⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.03.2018)
გაუქმებულია:

სენაკის მუნიციპალიტეტის 2018- 2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.12.2017
ძალის დაკარგვა 20.03.2018
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 8,398 სიტყვა · ~42 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2017 მიღება
20.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სენაკი
2 ახალსოფელი
3 თეკლათი
4 ზემო ჭალადიდი
5 მენჯი
6 ხორში
7 ეკი
8 გეჯეთი
9 ზანა
10 უშაფათი
11 ფოცხო
12 ლეძაძამე
13 ნოქალაქევი
14 ძველი სენაკი
15 ქ. სენაკი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის 2018- 2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №81 2017 წლის 26 დეკემბერი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის 2018- 2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-13 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა თანდართული დანართი   №1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ რუსია დანართი №1 სენაკის  მუნიციპალიტეტის  2018-2022  წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შესავალი „სენაკის  მუნიციპალიტეტის  2018-2022  წლების  მუნიციპალური  ნარჩენების მართვის გეგმა“ მომზადებულია  საქართველოს კანონის „ნარჩენების  მართვის კოდექსი“, „საქართველოს ნარჩენების  მართვის  2016-2030  წლების  ეროვნული  სტრატეგიისა  და 2016-2020  წლების  ეროვნული  სამოქმედო  გეგმის  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016  წლის 1 აპრილის №160  დადგენილების  საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის  28.11.2017 წლის  №1763  ბრძანებით დამტკიცებული  „სენაკის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების  მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის “ გრიგოლ ბაღათურიას, ბესიკ ოდიშარიას, სოსო მორგოშიას, დალი ქაჩიბაიას, ირაკლი საჯაიას  მიერ.  „სამუშაო ჯგუფს“ გეგმის  მომზადების პროცესში კონსულტაციებს და ტექნიკურ დახმარებას უწევდა საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანიების კორსოციუმი კომპანია  „Enviroplan S.A.” გეგმის სარჩევი პირველი ნაწილი დაგეგმვის საფუძველი, გეგმის მიზანი, გეგმის შემუშავების პროცესი სხვადასხვა ალტერნატივების მიმოხილვა შედეგების და რეკომენდაციების მიმოხილვა გეგმის შესრულებაზე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია მეორე ნაწილი - შესავალი  და  არსებული  მდგომარეობა გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო საფუძვლები მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები გეგმის ამოცანები და მიზნობრივი შედეგები დაგეგმვის პროცესის აღწერა მესამე ნაწილი - მუნიციპალური  ნარჩენების  დახასიათება შესავალი, გეგმაში მიმოხილული ნარჩენების რაოდენობა და სახეობები ნარჩენების პროგნოზირება ნარჩენების შემადგენლობის ანალიზი მეოთხე   ნაწილი -  არსებული  მუნიციპალური  ნარჩენების  სისტემის  მიმოხილვა- არსებული მუნიციპალური მომსახურების აღწერა აღდგენა (რეციკლირება და კომპოსტირება) ხარჯები და ხარჯების ანაზღაურება 4.5. ბიუჯეტი და დაფინანსების პროცესები მეხუთე ნაწილი - ნარჩენების  ინდუსტრიაში  არსებული  საუკეთესო  პრაქტიკა  და ტენდენციები შეგროვება და ტრანსპორტირება აღდგენის პროცესები, საზოგადოების განათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა მეექვსე ნაწილი - ნარჩენების მართვის მომავალი ვარიანტების ანალიზი       გამოყენებული აკრონიმები და აბრევიატურები გბრდს - გარემოსა  და ბუნებრივი  რესურსების  დაცვის სამინისტრო; რგის    - რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; მნმკ     - შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ნმეს     - ნარჩენების  მართვის  ეროვნული  სტრატეგია; ნმესგ   - ნარჩენების  მართვის  ეროვნული  სამოქმედო გეგმა; მგვ      - მწარმოებლის  გაფართოებული  ვალდებულება; გეს       - გარემოს  ეროვნული  სააგენტო; WMTR  - ნარჩენების  მართვის ტექნოლოგიები რეგიონში; LFA - „ლოგიკური ჩარჩო - მიდგომა“ (Logical Framework Approach). ტერმინთა განმარტება ნარჩენი - ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს; საყოფაცხოვრებო ნარჩენები - საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქნილი ნარჩენები; მუნიციპალური ნარჩენები - საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით  საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია; ინერტული ნარჩენები - ნარჩენები, რომლებიც არ განიცდის მნიშვნელოვან ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს - არ იხრწნება, არ იწვის და არ შედის სხვაგვარ ქიმიურ ან ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და სხვა მასალაზე არ ახდენს ისეთ გავლენას, რომელიც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას; ბიოდეგრადირებადი ნარჩენები - ნარჩენების, რომლებიც ექვემდებარება ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო; სახიფათო ნარჩენები - ნარჩენები, რომლებიც სახიფათო ან პოტენციურად მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის (საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” III დანართით გათვალისწინებული ერთი ან მეტი მახასიათებელი); სამედიცინო ნარჩენები - სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები; ცხოველური ნარჩენები - ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისაგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის; პრევენცია - ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე მიღებული ზომები, რაც ამცირებს: ა) ნარჩენების   რაოდენობას, (მაგალითად, პროდუქტის ხელახალი გამოყენების გზით ან პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გაგრძელების გზით); ბ) წარმოქმნილი ნარჩენების უარყოფით გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; გ) მასალებსა და პროდუქტში მავნე ნივთიერებების  შემცველობას. ხელახალი გამოყენება - პროდუქტის ან/და მისი კომპონენტების ხელახლა გამოყენება ნარჩენად გადაქცევამდე, მათი თავდაპირველი დანიშნულებით. აღდგენა - საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების გამოყენება სასარგებლო მიზნებისათვის, იმ მასალების ჩანაცვლების გზით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული. აღდგენა მოიცავს ენერგიის აღდგენას და რეციკლირებას (აღდგენის ოპერაციების სია მოცემულია საქართველოს კანონის “ნარჩენების მართვის  კოდექსი”  პირველ დანართში). რეციკლირება -  აღდგენითი  ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენები გარდაიქმნება პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად, რომლებიც განკუთვნილია თავდაპირველი ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის. რეციკლირება მოიცავს ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს ენერგიის აღდგენას და ისეთ მასალებად გარდაქმნას, რომლებიც გამოიყენება საწვავად ან ამოვსების ოპერაციებისთვის. რეციკლირებადი მასალები - გავრცელებული რეციკლირებადი მასალებია მინა, ქაღალდი, მუყაო, მეტალი, პლასტიკი, ქსოვილი, საკვების ნარჩენები, ბაღის ნარჩენები და ელექტრონული მოწყობილობები. ნარჩენების შეგროვება - ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანის მიზნით. სეპარირებული შეგროვება - ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები განცალკევებულია სახეობების და თვისებების მიხედვით, მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით. ნარჩენების ტრანსპორტირება - ნარჩენების გადატანა ნარჩენების შენახვის ან/და დამუშავების ობიექტზე; ნარჩენების გადამტვირთი სადგური - ობიექტი, სადაც ხორციელდება ნარჩენების გადატვირთვა ნარჩენების დამუშავების ობიექტზე შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით. სანიტარიული  ნაგავსაყრელი - მუნიციპალური ნარჩენების კონტროლირებადი განთავსება მიწაში, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ პოტენციურ ნეგატიურ ემისიებს ზედაპირულ წყლებში, მიწისქვეშა წყლებში, ნიადაგში ან ჰაერში. დანაგვიანება - ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება და/ან მიტოვება, გარდა ამ მიზნისთვის გამოყოფილი კონტეინერებისა და შეგროვების ობიექტებისა. შეგროვების სისტემა - ნარჩენების შეგროვების სისტემის სხვადასხვა მახასიათებლები, მათ შორის კონტეინერების ტიპი და განლაგება, ნარჩენების შემგროვებელი ტიპი და მარშრუტები, შემგროვებელი ტექნიკის შეკეთება და პრევენციის ღონისძიებები, ასევე შეგროვების სისტემასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა; საერთო სარგებლობის კონტეინერები - მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისათვის განკუთვნილი კონტეინერები, რომლებიც განლაგებულია ქუჩებში მოსახლეობის საერთო სარგებლობისათვის ან/და რამდენიმე ოჯახის საერთო სარგებლობისათვის; ნაგავსაყრელის ოპერატორი - ნაგავსაყრელის მართვაზე პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი; მომსახურების დაფარვის ზონა - ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდების ზონის გეოგრაფიული არეალი, ასევე ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიმღები მოსახლეობის ნაწილი (გამოსახული მთლიანი მოსახლეობის პროცენტული წილიდან); ქუჩების დასუფთავების ნარჩენი - ქუჩისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაგვისა და დასუფთავების, ასევე მუნიციპალიტეტის საწრეტი არხების დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები; ნარჩენების შემგროვებელი - პირი, რომელიც პასუხისმგებელია ნარჩენების შეგროვებაზე, მათ შორის წინასწარ დახარისხებასა და წინასწარ შენახვაზე ნარჩენების გადამტვირთავ სადგურამდე ან დამუშავების ობიექტამდე ტრანსპორტირების მიზნით. ნაწილი  პირველი შესავალი საქართველოში მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა, რადგან  დღეს  მართვის არსებული სისტემა მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. მუნიციპალური ნარჩენების მართვის  სისტემის  ეფექტურობის ზრდა  შესაბამისობაში  უნდა  მოდიოდეს  მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასთან,  უზრუნველყოფდეს გარემოსდაცვითი  მოთხოვნების შესრულებას და  განაპირობებდეს   სექტორის  შემოსავლიანობის  ზრდას. საქართველოს  მოქალაქეების კონსტიტუციური  უფლებაა - „ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს  ბუნებრივი  და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ  გარემოს“. ნარჩენების  მართვის საკითხი,  დღეისათვის,  წარმოადგენს  გარემოსდაცვით,  სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას მსოფლიოში. ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით, ნარჩენებს  შეუძლია დიდი უარყოფითი ზეგავლენა  მოახდინოს  როგორც  გარემოზე,  ისე  ადამიანის  ჯანმრთელობაზე. საკითხის  აქტუალურობისა და პრიორიტეტულობის დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ ნარჩენების მართვა ქვეყნის მდგრადი განვითარების საკითხს ეხება და იგი შეტანილია „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგიაში“  და  „საქართველოს   სოფლის  განვითარების  2017-2020  წლების სტრატეგიასა და საქართველოს სოფლის განვითარების  2017-2020  წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმაში“.  ასევე, 2014 წელს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის  ასოცირების  შესახებ“  გაფორმებული  შეთანხმების  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია. 1.1.   დაგეგმვის  საფუძველი „სენაკის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა“ (შემდგომში „გეგმა“) არის მუნიციპალიტეტის  საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის განხორციელების ძირითად საქმიანობებს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური ნარჩენების მართვის ვალდებულებების შესრულება. წინამდებარე დოკუმენტის  მიზანია, სენაკის  მუნიციპალიტეტში,  მუნიციპალური ნარჩენების მართვის  ხარჯთეფექტიანი სისტემის  შექმნა, რომელიც  ხელს  შეუწყობს ნარჩენების  პრევენციას  და  ხელახალი გამოყენების ზრდას, გარემოსათვის უსაფრთხო გზით ნარჩენების დამუშავებას, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, სუფთა საცხოვრებელი  და დასასვენებელი  გარემო  ხელს შუწყობს ტურიზმის განვითარებას. „გეგმა“ შემუშავებულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს ნარჩენების მართვის  2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის, 2016-2020  წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტების  შესაბამისად,  რომლის  მიზანია მუნიციპალური ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება  ნარჩენების მართვის ეროვნულ  პოლიტიკასთან. „გეგმა“ მოიცავს 2018-2022 წლებს და იგი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ექვემდებარება  განახლებას  და შესაბამის კორექტირებას. 1.1  გეგმის  მიზანი „გეგმა“ ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაზე, ნარჩენების მართვის ეროვნულ ინტეგრირებულ სისტემაში მუნიციპალიტეტის როლის ოპტიმიზაციაზე. საქართველოს „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიით“ (თავი 3.2)  განსაზღვრულია სახელმწიფოს ხედვა - „საქართველო  ისწრაფვის  გახდეს ნარჩენების პრევენციასა  და  რეციკლირებაზე  ორიენტირებული  ქვეყანა“ – რისი  მიღწევაც შესაძლებელია  შემდეგი  ქმედებების  განხორციელებით,  ესენია: Ø  ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენის ღონისძიებების გატარება; Ø  მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფა; Ø  ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების დანერგვა; Ø  ხარჯების სრული ამოღების დანერგვა; Ø  მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ხელშეწყობა; Ø  სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა; Ø  განსაზღვრული მიზნების მისაღწევად წამახალისებელი მექანიზმების დანერგვა. ნმეს-ით  განსაზღვრული   გამოწვევები  და  მისაღწევი  მიზნები,  მათი  მნიშვნელობის მეტი თვალსაჩინოებისათვის, დაჯგუფებულია  ცხრა  მიმართულებად: 1. კანონმდებლობა; 2. ნარჩენების მართვის დაგეგმვა; 3. ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება; 4. ნაგავსაყრელები; 5. პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა; 6. ხარჯების ამოღება; 7. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება; 8.  მონაცემები ნარჩენების შესახებ; 9.  მართვის შესაძლებლობები. ზემოაღნიშნული მიმართულებების შესაბამისად, „გეგმით“ განაზღვრული ძირითადი მიზნების მისაღწევად, წარმოდგენილია შესაბამისი  ამოცანები  და  ღონისძიებები, რომელთა  განხორციელების  შედეგად  მიღწეული უნდა იქნეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის  ხარჯთეფექტიანი  და მდგრადი  სისტემის შექმნა. 1.2.   გეგმის  შემუშავების  პროცესი „გეგმის“ შემუშავების პროცესი წარიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)“ ფარგლებში შემუშავებული, „მუნიციპალური  ნარჩენების  მართვის გეგმის მომზადების სახელმძღვანელო დოკუმენტისა “ და საქართველოს ბუნების მკვლევართა  კავშირ  ორქისის“   მიერ შემუშავებული „ნარჩენების  მართვის  გეგმის  შედგენის  სახელმძღვანელოს“ შესაბამისად. „გეგმის“  შემუშავების  პროცესში,  გამოყენებული  იყო  „ლოგიკური  ჩარჩო - მიდგომა “ LFA (Logical Framework Approach),  რომელიც ითვალისწინებს  არსებული  სიტუაციის შეფასებას და გამოწვევების იდენტიფიცირებას. ასევე, შესაბამისი მიზნებისა და პრობლემის გადაჭრის  გზების  განსაზღვრას. თითოეული  დასახული  მიზნისათვის  „გეგმაში“  გაწერილია  ამოცანები (შესრულების ვადების მითითებით). თითოეული ამოცანის  მისაღწევად  საჭიროა  შესაბამისი ღონისძიებების   განხორციელება,  რომლებიც  სამოქმედო  გეგმის  ძირითადი  ნაწილია. „გეგმის“  შემუშავების  მიზნით  სენაკის მუნიციპალიტეტის მერის  N1763 (28.11.2017 წელი) ბრძანებით  საწყის ეტაპზე, „გეგმის“ მომზადების  მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი“), რომლის შემადგენლობაც განისაზღვრა ხუთი წევრით: 1.    გრიგოლ ბაღათურია - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი - მერის  პირველი მოადგილე; 2. ბესიკ ოდიშარია - ა(ა)იპ ”სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის” დირექტორი, სამუშაო ჯგუფის წევრი; 3. სოსო მორგოშია - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის პირველი  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; 4.  დალი ქაჩიბაია - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო  ჯგუფის  წევრი; 5.  ირაკლი საჯაია - სენაკის მუნიციპალიტეტის  მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი   სპეციალისტი, ჯგუფის წევრი. (იხ. დანართი №1 – „ბრძანება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“). „ჯგუფის“ პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა ინფორმაციის შეგროვების, კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებული და დამუშავებული მონაცემები.  პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის შემუშავებული  იქნა  „სამუშაო ჯგუფის“  დეტალური სამუშაო  გეგმა, რომლის  მიხედვით  ჯგუფის  წევრები  შეუდგნენ  ინფორმაციის  შეგროვებას, დამუშავებას და გეგმის შემუშავებას (იხ. დანართი №2 სამუშაო ჯგუფის დეტალური სამუშაო გეგმა). 1.4. არსებული  მდგომარეობის  მიმოხილვა დღეის  მდგომარეობით  სენაკის  მუნიციპალიტეტში   დასუფთავების  ცენტრის სერვისი სრულად ვერ ფარავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მომსახურების  სერვისი   ქალაქ სენაკის ცენტრალურ ნაწილებში იფარება სრულად,  ხოლო დანარჩენ ტერიტორიებზე – შეზღუდულად. სოფლებში კი მომსახურება ვრცელდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გამავალ ტერიტორიაზე მდებარე სოფლებისა (ნოსირი, თეკლათი) და საკურორტო და ტურისტული დანიშნულების  (ნოქალაქევი, მენჯი)  ტერიტორიებზე ნაწილობრივ. სენაკის  მუნიციპალიტეტში  ნარჩენების  მართვის  სისტემის  ჩამოყალიბება  დაიწყო 2007 წელს,  ხოლო სერვისის დაფარვის არეალის გაფართოების  განხორციელება დაიწყო  2010 წლიდან და გრძელდება დღესაც.   კონკრეტულად:  Ø  მუნიციპალიტეტმა  2010  წელს  მიიღო  1 ნაგავმზიდი  მანქანა  და  70  ლითონის  ურნა. Ø  მუნიციპალიტეტმა  2015-2016  წლებში შეიძინა და ფონდების მეშვეობით მიიღო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი ტექნიკა; Ø  შეძენილია და ფონდების მეშვეობით მიღებულია თანამედროვე სტანდარტების ნაგავშემკრები კონტეინერები. რაც შეეხება ნარჩენების განთავსების პოლიგონებს, ამ მიმართულებითაც განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები: 2010 წლიდან დასუფთავდა და მთლიანად მოისპო სტიქიური ნაგავსაყრელები ქალაქის უბნებში. მომსახურების სერვისს დაემატა ცენტრალური ქუჩების დაგვა-დასუფთავება. ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სენაკის  მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემის მეშვეობით შეგროვებული და განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა 2016 წელს თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არის ნარჩენების განთავსების არაოფიციალური ადგილეები ე.წ. „სტიქიური ნაგავსაყრელები“, თუ არ ჩავთვლით გამდინარე მიუვალ ღელეებში ნარჩენების არსებობას და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ნარჩენებს. რაც შეეხება სხვა სახის ნარჩენებს, როგორიცაა სამედიცინო, ცხოველური, ბიოდეგრადირებადი, სამშენებლო ნარჩენები და სხვა, მდგომარეობა შემდეგშია: სენაკის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან ”ბ” და ”გ” ჯგუფის სამედიცინო ნარჩენის გატანას უზრუნველყოფენ  შპს ”ეკომედი” და შპს ”ეკომედიკალ ჯგუფი” გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე (იხ.დანართი). სამშენებლო ნარჩენების განსათავსებლად გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით ნებადართულია მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე სოფ. მეორე ნოსირში წარმოქმნილი  4-5 მ-ის ღრმულის  ამოვსება, რითაც  მოხდება ნაპირსამაგრი დამბის  გამყარებაც   და  გაუმჯობესდება  არსებული გეოდინამიკური სიტუაცია (იხ.დანართი).  რაც შეეხება  სახიფათო ნარჩენებს, საქსოფლქიმიის ბაზაზე  არსებულ  საწყობებში მოთავსებული  შხამქიმიკატების ნაშთები  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ ფიქსირდება, ხოლო სხვა ნარჩენებზე ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  წარმოქმნილი დიდგაბარიტიანი  ნარჩენების  შესახებ.  ამ ინფორმაციებიდან   გამომდინარე საჭიროა მუნიციპალიტეტმა  მოახდინოს მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც აღრიცხული იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი  ნარჩენების რაოდენობა სახეობების მიხედვით, რაც  ნარჩენების  მართვის  ეფექტიანობას   შეუწყობს   ხელს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  და პრობლემური საკითხია  სპეცტექნიკისთვის  ერთიანი სივრცის არარსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება  ტექნიკის განთავსება და მოვლა-შენახვისათვის პირობების შექმნა. ამ სივრცის მოწყობისათვის საჭირო ტერიტორია მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ შერჩეულია, დასამუშავებელია მშენებლობის საპროექტო-ხარჯთსააღრიცხვო დოკუმენტაცია. თუმცა, მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების სიმწირის გამო, საკუთარი შემოსავლებიდან ამ პროექტის დაფინანსება ვერ ხორციელდება. მიმდინარეობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების სამუშაოები. ამჟამად ტექნიკა განთავსებულია იჯარით  აღებულ  ტერიტორიაზე. 1.5. სხვადასხვა ალტერნატივის   მიმოხილვა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სწორი დაგეგმვისათვის მიზანშეწონილია მოქმედი სისტემისგან განსხვავებული - ალტერნატიული   ვარიანტების ანალიზი, რათა საბოლოო ჯამში  განხორცილებეული  საქმიანობის შედეგად  უზრუნველყოფილი იყოს  გარემოსა  და  ადამიანის  ჯანმრთელობის  დაცვა. მუნიციპალიტეტში  ნარჩენების შეგროვების დამკვიდრებული მიდგომა არის საერთო სარგებლობის  კონტეინერების  მეშვეობით ნარჩენების შეგროვება - კოლექტიური შეგროვება, შეგროვება ტროტუარებიდან/გზისპირებიდან, უბან-უბან შეგროვება. სხვა ალტერნატივები, მაგ კარდაკარ  შეგროვება ან ზარის  პრინციპი -სენაკის მუნიციპალიტეტში არ გამოიყენება. ნარჩენების  ტრანსპორტირების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ელემენტია  განთავსების  ობიექტის ადგილმდებარეობა და შეგროვების პუნქტებიდან  განთავსების  ადგილამდე  მანძილი. დღეისთვის არსებული სისტემის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული სუბსიდია. პრინციპის  „დამბინძურებელი  იხდის“  უზრუნველსაყოფად  მნიშვნელოვანია  ქმედითი ნაბიჯების  გადადგმა,  რათა  ნარჩენების წარმომქმნელებმა  გადახდილი  მოსაკრებლის მეშვეობით უზრუნველყონ გაწეული ხარჯების ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება, რისთვისაც მიზანშეწონილია ამუშავდეს მოსახლეობისთვის, ხოლო  კერძო სექტორისთვის განმტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ხარჯების ამოღების სისტემის  მოდელი მიღებული ტარიფის მიხედვით. ნარჩენების შეგროვების სისტემის დაფინანსების წყარო, გარდა დასუფთავების მოსაკრებლისა, შეიძლება გახდეს კანონდამრღვევების მიერ გარემოს დანაგვიანებისათვის გადახდილი ჯარიმები და საურავები. ასევე, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხები და გრანტები. აუცილებელია დღეს არსებული ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, რისი მიღწევაც  შესაძელებელია, როგორც სტრუქტურული გაძლიერებით, ისე უფლებამოსილებების გაზრდით ნარჩენების მართვის სფეროში. 1.6.  შედეგების  და  რეკომენდაციების მიმოხილვა სენაკის   მუნიციპალიტეტში   ნარჩენების  მართვის  არსებული  სისტემის ანალიზმა აჩვენა, რომ სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევებს უმკლავდება, მაგრამ არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად  საჭიროა სამომავლოდ დაიგეგმოს და განხორციელდეს გაუმჯობესების ღონისძიებები. ძირითადი ასპექტები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, შემდეგი სახისაა: Ø  აუცილებელია არსებული სისტემის დაფარვის არეალის გაფართოების დაგეგმვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა მიღწეულ იქნეს ნმესგ-ით განსაზღვრული მიზნები; Ø  შეგროვებული და ტრანსპორტირებული ნარჩენების სახეობებისა და მახასიათებლების შესახებ მონაცემთა აღრიცხვის მუდმივი განხორციელება. ამით უზრუნველყოფილი იქნება ნარჩენების წყაროსთან სეპარირების სისტემის დანერგვის დაგეგმვისათვის საინფორმაციო საფუძველი; Ø  შესაგროვებელი ნარჩენების მოცულობების წინასწარი განსაზღვრა. ეს პარამეტრი მნიშველოვან ზეგავლენას ახდენს ნაგავშემკრები კონტეინერებისა და ტრანპორტირების პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკის განსაზღვრის დროს; Ø  აუცილებელია შემუშავდეს და დაინერგოს ნაგავმზიდების მოძრაობის ოპტიმალური განრიგები და მარშრუტები, რათა ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების პროცესი წარიმართოს მინიმალური დანახარჯებით; Ø  დასაბუთებული და სათანადო მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანგარიშებული დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფის განსაზღვრა, ხარჯების ამოღების სისტემის, მოსაკრებლით მიღებული შემოსავლების გაზრდის მიზნით; Ø  მონიტორინგის განხორცილება მუნიციპალური და სამშენებლო ნარჩენების არამიზნობრივად განთავსებაზე და საჯარიმო მექანიზმების ამოქმედება; Ø  აუცილებელი ტექნიკით აღჭურვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, რათა უზრუნვეყოფილ იქნეს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება. 1.7. გეგმის შესრულებაზე  ანგარიშვალდებული  ორგანიზაციები „გეგმა“ მოიცავს იმ ძირითად საქმიანობებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს  კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსაზღვრული  კომპეტენციების  ფარგლებში. „გეგმის“ შესრულებაზე ანგარიშვალლდებულ ორგანიზაციას წარმოადგენს ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი”. ნაწილი მეორე შესავალი და  არსებული მდგომარეობა სენაკის  მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალური  ნარჩენების მართვის  სისტემის  გაუმჯობესების მიზნით  ბევრი  სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებების მიუხედავად, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდულობამ, შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობამ და წლების  მანძილზე  დაგროვილი პრობლემების გადაუჭრელობამ,  მნიშვნელოვანი გამოწვევების  წინაშე დააყენა მუნიციპალიტეტი. 2015 წლიდან საქართველოში შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ნარჩენების მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით. 2.1. გეგმის   მარეგულირებელი   და  საკანონმდებლო   საფუძვლები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობი კოდექსი“ მე-16 მუხლით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკუთარი (ექსკლუზიური) უფლებამოსილებები, რომლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებია „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება და მუნიციპალური ნარჩენების მართვა“. ასევე, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას წარმოადგენს  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება“. 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს  პარლამენტმა  დაამტკიცა  და 2015 წლის 15 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის  მიზნად და ამოცანად განისაზღვრა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა: Ø  ნარჩენების წარმოქმნის და მათი უარყოფითი  გავლენის პრევენციით ან შემცირებით; Ø  ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნით; Ø  რესურსების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებით და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებით. მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების (საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია) მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება), „ნარჩენების მართვის პრინციპების “ შესაბამისად: Ø  „უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი“ - მიღებული უნდა იქნეს ზომები გარემოსათვის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაშინაც კი, თუ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები; Ø  პრინციპი  „დამბინძურებელი იხდის“ - ნარჩენების წარმომქმნელი ან ნარჩენების მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები; Ø  „სიახლოვის პრინციპი“ - ნარჩენები უნდა დამუშავდეს ყველაზე ახლოს მდებარე ნარჩენების დამუშავების ობიექტზე, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით; Ø  „თვითუზრუნველყოფის პრინციპი“ - უნდა ჩამოყალიბდეს და ფუნქციონირებდეს მუნიციპალური ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ინტეგრირებული და ადეკვატური ქსელი. საქართველოს კანონის „ნარჩენების  მართვის კოდექსი“  მე-6 მუხლით განსაზღვრულია ნარჩენების მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოები: 1. ნარჩენების მართვის სფეროში გბრდს-ის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ)  ნარჩენების  აღრიცხვა  და  ნარჩენების  მონაცემთა  ბაზის  წარმოება; გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება; დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და გეგმის განხორციელების ანგარიშის წარდგენა; ე) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის გაცემა და რეგისტრაციის წარმოება; ვ)   ნარჩენების   პრევენციის,   სეპარირების,   წინასწარი  დამუშავების,   ხელახალი   გამოყენებისა   და რეციკლირების ხელშეწყობა; ზ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. 2. გბრდს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას; 3.  საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა  და სოციალური  დაცვის სამინისტრო  გბრდს-თან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არეგულირებს და აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების მართვას; 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გბრდს-თან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და ზედამხედველობს ცხოველური ნარჩენების მართვას; 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება გასცემს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობას; 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება გბრდს-თან ერთად შეიმუშავებენ და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენენ კანონქვემდებარე აქტების პროექტებს, რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ, მოთხოვნები: ა) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების სტანდარტებისადმი; ბ) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერისადმი; გ) სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გამოცდილებისადმი. 7. ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს   კომპეტენციას   განეკუთვნება   არასახიფათო   ნარჩენების   ნაგავსაყრელების  მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ნარჩენების მართვის კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ასევე, ეს უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს მესამე პირს. 8. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“  მე-16 მუხლის შესაბამისად. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“  მე-13 მუხლით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის ვალდებულება, 2017 წლის 31 დეკემბრამდე, შეიმუშაოს და დაამტკიცოს, მის სამოქმედო ტერიტორიაზე წარმოქმნილიმუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს შემდეგ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან: Ø  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №160 დადგენილება- „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლებისეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“; Ø  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №159 დადგენილება – „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. Ø  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილება – „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“; Ø  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილება – „ნარჩენების შეგროვების, წინასწარი დამუშავების და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“; „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა“, ასევე, ეფუძნება შემდეგ საკანონმდებლო აქტებს: Ø  საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“; Ø  საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“; Ø  საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“. ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტების ერთობლიობა ქმნის გეგმის შემუშავების სამართლებრივ საფუძვლებს და მარეგულირებელ ნორმებს. 2.2. მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები ა. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესახებ  გეოგრაფიული კოორდინატები ჩგ. 400 171 და ა.გ. 400 011 სენაკის   მუნიციპალიტეტის   გეოგრაფიული    დახასიათება სენაკის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში რომლის ტერიტორიის ფართი შეადგენს - 520,72 კმ​2, ანუ 52121 ათას ჰა-ს.   სამხრეთ – აღმოსავლეთით ესაზღვრება აბაშის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით – მარტვილის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – ხობის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 300 კმ. ტერიტორიის ნახევარზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს 22 663 ჰა. მათ შორის სახნავია – 10711275, 2ჰა, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ფართობი – 4494 ჰა,  სათიბი – 9 ჰა, საძოვარი – 66897  ჰექტარი და ტბორები – 265 ჰა. მუნიციპალიტეტის რელიეფის დამახასიათებელ თვისებად ითვლება საერთო სუსტი დახრილობა ტერიტორიის გორაკბორცვიანი ნაწილიდან კოლხეთის დაბლობის შედარებით ვაკე რელიეფისკენ. ვაკე რელიეფი ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბორცვიანი სერებით არის შემოფარგლული. სამელიორაციო სისტემა: სენაკის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამელიორაციო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ცხენისწყალი-ცივისა და ცივი-ხობისწყლის სისტემური სამმართველოები. სამელიორაციო ქსელის ქვეშ მოქცეულია სენაკის მუნიციპალიტეტზე რიცხული სავარგულების 65% (14000 ჰექტრამდე). 2014 წელს   სარეაბილიტაციო-საექსპლოატაციო სამუშაოები ჩაუტარდა  თეკლათი-ნოსირის მიმართულების 21,5 გრძ. კმ მაგისტრალურ არხს და მდინარე ცივზე აღდგენილ იქნა სამელიორაციო დანიშნულების საინჟინრო ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი ტენის გადინებას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან. სამელიორაციო  სისტემები სერიოზული სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.  ძალზედ მაღალია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მეორადი დაჭაობებისა და გატყევება-გაბუჩქნარების მაჩვენებელი. მიმდინარე წელს გათვალისწინებულია  თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულზე  რიცხული 327 ჰა-ზე სამელიორაციო-დაშრობითი ღონისძიებების გატარება. დემოგრაფიული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობა  2014 წლის სტატისტიკური აღწერის შედეგად შეადგენს  51,798 სულს. ქალაქ   სენაკში   ცხოვრობს    26921 სული, სოფლად – 24877 სული. მოსახლეობის სიმჭიდროვე  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  1/01-2010 წლების მდგომარეობით შეადგენს – 90 სულს კვ.კმ. მოსახლეობის რაოდენობა ადმინისტრაციული ერთეულების  მიხედვით 1/01-2010 წ. მდგომარეობით N ადმინისტრაციული ერთეული           დასახელება მოსახლეობა, სული 1 2 3 4 1 ქ. სენაკი 25717 2 ახალსოფელი ახალსოფელი 1061 ისულა 663 3 ეკი ეკი 129 შრომისკარი 324 საადამიო 145 საგუნიო 5 საცხვიტაო 197 4 ზანა ზანა 346 ეწერი 266 სატყებუჩაო 310 საესებუო 185 საშურღაიო 250 5 ზემო ჭალადიდი მუხური 433 სირიაჩქონი 30 საგვიჩიო 7 6 თეკლათი თეკლათი 677 რეკა 159 ტყირი 320 საგვარამიო 568 გოლასკური 477 7 ლეძაძამე ლეძაძამე 193 ლესაჯაიე 242 კვაუთი 79 ჯოლევი 189 ლეგოგიე 104 ბეთლემი 288 8 მენჯი საგაბესკირიო 20 საწულეისკირო 146 პერტული 51 სახარბედიო 354 ბათარია 636 სკურია 82 9 ნოსირი ნოსირი 516 შუა ნოსირი 549 საოდიშარიო 621 საკილასონიო 330 საბესელიო 351 10 ნოქალაქევი ზ/ნოქალაქევი 24 ჯიხა 290 ლებაღათურიე 265 გახომილა 556 ძიგიდერი 147 11 უშაფათი უშაფათი 270 ლეგოგინე 345 ლეკოკაიე 199 12 ფოცხო ფოცხო 1103 ლეგოგიე-ნასაჯუ 487 მოხაში 232 მეორე მოხაში 269 13 ძველი სენაკი ძველი სენაკი 1476 კოტიანეთი 516 ზ/სორტა 190 ქ/სორტა 311 საჩიქობავო 60 მეორე ნოსირი 764 14 ხორში პატარა ზანა 193 დიდი ხორში 277 საგუგუნაო 93 შუა ხორში 451 ციზეთი 235 საადანაიო 22 15  გეჯეთი გეჯეთი 1059 ბ. ბუნებრივ-კლიმატური პირობების დახასიათება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰავა ხასიათდება სუბტროპიკული ნოტიო კლიმატით. ტენიანობას განაპირობებს შავი ზღვის საიხლოვე და აღმოსავლეთიდან გარშემორტყმული მაღალი ქედები. ტენიანობა განსაკუთრებით მაღალია ზაფხულში. ნალექების საშუალო წლიური ოდენობა შეადგენს 2100–2800 მმ-ს ნალექების მაქსიმუმი სექტემბერში მოდის, მინიმუმი მაისში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5°C-დან -4°C-მდე, ყველაზე ცივი თვეა იანვარი (+5°C-დან -5°C-მდე), ხოლო ყველაზე თბილი აგვისტო (+23°C-დან +13°C-მდე). აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურაა -17°C-18°C (ზღვისპირა დაბლობი) და -30-32°C (მაღალ მთებში). აბსოლუტური მაქსიმუმი 31-41°C შორის მერყეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის დამახასიათებელია სეზონური ქარები: ზამთარში ქრის სამხრეთ-აღმოსავლეთის, ხოლო ზაფხულში დასავლეთის ქარები. ქარის საშუალო სიჩქარე შეადგენს 3,2 მ/წმ. ზამთარსა და გაზაფხულზე იცის ფიონები, თუმცა მათ ნაკლები ზიანი მოაქვთ, ვიდრე დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია 5-6 ბალიან  მიწისძვრების საშიშროების ზონაში. გ. მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების  ნუსხა და მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრამდე თვითმმართველი თემი  – სენაკის მუნიციპალიტეტი შედგება 15 ადმინისტრაციული ერთეულისაგან: ინფორმაცია  სენაკის მუნიციპალიტეტის ფართობის შესახებ და ქალაქიდან ყველაზე მოშორებული სოფლების შესახებ № მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტის  ფართობი (კვ.კმ) ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება შემავალი სოფლების დასახელება დაშორება ქალაქ სენაკთან (კმ) 1 სენაკი 520,7 ნოსირი საოდიშარიო 9 საბესელიო 7 საკილასონიო 7 ნოსირი 5 შუა ნოსირი 5 2 ახალსოფელი ახალსოფელი 4 ისულა 10 3 თეკლათი საგვარამიო 7 ტყირი 13 თეკლათი 12 გოლასკური 21 რეკა 15 4 ზემო ჭალადიდი მუხური 25 საგვიჩიო 25 სირიაჩქონი 16 5 მენჯი ბათარია 7 სახარბედიო 7 საწულეისკირიო 9 საგაბესკირიო 9 სკურია 9 პერტული 8 6 ხორში შუა ხორში 18 დიდი ხორში 18 ციზეთი 24 საგუგუნაო 15 სადადიანო 12 პატარა ზანა 24 7 ეკი საადამიო 13 საცხვიტაო 12 საგუნიო 15 ეკი 14 შრომის კარი 18 8 გეჯეთი გეჯეთი 19 9 ზანა საშურღაიო 20 ზანა 18 ეწერი 19 საესებუო 19 სატყებუჩაო 20 10 უშაფათი ლეგოგინე 28 უშაფათი 25 ლეკოკაიე 32 11 ფოცხო ფოცხო 35 მოხაში 28 მეორე მოხაში 30 ლეგოგიე-ნასაჯუ 32 12 ლეძაძამე ბეთლემი 18 ლეძაძამე 24 ლესაჯაიე 25 ლეგოგიე 26 კვაუთი 23 ჯოლევი 27 13 ნოქალაქევი გახომილა 16 ჯიხა 18 ლებაღათურე 20 ძიგიდერი 21 ზემო ნაქალაქევი 20 14 ძველი სენაკი ძველი სენაკი 9 კოტიანეთი 14 ზედა სორტა 13 ქვედა სორტა 11 საჩიქობაო 12 მეორე ნოსირი 11 15 ქ. სენაკი დ. დემოგრაფიული მონაცემები სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “ მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2002 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით, ისევე როგორც ქვეყანაში და რეგიონში, ხასითდება კლებადი დინამიკით, მათ შორის, არაურბანულ (სოფელი) დასახლებებში ხასიათდება კლებადი დინამიკით, ხოლო ურბანულ (ქალაქი) ტერიტორიაზე დინამიკა ზრდადია. დ.ა. მუდმივად  მცხოვრები  მოსახლეობა სენაკის  მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა  2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით შეადგენს  51 798 სულს, მათ შორის  ურბანულ ტერიტორიაზე – 26921 სულს, ხოლო  არაურბანულ ტერიტორიაზე – 24877 სულს. დ.ბ. „სოციალურად  დაუცველი  ოჯახების  მონაცემთა  ერთიან  ბაზაში“ რეგისტრირებული მოსახლეობა სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ ს.ს.ი.პ. „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული მოსახლეობის შესახებ 2017 წლის II კვარტლის სტატისტიკური ინფორმაციის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი პირის სტატუსით სარგებლობს 7075 მოსახლე, მათ შორის  0-დან 100 001-მდე ქულის მქონე ( საარსებო შემწეობის მიმღები). დ.გ. სეზონური ცვლილებები სენაკის  მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არის ერთი ტურისტული  ზონა – ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსი, სადაც ტურისტების შემოდინება ხდება როგორც მარტვილიდან, ასევე  ქალაქის ცენტრიდან. ამ ტერიტორიაზე  მოსახლეობის რაოდენობის სეზონური მატება და ტურისტების ნაკადის ზრდა ხდება ძირითად ზაფხულის პერიოდში. წინა წელთან შედარებით წლის განმავლობაში საშუალოდ  15 000 ტურისტი სტუმრობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოქალაქევის არქეოლოგიურ კომპლექსს და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. 2.3. გეგმის ამოცანები და მიზნობრივი შედეგები იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ნმეს-ით  დეკლარირებული კურსი – „საქართველო ისწრაფვის გახდეს  ნარჩენების  პრევენციასა  და რეციკლირებაზე  ორიენტირებული ქვეყანა“,  განისაზღვრა ცხრა ძირითადი მისაღწევი მიზანი და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი შესაბამისი ამოცანები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნმეს-ით და ნმესგ-ით მუნიციპალიტეტებისათვის განისაზღვრა ვალდებულებები შესაბამისი ვადების მითითებით: მიზანი №1 - ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება და აღსრულება. ამოცანა 1.1. ნარჩენების მართვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება 2022 წლისათვის. მიზანი №2 - ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე. ამოცანა 2.1. მუნიციპალური ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი გეგმის შემუშავება და დამტკიცება 2017 წლისათვის. მიზანი №3 - ნარჩენების  შეგროვებისა  და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის  ჩამოყალიბება და დანერგვა. ამოცანა 3.1. ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ოპერატორების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება 2020 წლისათვის; ამოცანა 3.2. ნარჩენების შეგროვების მინიმალური ეროვნული მაჩვენებლების მიღწევა: 2020   წლისათვის 2022 წლისათვის 2025 მუნიციპალური ნარჩენები 80% 100% 100% მიზანი №4 – ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა. ამოცანა 4.1. ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირება 2022 წლისათვის მიზანი №5 – ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან/და აღდგენა. ამოცანა 5.1. ქაღალდის, მინის, რეზინის და პლასტიკის წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება 2020 წლისათვის; მიზანი №6 – ნარჩენების მართვის  ხარჯების სრული  ამოღება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. ამოცანა 6.1. მუნიციპალიტეტში მოსახლეობიდან ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება 2019  წლისათვის. ამოცანა 6.2. კერძო სექტორიდან ხარჯების სრულად ამოღების სისტემის განმტკიცება 2019 წლისთვის. მიზანი N7 – მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა. ამოცანა 7.1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა და შესაძლებლობათა ფარგლებში, მგვ-ის განხორციელების ხელშეწყობა. მიზანი N8 – ნარჩენების   შესახებ  მონაცემებისა  და ინფორმაციის  მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა. ამოცანა 8.1. მუნიციპალური ნარჩენების შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და კანონმდებლობის შესაბამისად სისტემის ადმინისტრატორისათვის მიწოდება. მიზანი N9 – საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე; ასევე, კერძო კომპანიების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამოცანა 9.1. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხზე  2018  წლისათვის. 2.4. დაგეგმვის  პროცესის  აღწერა ა. გეგმის  ჩარჩო „გეგმისთვის“ შერჩეულ იქნა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის “ მიერ შემუშავებული „ნარჩენების მართვის  გეგმის შედგენის სახელმძღვანელო“, ამ დოკუმენტით  რეკომენდებულია გეგმის  ჩარჩო, რომლის სტრუქტუქტურას წარმოადგენს: 1. მიზნების შესაბამისი ამოცანების იდენტიფიცირება; 2. პრობლემების აღწერა; 3.  ამოცანების შესასრულებლად ღონისძიებების განსაზღვრა; 4.   მისაღწევი შედეგების განსაზღვრა; 5.  შედეგების მიღწევის ინდიკატორების განსაზღვრა; 6.  ღონისძიებების განხორციელების ვადის განსაზღვრა; 7.  ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის განსაზღვრა; 8.  პარტნიორი ორგანიზაციის იდენტიფიცირება; 9.  ღონისძიების საპროგნოზო ბიუჯეტის განსაზღვრა; 10.  დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება. „გეგმაში“ ამოცანების შესაბამისად გათვალისწინებულია ღონისძიებები. კონკრეტული ღონისძიებების გასწვრივ წარმოდგენილია პასუხისმგებელი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ღონისძიების განხორციელებაზე. თუ რომელიმე ღონისძიების შესრულება ვერ მოხდა, გეგმის შესრულების ანგარიშგების დროს წარმოდგენილი უნდა იქნეს ამის გამომწვევი არგუმენტირებული მიზეზი. ბ. დაინტერესებული  მხარეების  იდენტიფიცირება  და  მონაწილეობის  პროცესი „გეგმის“ შემუშავების  პროცესის  ეფექტიანი   წარმართვისა და შემდგომში  გეგმის განხორციელების მხარდაჭერის უზრუნველყოფისათვის, საწყისი ეტაპიდანვე განხორციელდა დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და მათი პროცესში მონაწილეობა. სენაკის  მუნიციპალიტეტის მერის   N1763 (28.11.2017 წელი) ბრძანებით შეიქმნა „სენაკის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების  სამუშაო ჯგუფი” , რომლის შემადგენლობაც განისაზღვრა ხუთი წევრით: 1.  გრიგოლ ბაღათურია – სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი - მერის პირველი  მოადგილე; 2. ბესიკ ოდიშარია – ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის” დირექტორი, სამუშაო ჯგუფის წევრი; 3.  სოსო მორგოშია – სენაკის  მუნიციპალიტეტის  მერიის  იურიდიული  სამსახურის პირველი   კატეგორიის  უფროსი  სპეციალისტი,  სამუშაო   ჯგუფის   წევრი; 4.   დალი ქაჩიბაია – სენაკის  მუნიციპალიტეტის   მერიის ეკონომიკური  განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო  ჯგუფის  წევრი; 5.  ირაკლი  საჯაია – სენაკის  მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი. გ. საზოგადოებასთან   ურთიერთობის  კამპანია  და  მონაწილეობის  პროცესი ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია მთავარი დაინტერესებული მხარის – საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილების პროცესი, საზოგადოებას შეუძლია დიდი ზეგავლენა მოახდინოს სისტემის მდგრად განვითარებაზე. საზოგადოების ჩართულობა იძლევა შესაძლებლობას, რომ განისაზღვროს პრიორიტეტები და სისტემის ფუნქციონირების პროცესში იყოს მონაწილე მხარე. ნარჩენების მართვის გეგმის შედგენის დროს ჯგუფის წევრები აქტიურად თანამშრომლობდნენ  მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში და მოსახლეობასთან. ხოლო შემდეგ განსახილველად გადაეცა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ნაწილი მესამე მუნიციპალური ნარჩენების დახასიათება 3.1. შესავალი როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სენაკის  მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო 2007 წელს,  სერვისის დაფარვის არეალის გაფართოება ხორციელდება 2011 წლიდან. თუმცა   წინა წლებში წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენის განთავსება ხორცილდებოდა თეკლათის ნაგავსაყრელზე (დაშორება სენაკის ცენტრიდან 12 კმ), რომელიც ემსახურებოდა  25.0 ათას მოსახლეს. ნაგავსაყრელის საერთო ფართობი - 13 ჰა, ნაგავსაყრელის მოქმედი ფართობი - 1.5 ჰა, ნაგავსაყრელის მოქმედების ვადა - ათვისებამდე. ნაგავსაყრელზე ნარჩენის განთავსების რაოდენობა დღეში - 30 ათასი მ​3, თვეში - 1050 მ​3, წელიწადში - 1260 მ​3. ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მთლიანი მოცულობა - 60 00 მ​3. ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების ფენის საშუალო სიმაღლე - 2მ, ნაგავსაყრელზე მიმდინარე გაუვნებლობის სიხშირე თვეში 2-ჯერ. ნაგავსაყრელზე დასაქმებული ტექნიკა დტ-75, მუშახელის რაოდენობა - 2. 2014 წლიდან ნაგავსაყრელი დაიხურა და  ნარჩენების განთავსება ხდება მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ დაფუძნებულ ზუგდიდის ნაგავსაყრელზე, რამაც გააორმაგა დანახარჯები, ვინაიდან დაშორება მუნიციპალიტეტის ცენტრიდან  ნაგავსაყრელამდე არის  35კმ. აღრიცხული  ნარჩენების რაოდენობა დღეში - 30-35 მ​3. ერთ სულ მოსახლეზე წარმოქმნილი ნარჩენი - 0,45 მ​3 შეგროვებული მყარი ნარჩენის საერთო რაოდენობა დღეში -  35 მ3 თვეში -  900-1050 მ3 წელიწადში - 12775 მ3. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემადგენლობა - პლასტმასი - 30% ქაღალდი - 20% საკვები - 10% სამშენებლო - 20% სხვა - 20% ნარჩენების შეგროვებისა და გატანა -  კონტეინერული სისტემა - 80% კონტეინერების რაოდენობა - 115ც კონტეინერის მოცულობა - 1.1 მ​3 ბუნკერული სისტემა - 2% (ფუნქციონირებს მხოლოდ ერთ მრავალსართულიან ბინაში) კონტეინერის დაცლის სიხშირე - დღეში ორჯერ, დილა-საღამოს. ბუნკერის დაცლის სიხშირე -  სამ დღეში ერთხელ. ნაგავმზიდი ტრანსპორტის საერთო რაოდენობა - 3ც მ.შ   კომპაქტორი ნაგავმზიდი - 2ც.  მოცულობა - 14მ3 და 21 მ​3 თვითმცლელი ნაგავმზიდი - 1ც. მოცულობა - 5მ3. ნაგავმზიდის მიერ დღეში შესრულებული რეისების რაოდენობა - 3 გზა, 240 კმ. სპეცმანქანების ტექნ. მომსახურება - კვირაში 2-ჯერ. მყარი ნარჩენების შეგროვება და  შეგროვებული და ტრანსპორტირებული ნარჩენების მოცულობის დადგენა ხორციელდება ნაგავსაყრელ პოლიგონზე შესვლის დროს, დამონტაჟებულ საავტომობილო სასწორზე აწონვების განხორციელების მეშვეობით. თუმცა, ამის გარდა აუცილებელია ნარჩენების შემადგენლობის, ძირითადი წარმოშობის ადგილების და დროის დასადგენად განხორციელდეს მუდმივი დაკვირვება. მუნიციპალიტეტს გააჩნია ინფორმაცია წლების განმავლობაში წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ, რაც გვაძლევს ნარჩენების წარმოქმნის შესახებ სურათს დინამიკაში. 2014 წლის მონაცემების მიხედვით მოცემულ წელს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე შეგროვდა 1,912 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, 2015 წელს - 12500 მ​3 – 6000 ტ; 2016 წელს - 13000 მ​3 – 6250 ტონამდე; 2017 წელს - 14500 მ​3 – 6970 ტონამდე. 3.2. ნარჩენების პროგნოზირება სენაკის  მუნიციპალიტეტში 2017 წელს მომსახურების დაფარვის არეალის ზრდა პროგნოზირებულია 2,3%-ით, ხოლო ტურისტების ნაკადის ზრდა 4%-ით, რამაც ჯამში მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა შეადგენს 14,500 მ​3 ყოველდღიურად.  2018-2022 წლებში მუნიციპალური  ნარჩენების წარმოქმნა პროგნოზირებულია შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით: 1. ნმესგ-ით და „სამოქმედო გეგმით“ დასახული  ნარჩენების შეგროვების მინიმალური ეროვნული მაჩვენებლების მიღწევა 2019 წლისათვის; 2. ნარჩენების შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალის გაფართოება 2019 წლისათვის; 3. ნოქალაქევის  ტერიტორიაზე ტურისტების ნაკადების მატება 2019 წლისათვის; 4.  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა, არსებული მონაცემების უცვლელად მომდევნო ხუთი წლისათვის; 5.  ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში ნარჩენების წარმოქმნის საშუალო სიჩქარის მაქსიმალური მაჩვენებელი - 0,7 კგ. 3.3. ნარჩენების შემადგენლობის ანალიზი გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის  მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების შემდგენლობის შესწავლა და ანალიზი აქამდე არ განხორციელებულა და ამის არც სამართლებრივი ვალდებულება არსებობდა 2015 წლამდე,  დასუფთავების ცენტრის თანამშრომლების მიერ დროის სხვადასხვა პერიოდში, პოლიგონზე მიწოდებული ნარჩენების შემადგენლობის შესწავლის მიზნით დაკვირვებისას (დაახლოებით 30 ტონა შეგროვებული ნარჩენი) გამოიკვეთა შემდეგი გარემოება: დასახელება მთლიანი მოცულობა ტონა წილობრივი შემადგენლობა % წილობრივი შემადგენლობა ტონა ორგანული მასები 30 50% 15 ქაღალდი 30 5% 1,5 მუყაო 30 15% 4,5 პლასტიკი 30 10% 4,0 მინა 30 15% 4,5 ლითონი 30 0% 0 ნაწილი მეოთხე არსებული მუნიციპალური ნარჩენების სისტემის მიმოხილვა 4.1. შესავალი როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების მართვა (შეგროვება, ტრანსპორტირება, დაგვა-დასუფთავსება და ა.შ.) მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. სენაკის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალური ნარჩენების მართვის მომსახურებას ახორციელებს სენაკის  მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“. აღნიშნული ცენტრი ახდენს მომსახურების გაწევას მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის და კომპანიების/საწარმოებისათვის, რომლებიც მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებენ. მუნიციპალიტეტში არსებული იურიდიული პირებისათვის ნარჩენების გატანის მომსახურების მიწოდება ხდება მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ცენტრი შეგროვების მომსახურებას უწევს მუნიციპალიტეტში არსებული კომერციული და სხვა დაწესებულებების მცირე ნაწილს. ეს საწარმოებია სასტუმროები, ქარხნები და სხვა. ხოლო დანარჩენი საწარმოები ნარჩენების გატანას საკუთარი ძალებით ახდენენ. ისინი ნარჩენის ტრანსპორტირებას ახდენენ ან ზუგდიდის ნაგავსაყრელზე, შესაბამისად იხდიან ნაგავსაყრელზე განთავსების საფასურს, ან საკუთარ ტერიტორიაზე ახდნენ ნარჩენების შენახვა-დასაწყობებას. რაც შეეხება საამშენებლო ნარჩენებს, მათ განსათავსებლად მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ იქნა ტერიტორია ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ნარჩენების შეგროვების სერვისის მიწოდების ამსხველი რუკები. არ არის დარუკებული ნარჩენების შეგროვების მარშრუტები, ისინი ზეპირსიტყვიერად არის შეთანხმებული ნაგავმზიდების მძღოლებთან. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ელექტრონული ბაზა, სადაც მითითებულია 1.1 მ​3 მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერების განთავსების ადგილები. სენაკის მუნიციპალიტეტია პასუხისმგებელი იმ სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და მოვლა-შეკეთებაზე, რომლებიც ნარჩენების შეგროვებისა და გატანის პროცესში გამოიყენება. მუნიციპალიტეტს არა აქვს საკუთარი საამქრო ამ სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შეკეთებისათვის. როგორც წესი, ამ მიზნით ხდება ტენდერების გამოცხადება და შესაბამისი კომპანი(ებ)ის აყვანა; როდესაც მცირე მასშტაბიან სარემონტო საქმიანობებზეა საუბარი, ხდება ერთჯერადი ხელშეკრულებების დადება შესაბამის კომპანიასთან. ქვემოთ წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენება სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების პროცესში: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაცია სატრანსპორტო საშუალების დასახელება საშუალო მოცულობა მ​3 სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მდგომარეობის მიხედვით ( ქვემოთ იხილეთ შენიშვნა) სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა წლების მიხედვით ძალიან კარგი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა ცუდი მდგომარეობა >10 წელი 5-10 წელი <2 წელი კომპაქტორები mercedes-benz 13 1 1 კომპაქტორები mercedes-benz 7 1 1 ტრაქტორი 1 1 თვითმცვლელი „გაზ-53“ (ხელშეკრულებით) 3.5 1 1 2016 წელს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილ იქნა 2 ერთეული 13 და 7 მ​3 მოცულობის კომპაქტორი, რომელთა ღირებულებამ  შეადგინა 234443.50 ლარი და 192146.81 ლარი შესაბამისად. ასევე, შეძენილ იქნა 67241 ლარის ღირებულების ტრაქტორი ერთი ერთეული და 138 ცალი 1.1 კუბ.მ. მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერი. 4.2. არსებული მუნიციპალური მომსახურების აღწერა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ნარჩენების შეგროვება ხორციელდება საერთო სარგებლობის კონტეინერების მეშვეობით. დღეისათვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებულია 138 ცალი 1,1 მ​3 მოცულობის კონტეინერი, საიდანაც 2 კომპაქტორი სპეცმანქანის საშუალებით ხდება ნარჩენის შეგროვება და გატანა. ნარჩენების გატანის არსებული გრაფიკის შედეგად, კონტეინერების გადავსება არ ხდება. ნარჩენების შეგროვება ხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი ტექნიკის მეშვეობით. 4.3. შეგროვების  და  ტრანსპორტირების მომსახურება ა. შეგროვების  და ტრანსპორტირების  საშუალებები და საოპერაციო პროცესები სენაკის  მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისათვის გამოიყენება კოლექტიური შეგროვების მიდგომა. კონტეინერები განთავსებულია ყველა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში. კონტეინერების უმრავლესობა სტანდარტული სახისაა და თავსებადია ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ ტექნიკასთან. რაც შეეხება შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის გამოყენებულ ტექნიკას – ნაგავმზიდებს გააჩნია საპრესი მოწყობილობა და უკანა ჩატვირთვის სისტემა, ისინი ტვირთტევადობის  მიხედვით 13-19 მ​3 მოცულობისაა. ბ. შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი დღეისათვის „ცენტრის “ მიერ სერვისის მიწოდება ხდება ურბანულ ტერიტორიაზე (ქალაქში) მცხოვრები მოსახლეობის 50%-სათვის და არაურბანულ ტერიტორიაზე მცხოვრები (სოფლებში) მოსახლეობის 30%-სათვის, რაც შეადგენს 6 სოფლის ცენტრალურ ადგილებს. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისათვის ნარჩენების შეგროვების სერვისი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. 4.4. ქუჩების დასუფთავება ქუჩების დასუფთავება ხდება მხოლოდ გარკვეულ პერიმეტრზე, რაც მოიცავს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 6 ჰა ფართობს. 2018 წლიდან იგეგმება დასასუფთავებელი ფართობის გაზრდა 2 ჰა-მდე. ჯამში დასუფთავდება  8 ჰა ფართობის ტერიტორია. 4.5. აღდგენა (რეციკლირება და კომპოსტირება) არსებული ინფორმაციის თანახმად, სენაკის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების აღდგენის  ოფიციალური პროგრამები არ ხორციელდება, თუ არ ჩავთვლით 2015 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაწყებულ სეპარირების საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ადგილებში დაიდგა ყუთები პოლიეთილენის ბოთლებისათვის. პროექტის დასრულების შემდეგ დროებით შეფერხება გვაქვს შეგროვილი ნარჩენის განთავსებასთან დაკავშირებით. ამ პროექტის დადებითი მხარე ის არის, რომ მოსახლეობა დადებითად შეხვდა ნარჩენების დახარისხებას და აუმაღლდათ ცნობიერება ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდებზე, რამაც გაზარდა მოთხოვნები მოსახლეობის მხრიდან პოლიეთილენის ბოთლებისთვის განკუთვნილი სპეციალური ურნებისადმი. ამჟამად სენაკის მუნიციპალიტეტი ჩართულია პროექტში ”მუნიციპალური თვითმმართველობების წარმომადგენლობების სწავლება მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში ტექნიკური დახმარება”, რომლის ფარგლებში იგეგმება პროექტი დაგვეხმაროს სეპარირებისა და რეციკლირების მეთოდების დანერგვაში. ასევე დაგვეხმარებიან შემუშავებული ნარჩენების მართვის გეგმის კორექტირებაში. მუნიციპალიტეტი მზად არის დანახარჯების შემცირების მიზნით წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე შესაბამისი წესების დაცვით გააკეთოს გადამტვირთავი სადგური, რომლის საჭიროებაც 2018 წლიდან დადგება. ვინაიდან ნარჩენების მართვის გეგმა ითვალისწინებს მომსახურების სერვისის დაფარვას როგორც ქალაქის, ასევე სოფლების ტერიტორიებზე ეტაპობრივად, ეფექტური მუშაობის  და ეკოსანიტარიის დაცვის მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება გადამტვირთავ სადგურზე. ლითონი - ამ ტიპის ნარჩენის განთავსება ნაგავსაყრელზე არ ხორციელდება. მოსახლეობა ახდენს ასეთი ნარჩენის რეალიზაციას ჯართის შემგოვებელი პუნქტების მეშვეობით. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არაფორმალური სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება. კომპოსტირება - ეს არის ბიოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც მიკროორგანიზმების მონაწილეობით ხდება ორგანული ნარჩენების დაშლა და გარდაქმნა ორგანულ სასუქად-კომპოსტად, რომელიც შავი, ფხვიერი მიწის სუნის მქონე ორგანულ მასას წარმოადგენს. კომპოსტირების დანერგვა კარგია სოფლებში და იმ ადგილებში, სადაც პარკები და სკვერებია. ამ მიზნით  ადგილობრივ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს დაწყებული აქვთ მოსახლეობასთან ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები. 4.6. საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის ცენტრი” დაფუძნდა 2007 წელს, ხოლო 2017 წელს რეორგანიზაციის შედეგად დასუფთავების ნაწილი გამოეყო აღნიშნულ ცენტრს და მიუერთდა  ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრს“ და ეწოდა ა(ა)იპ  ,,სენაკის მუნიციპალიტეტის  დასუფთავებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი”. ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები დასუფთავების კუთხით არის: √  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება; √  ნარჩენების გატანა; √  სენაკის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, დასუფთავება; √  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება  უმერთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველებისგან; √  სხვა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ცენტრის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი. ცენტრის  მთლიანი საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 29 ერთეულს. წესდების შესაბამისად, „ცენტრის “ საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები, ნარჩენების მართვისა და დასუფთავების ნაწილში, არის: Ø  ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება; Ø  ნარჩენების გატანა; Ø  სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. „ცენტრს“ დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადაცემული აქვს შესაბამისი ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახის შემოსავლები. ყოველწლიურად სენაკის  მუნციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ხორცილდება „ცენტრის“ საქმიანობის ფინანსური ანგარიშგების მონიტორინგის ჩატარება. გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ორგანიზაციას ეძლევა შესაბამისი რეკომენდაციები. „ცენტრი“ ასევე ყოველწლიურად წარადგენს გასული წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე. 4.7. ხარჯები და ხარჯების ანაზღაურება ა. არსებული პროგრამის ხარჯები გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალური ნარჩენების მართვა მუნიციპალიტეტის საკუთარი  უფლებამოსილებაა, ნარჩენების მართვის სისტემის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში. დღეისათვის „ცენტრის “ მიერ სერვისის მიწოდება ხდება ურბანულ ტერიტორიაზე (ქალაქში) მცხოვრები მოსახლეობის 50%-სათვის და არაურბანულ ტერიტორიაზე მცხოვრები (სოფლებში) მოსახლეობის 30%-სათვის. შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების მართვის მომსახურების მთელს სამოქმედო ტერიტორიაზე მიწოდების პირობებში, რომელიც ეტაპობრივად გრძელდება 2018 წლიდან, არსებული დანახარჯები გაიზრდება დაახლოებით 100-120%-ით. ბ. არსებული   ტარიფები  და  ხარჯების  ფაქტობრივი  ანაზღაურება / მოსაკრებლის  ამოღებასთან დაკავშირებული  გამოცდილება საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ 12​1 მუხლის მე-2, მე-4, მე-5, 5​1, მე-6 პუნქტების შესაბამისად: Ø  მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს; Ø  მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 2 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის - 20 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით; Ø  ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც; Ø  ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი  ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად; Ø  მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს. სენაკის  მუნიციპალიტეტში ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებას და გადახდას არეგულირებს სენაკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის №21 დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე”. აღნიშნული დადგენილების  მე-3 მუხლის  მიხედვით სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის სამშენებლო ნარჩენები - 1მ​3 ნარჩენებზე თვეში ფიზიკური პირისათვის შეადგენს 0.50 ლარს,  სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე  ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,30 ლარს თვეში და იურიდიული პირებისათვის 20 ლარს. საწარმოებიდან გადასახადის ამოღება ხდება ნარჩენის წარმოქმნის ფაქტორების მიხედვით.  №21 დადგენილების დანართ 2-ში განსაზღვრულია დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები იურიდიული პირებისათვის. ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურების მიწოდება ხდება მუნიციპალიტეტში არსებული კომერციული და სხვა დაწესებულებების 80%-სათვის. 2015 წელს ზემოთ აღნიშნული საწარმოებიდან, რომლებისთვისაც ნარჩენების შეგროვების სერვისის მიწოდება ხდება, ამოღებულ იქნა 27862 ლარის ოდენობით თანხა, ნარჩენის გატანის გადასახადის სახით. მოსახლეობიდან ნარჩენების მომსახურების ამოღების სისტემის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე, შესაბამისად, მოსახლეობიდან ნარჩენების შეგროვებისა და გატანის გადასახადის ამოღება არ ხდება. მოსახლეობის აღწერის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შესაძლებელი გახდება გადასახადის მიბმა ელექტრონერგიის ქვითართან, რაზედაც არის მოლაპარაკება სს „ენერგოპრო ჯორჯიასთან“ . ამასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და  საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს კონტროლს მუნიციპალური და საამშენებლო ნარჩენების არალეგალურ განთავსებაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში, ხდება გაფრთხილების მიცემა და არ გათვალისწინების შემთხვევაში კანონის შესაბამისად ხდება დაჯარიმება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დაჯარიმება არ განხორციელებულა, რადგან ზედამხედველობის განყოფილება გაფრთხილების წერილებს აგზავნის და მხოლოდ იმ შემთხვევაში აჯარიმებს, თუ არ ხდება პრობლემის აღმოფხვრა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გასააქტიურებელია, ამ ეტაპისათვის არ მომხდარა მოსახლეობის დაჯარიმება დანაგვიანების ფაქტებზე. ზედამხედველობის განყოფილების  მიერ ნარჩენების კუთხით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოსავლინებლად შემუშავდება მერის წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობის გეგმა-გრაფიკი. 2017 წლის განმავლობაში WMTR II[1] პროგრამის ფარგლებში დაჯარიმების პროცესის ადმინისტრირების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით აპარატის შესაბამის სამსახურების თანამშრომლებს პერიოდულად უტარდებათ ტრენინგები, მომავალში ასევე გათვალისწინებულია კონსულტაციები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მერიასა  და „მომსახურების ცენტრს“ დაგეგმილი აქვს, საქართველოში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების მეშვეობით, მოახდინოს მოსაკრებლის ადმინისტრირება, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი დაფინანსების მინიმიზაცია ბიუჯეტის მეშვეობით და სერვისი თვითკმარი გახდეს. 4.8 ბიუჯეტი და დაფინანსების პროცესები 2014  წელს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა შეადგინა  7,162.1 ათ. ლარი, 2015 წლისათვის – 7401,2 ათ. ლარი, 2016 წლისათვის – 7779,8 ათ. ლარი, 2017 წელს – 8538,5 ათ. ლარი. ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები 2014 წლისათვის 64.3 ათას ლარს, ხოლო 2015 წლისათვის 161 ათას ლარს შეადგენდა. 2017 წელს ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 288471 ლარი, ხოლო ნარჩენების მართვისათვის გამოყოფილმა ხარჯებმა მთლიანი მუნიციპალური ხარჯების  33.7%. 2014 წელი ათ.ლარი 2015 წელი ათ.ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7,578.2 1,0549.8 ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები 64.3 161 ნარჩენების მართვისათვის გამოყოფილი ხარჯების შეფარდება მთლიან მუნიციპალურ ხარჯებთან 0.8% 1.5% როგორც ვხედავთ, ადგილი აქვს ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას. ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურების პროცესში ჯამში ჩართულია 29 ადამიანი, 4 მძღოლი და 19 მუშა, რომელიც ნარჩენების შეგროვებას ახორციელებს და მერიის  თანამშრომლები ახორციელებენ მონიტორინგს ნარჩენების შეგროვება-გატანის ხარისხზე, შესრულებულ სამუშაოს მოცულობაზე და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე. ნაწილი 5 - ნარჩენების მართვის მომავალი ვარიანტების ანალიზი და რეკომენდაციები სენაკის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან არსებული მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის სისტემების ევროპული მაგალითების  საფუძველზე შეიძლება მოვახდინოთ ნარჩენების მართვის სამომავლო ვარიანტების ანალიზი. სენაკის მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მარშრუტის ეფექტიანი და ეკონომიური დაგეგმვა. ნარჩენების შეგროვების მარშრუტის სქემაზე მუშაობისას უნდა მოხდეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: · შეგროვების მიზნით მანქანის მიერ გავლილი მანძილის შემცირება და შეგროვებული ნარჩენების მასის ზრდა; ·  მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში მოძრაობის ინტენსივობა დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში; · ნარჩენების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის გზებსა და ხიდებზე მოძრავი მანქანების წონის შეზღუდვა. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების დახარისხებულად შეგროვების სისტემის დანერგვა. სწორი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა მუნიციპალიტეტის ფარგლებში. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამართლიანი მოსაკრებლის გამოთვლა ცენტრალური ხელისუფლების მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით და ასევე, მოსაკრებლის ამოღების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. ნარჩენების განთავსება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სენაკის მუნიციპალიტეტი ვალდებულია ნარჩენების ნაგავსაყრელზე ტრანსპორტირებაზე, ხოლო ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსება, ისევე, როგორც  არსებული ქ. ზუგდიდის მყარი საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელის მართვას უკვე შპს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს. ნარჩენების შემკრები თუნუქის ურნების  საჭირო რაოდენობა წლების მიხედვით (მოცულობა 1,1მ​3): საზომი ერთეული 2017წ 2018 2019 2020 2021 2022 ცალი 138 238 388 550 650 800 5.1. აღდგენის პროცესები ვინაიდან საქართველოში ნარჩენების აღდგენის პროცესების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება ძალიან მწირია, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს მომავალი ვარიანტები. ევროპის ქვეყნებში დამკვიდრებულია ნარჩენების მართვის იერარქია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნაგავსაყრელებზე ნარჩენების განთავსების შემცირება და უპირველესად ორიენტირებულია რესურსების ხელმეორედ გამოყენებაზე. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს შემდეგ ძირითად ფაქტორებს: 5.2. საზოგადოების განათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საზოგადოების ჩართულობა სისტემის მუშაობაში. მნიშნელოვანია საკითხში დაინტერესებული მხარეების (საზოგადოების) მონაწილეობა როგორც ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების დაგეგმვის პროცესში, ისე მუშაობის პროცესში. საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური კამპანიის წარმართვა, რომელიც გულისხმობს როგორც საჯარო შეხვედრების, ერთობლივი აქციების და ლექცია-სემინარების ჩატარებას, ასევე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, აქტიურად გამოიყენება ნარჩენების მართვის ინდუსტრიაში და მას საკმაოდ მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს. მეექვსე ნაწილი ნარჩენების მართვის მომავალი ვარიანტების ანალიზი ნარჩენების მართვის მომავალი ვარინტების ანალიზის დროს, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N159 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინება და ასევე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული „2012-2014 წლების მყარი მუნიციპალური ნარჩნების მართვის ეფექტიანობის აუდიტის“ შედეგად გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება. იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ნმესგ-ით და ამ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მინიმალური მაჩვენებლები. 6.1. შეგროვება და ტრანსპორტირება ა. ნარჩენების    შეგროვება სენაკის  მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისის დაფარვის არეალის გაზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მეთოდზე. „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულია მოსახლეობისაგან ნარჩენების შეგროვების ოთხი ძირითადი მიდგომა: √  კოლექტიური შეგროვება - ამ მიდგომის გამოყენების დროს ხდება საზოგადოებრივი ადგილების გამოყოფა, სადაც ხდება ერთი ან რამდენიმე კონტეინერის განთავსება, რომელიც ემსახურება მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას; √  ნარჩენების ტროტურებიდან/გზისპირებიდან შეგროვება - ამ მიდგომის გამოყენებისას, ნარჩენების წარმომქმნელები ინდივიდუალურ კონტეინერებს ათავსებენ გზის პირზე და ნარჩენების შეგროვების დასრულების შემდეგ მიაქვთ საკუთარი კონტეინერები; ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით (ქალაქი, სოფელი) შესაძლებელია შერჩეული იქნას ნარჩენების შეგროვების განსხვავებული მეთოდები ან გამოყენებულ იქნეს ზემოთ აღნიშნული მეთოდების კომბინაციაც. ბ. ტრანსპორტირება შეგროვების მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის გამოსაყებელ ტექნიკაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეგროვებული ნარჩენების დამუშავების ან/და განთავსების ობიექტზე ტრანსპორტირების ეფექტური პროცესის განხორციელება. ნაგავმზიდი შეიძლება იქნეს შერჩეული საპრესი მოწყობილობით აღჭურვილი ან  მოწყობილობის გარეშე. საპრესი  მოწყობილობის  არმქონე  ნაგავმზიდები - ამ ტექნიკის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ადაპტირებადია  არსებულ ვითარებასთან და უფრო მეტად ხელმისაწვდომია. ასეთი ტექნიკის რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას განსაკუთრებული სპეციალიზაცია არ ესაჭიროება და არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს ექსპლოატაციის პროცესში. საპრესი   მოწყობილობის  მქონე   ნაგავმზიდები - თუ არსებობს ასეთი ნაგავმზიდების შეძენისა და მომსახურების შესაძლებლოები, მიზანშეწონილია ასეთი ტექნიკის აქტიური გამოყენება ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების პროცესში. ასეთი ტექნიკა თავსებადია სტანდარტულ კონტეინერებთან, მინიმალურია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის რისკი. ძირითადი ასპექტები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნარჩენების შეგროვების ხელმისაწვდომი სისტემის ჩამოყალიბებაზე შემდეგია: 1.    ნარჩენების წარმოქმნის სიჩქარე - საქართველოში ნარჩენების წარმოქმნის საშუალო სიჩქარე დღეში მერყეობს 0,3 კილოგრამიდან 0,5 კილოგრამამდე ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ამ პარამეტრის გათვალისწინებით შესაძლებელია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მთლიანი მოცულობა, ასევე, შესაძლებელია ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ან/და სოფლებში შესაგროვებელი ნარჩენების მოცულობის დადგენა; 2.  ნარჩენების სიმკვრივე - საქართველო მსგავსი ქვეყნების უმეტესობაში, ნარჩენების მაღალი სიმკვრივით გამოირჩევა - ერთი კუბური მეტრი ნარჩენი საშუალოდ 300-500 კილოგრამს იწონის; 3. სატრანსპორტო პირობები - გზების მდგომარეობა, მოძრაობის ინტენსივობა და განთავსების ადგილამდე მისასვლელი გზის მანძილი. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რელიეფის, საავტომობილო გზების მდგომარეობისა და მოძრაობის ინტენსივობის განსხვავებული პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის სხვადასხვა ტექნიკა. შესაბამისად, ტექნიკის შერჩევის დროს გასათვალისწინებელ საკითხებს წარმოადგენს: 1.    მომსახურების სავარაუდო დონე (სიხშირე და ა.შ.); 2. ნარჩენების შეგროვების პროცესში გამოსაყენებელი ადამიანური რესურსები (შრომითი დანახარჯები და სხვა); 3. ნარჩენების შეგროვების მარშრუტების მახასიათებლები; 4.  ბიუჯეტის შესაძლებლობები. ასევე, მნიშვნელოვანია შეგროვების მეთოდისა და ტრანსპორტირების პროცესში გამოყენებული ტექნიკის განსაზღვრის შემდეგ, სერვისის მიწოდება განხორციელდეს შემუშავებული მარშრუტებისა და შედგენილი გრაფიკების მკაცრი დაცვით. 6.2. ნარჩენების განთავსება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“  მე-6 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, „ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა. ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა და მართვა, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ეს უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს მესამე პირს“. როგორც ცნობილია, საქართველოში გადამტვირთი სადგურების მოწყობა-ოპერირებას ახორციელებს  შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”. 2014 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი გადაეცა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას, რომელმაც ჩაატარა ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები. მუნიციპალური ნარჩენების განთავსება ამ პერიოდიდან ხდება ზუგდიდის ნაგავსაყრელზე, რამაც საგრძნობლად გაზარდა დანახარჯები და დღის წესრიგში დააყენა ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობა. ა. რეციკლირება სამწუხაროდ, საქართველოში რეციკლირებადი მასალების აღდგენის პროგრამები არ არის ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული და შესაბამისი ბაზრების არარსებობა იწვევს მნიშვნელოვანი რესურსის კარგვას. სენაკის მუნიციპალიტეტში რეციკლირების პროგრამები არ ხორცილდება, მაგრამ ასეთი პროგრამის დანერგვას ველოდებით ზემოთ ხსენებული პროგრამის ფარგლებში. ბ. კომპოსტირება ნარჩენების მართვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია წარმოქმნილი ნარჩენების შემადგენლობაში ორგანული მასების შემცირება და შესაბამისად ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა კომპოსტირების მეთოდის დანერგვა. კომპოსტირების მეთოდის სარგებლიანობაზე დაწყებული გვაქვს ძირითადად სოფლის  მოსახლეობის ინფორმირება და კონკრეტული ღონისძიებების/მეთოდების შესახებ საინფორმაციო მასალების გავრცელება. 6.3 სისტემის  გაუმჯობესებასთან  დაკავშირებული  ღონისძიებების  დაფინანსება მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია. დღეს არსებული პრაქტიკით, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებების დაფინანსება მთლიანად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხორცილდება, ხოლო კაპიტალური და საინვესტიციო ხარჯების გაწევა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის  დახმარებით  ან/და დონორი ორგანიზაციების მეშვეობით მიღებული გრანტებისა და სესხების საშუალებით. პერსპექტივაში სისტემის საოპერაციო/საექსპლოატაციო ხარჯების დაფინანსება უნდა განხორციელდეს ნარჩენების მართვის პრინციპის - „დამბინძურებელი იხდის“ - შესაბამისად, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების მეშვეობით მიღებული სახსრებით. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს მოსაკრებლის სტრუქტურას და ოდენობას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია არ არის განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, მუნციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს დასუფთავების მოსაკრებლის დასაბუთებული სატარიფო სისტემა საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: √ მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის დასაბუთებული ტარიფის გაანგარიშება (შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა/შემუშავება); √ კერძო სექტორისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფის გაანგარიშება (შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა/შემუშავება); √  საზოგადოების მონაწილეობა მოსაკრებილის ტარიფის დადგენის პროცესში; √  დასუფთავების მოსაკრებლის ე.წ. „ბილინგის“ სისტემის შემუშავება და დანერგვა ნაწილი მეშვიდე 7.1. ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის საჭიროებები ნარჩენების მართვის ინდუსტრიაში არსებული გამოცდილება აჩვენებს, რომ ნარჩენების შეგროვება-გატანის პროცესი სისტემის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია. შესაბამისად, შეგროვება-გატანის სისტემის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნარჩენების მართვის საერთო ხარჯების ოპტიმიზაციაზე. ნარჩენების მართვის არსებული სისტემის ანალიზმა აჩვენა, რომ აუცილებელია სისტემაში არსებული პრობლემური საკითხების პირველ რიგში გადაწყვეტა: Ø ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობა; Ø დღეს არსებული ვითარებით, „ცენტრს“ არ გააჩნია ერთიანი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტექნიკის განთავსება და მოვლა-შენახვისათვის პირობების შექმნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ მოძიებული იქნა შესაბამისი ტერიტორია და შესამუშავებელია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც გაითვილისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის სადგომების, ავტოსამრეცხაოს, ავტოსახელოსნო ფართის, სათადარიგო  ნაწილებისათვის და სხვა ინვენტარის განთავსებისათვის  სასაწყობე ფართის  მოწყობას, ასევე საოფისე  ფართის  მოწყობას   ადმინისტრაციისათვის; Ø ნარჩენების შეგროვების სერვისის გაფართოებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს  წარმოქმნილი ნარჩენების მაქსიმალური შეგროვება, ასევე გეოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელია 1,1 მ​3 მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერების რაოდენობის გაზრდა 800 ერთეულამდე; Ø ნარჩენების შეგროვებისათვის ნაგავმზიდების რელიეფისა და საავტომობილო გზის მდგომარეობის გათვალისწინებით - ორი ერთეული  საპრესი მოწყობილობის მქონე 9 და 13  მ​3 მოცულობის ნაგავმზიდი; Ø ერთი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი მონიტორინგის ჯგუფისათვის; Ø ერთი ერთეული მიკროავტობუსი მომსახურე პერსონალის ტრანსპორტირებისათვის; Ø ერთი  ერთეული თვითმცლელის შეძენა. 7.2. ინსტიტუციური   შესაძლებლობების   გაძლიერება „ცენტრის“ სტრუქტურაში მიზანშეწონილი იქნება არსებული სტრუქტურის შესაძლებლობათა გაძლიერება, რაც გულისხმობს: Ø  დასუფთავების განყოფილებიდან მოსაკრებლის ადმინისტრირების ფუნქციის გამოცალკევებას და ამ ფუნქციის შესასრულებლად  ცალკე სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მოსაკრებლის ადმინისტრირებაზე (ე.წ. „ბილინგის“ განყოფილება); Ø  მონიტორინგის განყოფილების შექმნა, რომლის ფუნქცია უნდა განისაზღვროს როგორც გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი (ხარისხის კოტროლი და ა.შ.), „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირება და ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში შესაბამისი ზომების (ინსპექტირება, კანონდამრღვევის გამოვლენა-დაჯარიმება და სხვა სანქციების გამოყენება) მიღება; Ø  საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური კამპანიის წარმოებისათვის, მოსახლეობის მუდმივი ინფორმირებულობის მიზნით შესაბამისი პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. 7.3. აღდგენის პროგრამების განხორციელების პროცედურები Ø  ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და რეზინის ნარჩენების წყაროსთან  სეპარირების მიზნით 2019-2022 წლებში წლიური მინიმალური მაჩვენებლების განსაზღვრა; Ø  საჯარო სკოლებში და სკლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ქაღალდის ნარჩენების წყაროსთან  სეპარირების სისტემის პილოტური პროექტის განხორციელება 2019 წლიდან; Ø  საჯარო დაწესებულებებში ქაღალდის ნარჩენების წყაროსთან  სეპარირების სისტემის პილოტური პროექტის განხორციელება  2019 წლიდან; Ø  ნარჩენების წყაროსთან სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო იქნება 0,2 მ​3 მოცულობის 300 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი 2018 წელს; Ø  კომპოსტირების პილოტური პროგრამის განხორციელება  2019 წლიდან. 7.4. საზოგადოებრივი  განათლების   პროგრამა Ø  სტიქიური ნაგავსაყრელების გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საინფომაციო კამპანიის მუდმივ რეჟიმში  წარმართვა, გამოყენებული იქნება ადგილობრივი მედია საშუალებები; Ø  საზოგადოების ჩართულობით ყოველთვიურად დასუფთავების აქციების ორგანიზება, ყოველწლიურად წინასწარშემუშავებული გეგმით ადმინისტრაციული  ერთეულების მიხედვით; Ø  ნარჩენების წყაროსთან სეპარირების უზრუნველყოფის მიზნით,საწყის  ეტაპზე  საზოგადოების მომზადება - ინფორმირება; Ø  დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფის შემუშავების პროცესში საზოგადოების ჩართულობა.