ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2017
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №ორგანი-ზაციული კოდი
სარეგისტრაციო კოდი მხარჯავი სუბიექტის პროგრამისა და ღონისძიების დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ორგანი-ზაციული კოდი | მხარჯავი სუბიექტის პროგრამისა და ღონისძიების დასახელება |
| წლიური თანხა | მათ შორის: კვარტალების მიხედვით |
| I | II |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.04.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების, გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დამტკიცების შესახებ. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №68
2017 წლის 26 დეკემბერი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
დამტკიცდეს თანდართული „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი“ (დანართი №1).
2.
დამტკიცდეს თანდართული „ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა“ (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №15 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
დანართი №1
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და „ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის №456 ბრძანების საფუძველზე.
2.
ეს წესი განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის (შემდგომ – ადგილობრივი ბიუჯეტი) დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი სუბიექტებისთვის (შემდგომ – მხარჯავი სუბიექტი) ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1.
ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის, აგრეთვე, ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე.
2.
ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე (პრიორიტეტებზე) ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გზით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – საკრებულო) დადგენილებით.
3.
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში ასიგნებების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა ან/და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ხობის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ბრძანებით.
4.
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება (გარდა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის თანხებისა) არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს.
5.
შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
6.
მერი უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის, ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესი.
7.
დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ან ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე, მერი საკრებულოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია ასიგნებების გადანაწილება განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.
8.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წლიური საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერა დგება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ და საკრებულოსთან შეთანხმების შემდგომ მტკიცდება მერის ბრძანებით.
9.
ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შეიძლება განხორციელდეს კვარტალური გადანაწილება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი პროცედურებით და მტკიცდება მერის ბრძანებით.
მუხლი 3🔗.
ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1.
მოთხოვნა მხარჯავი სუბიექტებისთვის წლიური ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე წერილობითი სახით წარედგინება მერს იმ მხარჯავი სუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები. ადგილობრივი ბიუჯეტით მერიისთვის გამოყოფილ ასიგნებათა გადანაწილების საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნას წერილობითი ფორმით წარადგენს მერიის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის კომპეტენციასაც მიეკუთვნება შესაბამისი ხარჯების გაწევისთვის წინადადებების მომზადება.
2.
საბიუჯეტო წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მხარჯავი სუბიექტების მიერ წარდგენილ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია ასიგნებების გადანაწილების აუცილებლობაზე, ასევე – შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა მხარჯავმა სუბიექტმა, ასიგნებების გადანაწილების შესახებ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით მერისგან პასუხის მიღებამდე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებებზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
4.
წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას განიხილავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი) ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.
5.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მხრიდან ასიგნებების გადანაწილების შესახებ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადების მომზადებამდე, ასიგნებების გადანაწილების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით მოთხოვნას წინასწარ განიხილავს მერიის შესაბამისი სამსახური (სამსახურები) და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება დადებითი, ან უარყოფითი მოსაზრება ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.
6.
ასიგნებების გადანაწილების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს მხარჯავი სუბიექტებისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნებების ან/და პრიორიტეტის ფარგლებში თანხის პროგრამებს, ქვეპროგრამებს ან/და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების თაობაზე.
7.
მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ, დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტების მიზნით, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
8.
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა პროგრამებს, ქვეპროგრამებსა ან/და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შემთხვევაში, წლიური ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით“ (დანართი №2). ცვლილების ცნობა დგება ორ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის მხარჯავ სუბიექტს.
9.
იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საბიუჯეტო სახსრები გამოიყო რომელიმე მხარჯავი სუბიექტების დამატებით დასაფინანსებლად, შესაბამისი თანხით მცირდება ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ან/და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის მოცულობა და იზრდება წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული გასაცემლები.
10.
ამ მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში, გეგმის ცვლილების ცნობის საფუძველზე მხარჯავი სუბიექტის დაფინანსების წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნებების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა
1.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელებიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს საკრებულოს დადგენილების ან მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მერის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ადგილობრივი ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მერის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.
მუხლი 5🔗.
მერის ანგარიშვალდებულება ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისას
1.
ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში საკრებულოს წარედგინება მერის ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა.
2.
მერის ბრძანებით ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები, დამტკიცებულ ბიუჯეტში ასახვის მიზნით, ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასასრულისა უნდა წარედგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით.
3.
ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შემთხვევაში, მერი უფლებამოსილია განახორციელოს ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შედეგად გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება და ვალდებულია, ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს შესყიდვების გეგმაში სათანადო ცვლილებების განხორციელება და ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებათა პროექტის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენა.
4.
ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შემთხვევაში, შესაბამისი მონაცემები უნდა იქნეს ასახული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებისა და მერის ანგარიშებში.
დანართი №2
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა № ---
20__ წლის __ _________
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მხარჯავი სუბიექტის დასახელება, ორგანიზაციული კოდი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ცვლილების საფუძველი (მერის ბრძანება), თარიღი, ნომერი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ცვლილების შინაარსი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ორგანი-ზაციული კოდი
მხარჯავი სუბიექტის პროგრამისა და ღონისძიების დასახელება
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება
ცვლილება (+ზრდა/-კლება)
(ლარებში)
წლიური თანხა
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I
II
III
IV
სულ ჯამი
1. დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება.
2. ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი.
3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა.
4. დანარჩენი ცვლილება.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი -------------------------------
(ხელმოწერა)
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი ------------------------------
(ხელმოწერა)