ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 დეკემბრის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 დეკემბრის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 დეკემბრის ანგარიშს - ინფორმაციას 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ:
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის სულ შემოსულია 11 (თერთმეტი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საკრებულოს მომართა სახელმწიფო უწყებებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის სულ შემოსულია 11 (თერთმეტი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.
2. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა.
3. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნით მომართვა არ შემოსულა.
4. ყველა მომართვა დაკმაყოფილდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დახურულად არ გამოცხადებულა.
6.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის მოთხოვნით მომართა შემდეგმა სახელმწიფო უწყებებმა, ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა:
●საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო /მინისტრის მოადგილე-კახაბერ გულედანი/.
●საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი /თავმჯდომარე-ეკა ბესელია/.
●არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“ /თავმჯდომარე-ჯაბა ნათენაძე/.
●ა.ა(ი)პ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი /აღმასრულებელი დირექტორი-გიორგი კლდიაშვილი/.
●საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო /საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი-დავით მეტრეველი/.
●შ.პ.ს. „დელტა კომმი“ /გენერალური დირექტორი-ზურაბ ზარიძე/.
●განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით /მოქალაქე-თეონა დანგაძე/.
●სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო /ბიუროს უფროსი-ეკატერინე ქარდავა/.
●საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (გორის ოფისი) /ოფისის ხელმძღვანელი-ქეთევან ბებიაშვილი/.
7. საანგარიშო პერიოდში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან არ მომხდარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა.
8. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო /თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი/ იხელმძღვანელებდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით, 271 -ე მუხლით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 44-ე მუხლით, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით.
9. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა და არ გასაჩივრებულა.
10. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად არ მომხდარა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი