARGEBLOBISATVIS) /(RESTRICTED) 2. წინამდებარე შეთანხმების შესრულების პროცესში , თუ საქართველო , საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად , გასცემს RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხით განსაზღვრულ საიდუმლო ინფორმაციას , შეერთებული შტატები მას უნდა მოეპყროს წინამდებარე შეთანხმების დანართის შესაბამისად . 3. საიდუმლო ინფორმაციაზე უნდა განისაზღვროს და , შესაძლებლობის ფარგლებში , აღინიშნოს ან მიეთითოს მიმწოდებელი მხარის სახელი . მუხლი 6🔗 – პასუხისმგებლობა საიდუმლო ინფორმაციაზე მიმღები მხარე პასუხისმგებელია მიმწოდებელი მხარის ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე იმგვარად , რაც , სულ მცირე , ეკვივალენტურია საიდუმლო ინფორმაციისთვის მიმწოდებელი მხარის მიერ მინიჭებული დაცვის , როდესაც საიდუმლო ინფორმაცია მისი კონტროლის ქვეშ არის . ტრანზიტის დროს მიმწოდებელი მხარე პასუხისმგებელია ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე , სანამ საიდუმლო ინფორმაციაზე კონტროლი ფორმალურად არ გადავა მიმღებ მხარეზე . მუხლი 7🔗 – საიდუმლო ინფორმაციის დაცვა 1. არცერთ ფიზიკურ პირს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება მხოლოდ რანგის , პოზიციის , თანამდებობის ან საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების საფუძველზე . ასეთი ინფორმაციის გაცნობის უფლება უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს , რომლებსაც აქვთ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და რომლებსაც მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან აუცილებელი ინდივიდუალური დაშვება , მიმღები მხარის მიერ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად . 2. თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული , მიმღებმა მხარემ მიმწოდებელი მხარის საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გადასცეს ნებისმიერ მესამე მხარეს , მათ შორის , ნებისმიერი მესამე მხარის მთავრობას , ფიზიკურ პირს , ფირმას , ინსტიტუტს , ორგანიზაციას ან სხვა ერთეულს , მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე . 3. მიმღებმა მხარემ მიმწოდებელი მხარის საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს ან არ უნდა დართოს ნება , რომ ის გამოყენებულ იქნეს სხვა ნებისმიერი მიზნით , გარდა იმ მიზნებისა , რისთვისაც ის იქნა მიწოდებული , მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე . 4. მიმღებმა მხარემ პატივი უნდა სცეს მიმწოდებელი მხარის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კერძო უფლებას , მათ შორის , საპატენტო , საავტორო უფლებებთან ან სავაჭრო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ უფლებებს , და არ უნდა გასცეს , გამოიყენოს , გაცვალოს ან გაამჟღავნოს ასეთი საიდუმლო ინფორმაცია აღნიშნული უფლებების დარღვევით , ამ უფლებების მფლობელის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე . 5. მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს , რომ თითოეული ობიექტი ან დაწესებულება , რომელიც ახორციელებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობას , აწარმოებს ობიექტის ან დაწესებულების იმ ფიზიკურ პირთა ნუსხას , რომლებსაც აქვთ ასეთი ინფორმაციის გაცნობის უფლება . 6. თითოეულმა მხარემ უნდა შეიმუშაოს პასუხისმგებლობისა და კონტროლის პროცედურები , რათა მართოს საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება და მისი გაცნობა . 7. თითოეულმა მხარემ უნდა დაიცვას საიდუმლო ინფორმაციის გამოყენების , გამჟღავნების , გაცემისა და გაცნობის ნებისმიერი და ყველა შეზღუდვა , რაც შეიძლება განისაზღვროს მიმწოდებელი მხარის მიერ , მის მიერ ასეთი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისას . თუ მხარეს არ შეუძლია მოცემული შეზღუდვების დაცვა , ამ მხარემ დაუყოვნებლივ კონსულტაცია უნდა გაიაროს მეორე მხარესთან და უნდა მიიღოს ყველა კანონიერი ზომა , რათა თავიდან აიცილოს ან შეამციროს ნებისმიერი ასეთი გამოყენება , გამჟღავნება , გაცემა ან გაცნობა . მუხლი 8🔗 – საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება 1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ , რომ ყველა ფიზიკური პირი , რომელიც თავისი ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისას საჭიროებს , ან რომლის საქმიანობამ ან ფუნქციებმა შეიძლება განაპირობოს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად , მიიღებს საიდუმლო ინფორმაციასთან შესაბამის ინდივიდუალურ დაშვებას , სანამ მათ მიენიჭებათ ასეთი ინფორმაციის გაცნობის უფლება . 2. მხარემ , რომელიც ანიჭებს საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას , უნდა ჩაატაროს სათანადო და საკმარისად დეტალური შემოწმება , რათა განსაზღვროს ფიზიკური პირის შესაბამისობა საიდუმლო ინფორმაციის გასაცნობად . საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მინიჭების საკითხი გადაწყდება მიმნიჭებელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად . 3. სანამ ერთი მხარის ოფიციალური პირი ან წარმომადგენელი საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს მეორე მხარის ოფიციალურ პირს ან წარმომადგენელს , მიმღებმა მხარემ მიმწოდებელ მხარეს უნდა წარუდგინოს დადასტურება , რომ ოფიციალური პირი ან წარმომადგენელი ფლობს საიდუმლო ინფორმაციასთან აუცილებელი საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინდივიდუალურ დაშვებას და აქვს ინფორმაციის გაცნობის საჭიროება , და რომ საიდუმლო ინფორმაცია დაცული იქნება მიმღები მხარის მიერ , წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად . მუხლი 9🔗 – საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა კონტრაქტორებისთვის 1. მიმღები მხარის მიერ მიღებული საიდუმლო ინფორმაცია , მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით , მიმღებმა მხარემ შეიძლება გადასცეს კონტრაქტორს ან შესაძლო კონტრაქტორს , რომლის საქმიანობა საჭიროებს ასეთი ინფორმაციის გაცნობას . კონტრაქტორისთვის ან შესაძლო კონტრაქტორისთვის ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის გადაცემამდე , მიმღებმა მხარემ უნდა : a. დაადასტუროს , რომ ასეთ კონტრაქტორს ან შესაძლო კონტრაქტორს და კონტრაქტორის ობიექტს აქვს ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობა , წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად ; b. დაადასტუროს , რომ ასეთ კონტრაქტორს ან შესაძლო კონტრაქტორს და კონტრაქტორის ობიექტს მინიჭებული აქვს საიდუმლო ინფორმაციასთან შესაბამისი ინდივიდუალური დაშვება და იურიდიული პირის დაშვება , საჭიროების მიხედვით ; c. დაადასტუროს , რომ კონტრაქტორს ან შესაძლო კონტრაქტორს აქვს პროცედურები , უზრუნველყოს , რომ ყველა ფიზიკური პირი , რომელსაც აქვს ინფორმაციის გაცნობის უფლება , ინფორმირებულია მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად , ინფორმაციის დაცვის საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ ; d. განახორციელოს შემოწმებული ობიექტების უსაფრთხოების პერიოდული შემოწმებები , რათა უზრუნველყოს , რომ ინფორმაცია დაცულია წინამდებარე შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად ; და e. დაადასტუროს , რომ კონტრაქტორს ან შესაძლო კონტრაქტორს აქვს პროცედურები , უზრუნველყოს , რომ ინფორმაციის გაცნობის უფლება შეზღუდულია იმ ფიზიკური პირებით , რომლებსაც აქვთ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება . მუხლი 10🔗 – საიდუმლო კონტრაქტები 1. როდესაც მხარე გამოდის ინიციატივით ან უფლებას ანიჭებს მის ქვეყანაში არსებულ კონტრაქტორს , მეორე მხარის ქვეყანაში არსებულ კონტრაქტორთან დადოს CONFIDENTIAL ან უფრო მაღალი საიდუმლოობის ხარისხით დასაიდუმლოებული საიდუმლო კონტრაქტი , მხარემ , რომელიც დებს ან კონტრაქტორს ანიჭებს ასეთი საიდუმლო კონტრაქტის დადების უფლებას , უნდა მოითხოვოს დადასტურება , რომ მეორე მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს მიერ გაცემულ იქნა საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება . მოთხოვნის მიმღები მხარის ეროვნულმა უსაფრთხოების ორგანომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს და მიიღოს ყველა სათანადო ზომა , რათა უზრუნველყოს , რომ კონტრაქტორის მიერ უსაფრთხოების განხორციელება მოხდეს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად . 2. იმ მხარის ეროვნულმა უსაფრთხოების ორგანომ , რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს მეორე მხარის ქვეყანაში საიდუმლო კონტრაქტის შესრულების თაობაზე , საიდუმლო კონტრაქტში , ინიციატივის შესახებ მოთხოვნაში ან ქვეკონტრაქტის დოკუმენტში უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოების შესაბამისი პუნქტები და სხვა სათანადო დებულებები , მათ შორის , ხარჯები უსაფრთხოებისთვის . ეს მოიცავს დებულებებს , რომლებიც ნებისმიერ კონტრაქტორს ავალდებულებს , რომ თავისი ქვეკონტრაქტის დოკუმენტებში გაითვალისწინოს უსაფრთხოების შესაბამისი პუნქტები . მუხლი 11🔗 – პასუხისმგებლობა ობიექტებზე თითოეული მხარე პასუხისმგებელია ყველა იმ სახელმწიფო და კერძო ობიექტისა და დაწესებულების უსაფრთხოებაზე , სადაც ის ინახავს მეორე მხარის საიდუმლო ინფორმაციას , და უზრუნველყოფს , რომ ასეთ ობიექტებსა თუ დაწესებულებებში დანიშნულნი იყვნენ კვალიფიციური და სათანადოდ შემოწმებული ფიზიკური პირები , რომელთა პასუხისმგელობას და უფლებამოსილებას წარმოადგენს ასეთი ინფორმაციის კონტროლი და დაცვა . მუხლი 12🔗 – საიდუმლო ინფორმაციის შენახვა მხარეთა შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაცია შენახული უნდა იქნეს იმგვარად , რაც უზრუნველყოფს მის გაცნობას მხოლოდ იმ ფიზიკური პირების მიერ , რომლებსაც მინიჭებული აქვთ გაცნობის უფლება . მუხლი 13🔗 – მიწოდება 1. მხარეთა შორის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მთავრობათაშორისი არხების ან წინასწარ , ორმხრივად , წერილობით შეთანხმებული სხვა არხების საშუალებით . 2. მიწოდების დროს საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართ არსებული მინიმალური მოთხოვნები შემდეგია : a. დოკუმენტები ან ინფორმაციის მატარებელი სხვა საშუალებები : (1) საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ან ინფორმაციის მატარებელი სხვა საშუალებების მიწოდება უნდა მოხდეს ორმაგი , დალუქული კონვერტით . შიდა კონვერტზე უნდა აღინიშნოს მხოლოდ დოკუმენტების ან ინფორმაციის მატარებელი სხვა საშუალებების საიდუმლოობის ხარისხი და განსაზღვრული მიმღების ორგანიზაციის მისამართი . გარე კონვერტზე უნდა აღინიშნოს განსაზღვრული მიმღების ორგანიზაციის მისამართი , გამგზავნის ორგანიზაციის მისამართი და დოკუმენტის საკონტროლო ნომერი , ასეთის არსებობის შემთხვევაში . (2) გარე კონვერტზე არანაირი აღნიშვნა არ უნდა გაკეთდეს მასში არსებული დოკუმენტების ან ინფორმაციის მატარებელი სხვა საშუალებების საიდუმლოობის ხარისხის შესახებ . ორმაგი დალუქული კონვერტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მხარეთა მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად . (3) ამანათებისთვის , რომლებიც მოიცავს მხარეთა შორის გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებს ან ინფორმაციის მატარებელ სხვა საშუალებებს , მიმღებმა უნდა მოამზადოს მიღების დამადასტურებელი ჩანაწერები , მიღების დამადასტურებელ ამგვარ ჩანაწერებს ხელი უნდა მოაწეროს საბოლოო მიმღებმა და ისინი უნდა დაუბრუნდეს გამგზავნს . b. მასალა : (1) საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მასალის , მათ შორის აღჭურვილობის , ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს დალუქული , დახურული სატრანსპორტო საშუალებებით , ან სხვაგვარად უსაფრთხოდ უნდა შეიფუთოს ან იქნეს დაცული , რათა მოხდეს მისი ფორმის , ზომის ან შემადგენლობის იდენტიფიცირების თავიდან აცილება , და უნდა იმყოფებოდეს მუდმივი კონტროლის ქვეშ , რათა მოხდეს არაუფლებამოსილი პირების მიერ მასზე წვდომის პრევენცია . (2) გასაგზავნად გამზადებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მასალის , მათ შორის აღჭურვილობის , დროებითი შენახვა უნდა მოხდეს შესანახად დაცულ ტერიტორიაზე . ასეთი ტერიტორია დაცული უნდა იყოს ტერიტორიაზე შეღწევის გამომვლენი აღჭურვილობით ან საიდუმლო ინფორმაციასთან აუცილებელი ინდივიდუალური დაშვების მქონე მცველების მიერ , რომლებიც განახორციელებენ აღნიშნული ტერიტორიის მუდმივ მეთვალყურეობას . შესანახად დაცულ ტერიტორიაზე წვდომა ექნება მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციასთან აუცილებელი ინდივიდუალური დაშვების მქონე უფლებამოსილ პერსონალს . (3) ტრანზიტის დროს ყოველ ჯერზე , როდესაც საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მასალა , მათ შორის აღჭურვილობა , გადადის ხელიდან ხელში , უნდა მოხდეს მიღების დამადასტურებელი ჩანაწერების მოპოვება , და ამგვარი მასალის მიღების დამადასტურებელ ჩანაწერს ხელი უნდა მოაწეროს საბოლოო მიმღებმა და ის უნდა დაუბრუნდეს გამგზავნს . c. ელექტრონული მიწოდება : CONFIDENTIAL ან უფრო მაღალი საიდუმლოობის ხარისხით დასაიდუმლოებული საიდუმლო ინფორმაცია , რომელიც ელექტრონულად გადაიცემა , მიწოდებული უნდა იქნეს თითოეული მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო საშუალებების გამოყენებით . მუხლი 14🔗 – ვიზიტები მხარეთა ობიექტებსა და დაწესებულებებში 1. ერთი მხარის წარმომადგენლების ვიზიტები მეორე მხარის ობიექტებსა და დაწესებულებებში , რომლებიც საჭიროებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას , ან ვიზიტები , რომლებისთვისაც საჭიროა საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლების მისანიჭებლად , შეზღუდული უნდა იყოს იმდენად , რამდენადაც ეს აუცილებელია ოფიციალური მიზნებისათვის . ნებართვა უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმ წარმომადგენლებს , რომლებიც ფლობენ საიდუმლო ინფორმაციასთან ძალაში მყოფ ინდივიდუალურ დაშვებას . 2. ასეთ ობიექტებსა და დაწესებულებებში ვიზიტის ნებართვა უნდა გაიცეს მხოლოდ იმ მხარის მიერ , რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ობიექტი ან დაწესებულება , სადაც ვიზიტი უნდა განხორციელდეს . მხარე , სადაც ვიზიტი ხორციელდება , ან მის მიერ განსაზღვრული ოფიციალური პირები პასუხისმგებელნი არიან რჩევის მიწოდებაზე შესაძლო ვიზიტის ობიექტის ან დაწესებულების შესახებ , და საიდუმლო ინფორმაციის ფარგლებისა და უმაღლესი საიდუმლოობის ხარისხის შესახებ , რომელიც შესაძლოა მიეწოდოს ვიზიტორს . 3. ვიზიტის შესახებ მხარეთა წარმომადგენლების მოთხოვნა შეერთებული შტატების ვიზიტორების შემთხვევაში , – წარდგენილი უნდა იქნეს თბილისში , შეერთებული შტატების საელჩოს მიერ , და ქართველი ვიზიტორების შემთხვევაში – ვაშინგტონში , კოლუმბიის ოლქში , საქართველოს საელჩოს მიერ . მუხლი 15🔗 – უსაფრთხოების ვიზიტები წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნების განხორციელება შეიძლება შემოწმდეს ნაცვალგებაზე დაფუძნებული ვიზიტების საშუალებით , მხარეთა უსაფრთხოების პერსონალის მიერ . წინასწარი კონსულტაციის შემდეგ , თითოეული მხარის უსაფრთხოების წარმომადგენლებს უფლება უნდა მიეცეთ , ვიზიტით ეწვიონ მეორე მხარეს , რათა , უსაფრთხოების სისტემებს შორის გონივრული შესაბამისობის მიღწევის მიზნით , განიხილონ და დააკვირდნენ მეორე მხარის საიმპლემენტაციო პროცედურებს . მასპინძელი მხარე უნდა დაეხმაროს ვიზიტით მყოფ უსაფრთხოების წარმომადგენლებს იმის განსაზღვრაში , მეორე მხარისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაცია არის თუ არა სათანადოდ დაცული . მუხლი 16🔗 – უსაფრთხოების სტანდარტები მოთხოვნის საფუძველზე , თითოეულმა მხარემ მეორე მხარეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციის დაცვის საკუთარი უსაფრთხოების სტანდარტების , პრაქტიკისა და პროცედურების შესახებ . მუხლი 17🔗 – საიდუმლო ინფორმაციის რეპროდუქცია 1. საიდუმლო ინფორმაციის რეპროდუქცია , რომელიც მოიცავს თარგმანს ან ასლების გადაღებას , უნდა განხორციელდეს საიდუმლო ინფორმაციის რეპროდუქციის განმახორციელებელი მხარის შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ამ მუხლის თანახმად . 2. საიდუმლო ინფორმაციის რეპროდუქციისას მასზე არსებული საიდუმლოობის ყველა დედანი გრიფი , ასევე , უნდა დაექვემდებაროს რეპროდუქციას , აღინიშნოს ან მიეთითოს ასეთი ინფორმაციის თითოეულ რეპროდუქციაზე . ასეთი რეპროდუქციები უნდა დაექვემდებაროს იგივე კონტროლს , რაც მოქმედებს თავდაპირველი ინფორმაციის მიმართ . რეპროდუქციების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს ოფიციალური მიზნებისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობით . მუხლი 18🔗 – საიდუმლო ინფორმაციის განადგურება 1. საიდუმლო ინფორმაციის განადგურება უნდა განხორციელდეს საიდუმლო ინფორმაციის განადგურების განმახორციელებელი მხარის შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ამ მუხლის თანახმად . 2. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები და ინფორმაციის მატარებელი სხვა საშუალებები უნდა განადგურდეს დაწვის , დაქუცმაცების , რბილ მასად ქცევის ან სხვა მეთოდების გამოყენებით , რაც უზრუნველყოფს მათში მოცემული საიდუმლო ინფორმაციის აღდგენის პრევენციას . 3. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მასალა , მათ შორის აღჭურვილობა , უნდა განადგურდეს ისეთი საშუალებებით , რაც შეუძლებელს გახდის მის ამოცნობას , რათა გამოირიცხოს საიდუმლო ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ აღდგენა . მუხლი 19🔗 – საიდუმლოობის ხარისხის დადაბლება და განსაიდუმლოება 1. მხარეები თანხმდებიან , რომ საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი უნდა დადაბლდეს მაშინვე მას შემდეგ , რაც ეს ინფორმაცია აღარ მოითხოვს დაცვის უფრო მაღალ ხარისხს , ან განსაიდუმლოებული უნდა იქნეს მაშინვე მას შემდეგ , რაც ეს ინფორმაცია აღარ მოითხოვს დაცვას არაუფლებამოსილი გამჟღავნებისგან . 2. მიმწოდებელ მხარეს აქვს საკუთარი საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის დადაბლების ან განსაიდუმლოების სრული დისკრეცია . მიმღებმა მხარემ , მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე , არ უნდა დაადაბლოს მიმწოდებელი მხარისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი ან მოახდინოს მისი განსაიდუმლოება , იმ შემთხვევაშიც კი , თუ დოკუმენტზე მითითებულია განსაიდუმლოების ნებისმიერი აშკარა ინსტრუქცია . მუხლი 20🔗 – დაკარგვა ან გამჟღავნება მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მიმწოდებელ მხარეს , მიმწოდებელი მხარის საიდუმლო ინფორმაციის ყველა დაკარგვის ან გამჟღავნების გამოვლენის , აგრეთვე , შესაძლო დაკარგვის ან გამჟღავნების შესახებ . ასეთი ინფორმაციის რეალური ან შესაძლო დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევაში , მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება , რათა დაადგინოს რეალური ან შესაძლო დაკარგვის ან გამჟღავნების გარემოებები . მიმწოდებელ მხარეს უნდა მიეწოდოს გამოძიების შედეგები და ინფორმაცია იმ ზომების შესახებ , რომლებიც მიღებულ იქნა განმეორებით მოხდენის პრევენციის მიზნით . მუხლი 21🔗 – დავები მხარეთა შორის უთანხმოება , რომელიც წარმოიშვება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით , უნდა გადაწყდეს მხოლოდ მხარეთა შორის კონსულტაციების გზით და გადასაწყვეტად არ უნდა გადაეცეს ეროვნულ სასამართლოს , საერთაშორისო ტრიბუნალს ან ნებისმიერ სხვა პირს ან ერთეულს . მუხლი 22🔗 – ხარჯები თითოეული მხარე პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების შესრულებისას წარმოშობილ საკუთარ ხარჯებზე . წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მხარეთა ყველა ვალდებულება უნდა დაექვემდებაროს ფინანსური სახსრების ხელმისაწვდომობას . მუხლი 23🔗 – ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შედის მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე . ნებისმიერი ამგვარი ცვლილება გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით , რომელიც ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად . მუხლი 24🔗 – დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე შეთანხმება და წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის დიპლომატიური ნოტების გაცვლისას ბოლო შეტყობინების თარიღიდან , რომლითაც მხარეები ადასტურებენ , რომ თითოეულმა მხარემ დაასრულა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები . 2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება , წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შესახებ საკუთარი განზრახვის მეორე მხარისთვის , ოთხმოცდაათი დღით ადრე , დიპლომატიური არხებით , წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით . 3. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის მიუხედავად , უნდა გაგრძელდეს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილი ან სხვაგვარად მიწოდებული ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა , აქ მოცემული დებულებების შესაბამისად . რის დასტურადაც , შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა , ქვემორე ხელმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას . შესრულებულია ორ დედნად , ქ . ვაშინგტონში , 2017 წლის 9 მაისს , ქართულ და ინგლისურ ენებზე , ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია . განმარტებისას ნებისმიერი განსხვავების შემთხვევაში , უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს . საქართველოს მთავრობის სახელით : ხელმოწერილია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით : ხელმოწერილია დანართი საქართველოს მიერ შეერთებული შტატებისთვის მიწოდებული RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციის დაცვის პროცედურები 1. შეერთებული შტატებისთვის მიწოდებული RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე საქართველოს საიდუმლო ინფორმაცია შეერთებულმა შტატებმა , მიღების შემთხვევაში , უნდა დაიცვას ქვემოთ მოცემული მინიმალური პროცედურების შესაბამისად . 2. RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხით განსაზღვრული ინფორმაციის შენახვა უნდა მოხდეს დალუქულ კონტეინერებში ან დახურულ ტერიტორიაზე , რაც უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი პერსონალის მიერ მისი გაცნობის პრევენციას . 3. შეერთებული შტატები მიიღებს დასაიდუმლოების მიღმა ყველა შესაძლო ზომას , რათა დაიცვას საქართველოს მიერ მიწოდებული RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაცია არაუფლებამოსილი პირების ან ერთეულებისათვის მისი გამჟღავნებისგან , საქართველოს წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე . 4. RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციის ელექტრონული შენახვა , დამუშავება ან მიწოდება , საჭიროების მიხედვით , უნდა განხორციელდეს მთავრობის ან კონტრაქტორის მიერ აკრედიტებული სისტემების გამოყენებით . კერძოდ , RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციის შენახვის , დამუშავების ან გადაცემის მიზნით ნებისმიერი სისტემის გამოყენებამდე , მან უნდა მიიღოს უსაფრთხოების დადასტურება , რომელიც ცნობილია , როგორც „აკრედიტაცია “. „აკრედიტაცია “ არის შესაბამისი აკრედიტებელი ორგანოს მიერ გაკეთებული ოფიციალური განაცხადი , რითაც დასტურდება , რომ სისტემის გამოყენება აკმაყოფილებს უსაფრთხოების შესაბამის მოთხოვნებს და არ ქმნის გაუმართლებელ რისკს . „უსაფრთხოების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები “ არის ტექნიკური პროცედურები , რითაც , საიდუმლო ინფორმაციის დამმუშავებელი ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემების დაცვის მიზნით , ხორციელდება კონკრეტული ობიექტისთვის დამახასიათებელი უსაფრთხოების პოლიტიკა და მოთხოვნები . იზოლირებული ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემების შემთხვევაში , როგორიცაა შეერთებული შტატების სამთავრობო დაწესებულებებში გამოყენებული სტაციონარული და პორტატული კომპიუტერები , მოთხოვნილი „აკრედიტაციის “ ფუნქციას შეასრულებს სისტემის რეგისტრაციის დოკუმენტი , „უსაფრთხოების სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებთან “ ერთად . კონტრაქტორების შემთხვევაში , კონტრაქტში არსებულ „შეზღუდული პირობების მოთხოვნების პუნქტში “ უნდა ჩაიდოს საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების გამოყენების სახელმძღვანელო წესი . 5. RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციის მიწოდება შეერთებული შტატების ფარგლებში უნდა განხორციელდეს პირველი კლასის ფოსტით , ერთი დალუქული ამანათით . შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მიწოდება უნდა განხორციელდეს ორმაგი , დალუქული ამანათით , სადაც შიდა კონვერტზე გაკეთდება აღნიშვნა : „GEORGIA RESTRICTED“. შეერთებულ შტატების ფარგლებს გარეთ მიწოდება უნდა განხორციელდეს კონტროლირებადი საშუალებებით , როგორიცაა კომერციული კურიერი ან მხარეთა მიერ წერილობით შეთანხმებული სხვა საშუალებები . 6. შეერთებული შტატების დოკუმენტებს , რომელიც შეიცავს RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციას , შეფუთვასა და პირველ გვერდზე უნდა მიეთითოს აღნიშვნა : „GEORGIA RESTRICTED“. დოკუმენტების ნაწილზე , რომელიც შეიცავს RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციას , ასევე , უნდა მიეთითოს აღნიშვნა : „GEORGIA RESTRICTED“. 7. RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციის მიწოდება ან მისი გაცნობა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონულად , ისეთი ქსელის მეშვეობით , როგორიცაა ინტერნეტი , მხარეთა მიერ ორმხრივად აღიარებული სამთავრობო ან კომერციული დაშიფვრის მოწყობილობების გამოყენებით . თუ დაშიფვრის სისტემა ხელმისაწვდომი არ არის და არსებობს მიმწოდებელი მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს დასტური , შესაძლებელია განხორციელდეს RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციის შემცველი სატელეფონო საუბარი , ვიდეოკონფერენცია ან ფაქსის მეშვეობით მიწოდება . 8. კონტრაქტორს არ მოეთხოვება საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება ისეთი კონტრაქტების დასადებად , რომლებიც საჭიროებს მხოლოდ RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის მიღებას ან შექმნას . 9. RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ასეთი ინფორმაციის გაცნობის უფლება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს , რომლებსაც აქვთ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება . RESTRICTED საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციის გაცნობა არ საჭიროებს საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას .